რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის, Russia Today-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი ტელეგრამით წერს, რომ რუსეთის გამომცემლობები უარს აცხადებენ დაბეჭდონ ლექსების კრებული სათაურით "რუსული გაზაფხულის პოეzია"/"Поэzия русского лета", რომლის მომზადებაშიც მონაწილეობას იღებდა RT-ის ჯგუფი. სიმონიანის ამბობს, რომ გამომცემლობების პროტესტი აღძრა წიგნის ყდამ, რომელზეც მსვილი შრიფტითაა დატანილი ასო Z – უკრაინაში რუსეთის აგრესიის სიმბოლო. სიმონიანის თქმით, გამომცემლობებმა განაცხადეს, რომ ამგვარი ყდის მქონე წიგნს მაღაზიები არ გაიტანენ გასაყიდად.
ლექსების კრებული "Поэzия русского лета" შეადგინეს Russia Today-ის თანამშრომლებმა, მისი პრეზენტაცია 5 ოქტომბერს გაიმართა მოსკოვში. კრებულში, რომელიც ეძღვნება "საგანგებო საომარ ოპერაციას" (უკრაინაში რუსეთის აგრესიის ოფიციალური სახელი, რომელსაც რუსეთის მედია იყენებს) შეტანილია 20-ზე მეტი რუსი ავტორის ნაწარმოებები. თავიანთ ლექსებში ავტორები განადიდებენ რუსი მეომრების ვაჟკაცობას "უკრაინელ ნაცისტებთან" ბრძოლაში და "რუსული სამყაროს" დამყარების საქმეში.
წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა უნდა მოხმარებოდა პროექტ "ომის შვილების" წარმომადგენლებს, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ბავშვებს.