პარტია “დროას” ლიდერის განცხადებით, იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება დუმს, ქართული საზოგადოების ვალია, ხმამაღლა განაცხადოს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა.
როგორც ხოშატრიამ უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა, „რუსეთი გამწარებულია“, რადგან ვერ იგებს ომს და გადავიდა მშვიდობიანი მოსახლეობის მასიურ დაბომბვაზე.
“დღეს ჩვენ მთელი დღე ვუყურებთ უკრაინაში რუსეთის ტერორისტულ მოქმედებებს. რუსეთი გამწარებულია, რადგან ვერ იგებს ომს და მარცხდება სამხედრო თვალსაზრისით. ის გადავიდა უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების მასიურ დაბომბვაზე, საბავშვო მოედნების, სკოლების დაბომბვაზე. ყოველ ჯერზე, ჩვენი ვალია, გამოვხატოთ სოლიდარობა და ხმამაღლა ვთქვათ, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. ამას წესით მთავრობა უნდა იძახდეს, მაგრამ მათი მხრიდან დუმილია, ამიტომ ჩვენი ვალია, ეს ვთქვათ ხმამაღლა”,- განაცხადა ხოშტარიამ.