“არ არსებობს არანაირი ლოგიკური მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შეუშვა საერთაშორისო კლასის პროფესიონალი ექიმი პატიმართან.
თუ ყველაფერი სწორად და წესიერად არის აქამდე გაკეთებული, რა არის მაშინ დასამალი?
ჰუმანიტარული თვალსაზრისით ეს არის ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევა.
იმედია, იმ დონეზე არ დაშვებულხართ, რომ თუნდაც ჰიპოთეტურად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ამერიკელი პროფესიონალი, მსოფლიოში ცნობილი ექიმი, თავის რეპუტაციას ჩრდილს მიაყენებს რაიმე ყალბი განცხადებით ან გაყალბებული დიაგნოზით.
ეს კაცი იქ პაციენტის სამკურნალოდ არ შედის, უბრალოდ, ობიექტური კლინიკური მდგომარეობა უნდა აღწეროს.
უბრალოდ არ გრცხვენიათ? ლიცენზიას უწუნებთ ამერიკის ბორდ-სერთიფიცირებულ პროფესორს?
რა უნდა დაიჯეროს ამის მერე ადამიანმა ან თქვენი პროფესიონალიზმის, ან ჰუმანურობის, ან ობიექტურობის?
ქართველი ექიმების საერთაშორისო რეპუტაციაზე ვინმე ფიქრობს?
სანამდე დაეშვით,” – წერს სოციალურ ქსელში მისისიპის შტატის დედაქალაქ ჯექსონის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული.