„ნინო ლომჯარია აშშ-ში. რა მიზანი ჰქონდა აწ უკვე ექს-ომბუნდს-ვუმენს? თუ დასვენება ან შოპინგი, ვაშინგტონს არ აირჩევდა,“ – ამის შესახებ კონორეჟისორი გოგა ხაინდრავა Twitter-ში წერს.
როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, გოლდონის „ორი ბატონის მსახური“-სა არ იყოს, როგორც ჩანს, ტრუფალდინო ანგარიშებს აბარებს.
„ნ.ლომჯარია აშშ-ში. რა მიზანი ჰქონდა აწ უკვე ექს-ომბუნდს-ვუმენს? თუ დასვენება ან შოპინგი, ვაშინგტონს არ აირჩევდა. როგორც ჩანს “ვიზიტი”. კ.გოლდონის „ორი ბატონის მსახური“- სა არ იყოს, ტრუფალდინო ანგარიშებს აბარებს. არ ესმის რომ: „ან ღმერთს უნდა ემსახურო ან მამონას“, – წერს გოგა ხაინდრავა.