ყველაზე დიდი ასტეროიდი, რომელიც ოდესმე შეჯახებია დედამიწას, დაახლოებით, 2 მილიარდი წლის წინ ჩამოვარდა. მისი დარტყმის შედეგად გაჩენილი ღრმული, რომლიც დღეს ვრედეფორტის კრატერის სახელწოდებითაა ცნობილი, სამხრეთ აფრიკაში მდებარეობს. მეცნიერები მის ზომაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ეს ასტეროიდი, დაახლოებით, ორჯერ უფრო დიდი იყო იმ კოსმოსურ სხეულზე, რომელმაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.
ვრედეფორტის კრატერის დიამეტრი, არსებული იოჰანესბურგის სამხრეთ-დასავლეთით, არის 159 კმ, რაც მას ყველაზე დიდ ხილულ კრატერად აქცევს დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ უფრო მცირეა, ვიდრე ჩიქსულუბის კრატერი, რომელიც დამარხულია მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულის ქვეშ და მისი დიამეტრი, დაახლოებით, 180 კმ-ს შეადგენს. მან დედამიწას ცარცული პერიოდის ბოლოს დაარტყა, 66 მილიონი წლის წინ.
მაგრამ დარტყმის შედეგად გაჩენილი კრატერები დროთა განმავლობაში იშლება. უახლესი შეფასებით ვარაუდობენ, რომ ვრედეფორტის კრატერი თავდაპირველად 250-დან 280 კმ-მდე იყო. შედეგად, იგი ითვლება ყველაზე დიდ დარტყმის წერტილად დედამიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით უფრო პატარაა, ვიდრე დღეს ჩიქსულუბის კრატერი.
წყარო: LiveScience
ფოტო: InfiniGeek