Мы в Telegram
Добавить новость

Байкер Хирург: соблюдение ПДД зависит от понимания человеком своей роли на дороге

В Шаховской проведут капремонт участка автодороги по улице Базаева-Садовая

Путин подчеркнул важность поддержки рождаемости и многодетности

Более 31 тыс старых автопокрышек собрали в Подмосковье



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დასასრულის მოლოდინი: ბელადის 70 წლისთავი

დასასრულის მოლოდინი: ბელადის 70 წლისთავი

ავტორი: ანდრეი მალგინი

საბჭოთა საკულტო ფილმ „ბრილიანტის ხელში“ არის ერთი პერსონაჟი, რომელსაც „მიხალივანიჩს“ უწოდებენ. ვითომ ტაქსის მძღოლი, რომელიც უშიშროების ორგანოებმა მიუჩინეს იური ნიკულინის გმირს მას შემდეგ, რაც ის კრუიზიდან დაბრუნდა. როგორც ცნობილია, პუტინის თანამშრომლები, რომლებსაც ის ჯერ კიდევ სანქტ-პეტერბურგიდან ახსოვთ, თვალების ფერის გამო მას „მიხალივანიჩს“ ეძახიან. მე კი მგონია, რომ პუტინმა თავად დაირქვა „მიხალივანიჩი“ მისთვის ჩვეული სპეციფიკური იუმორით, როცა ჯერ მიჩენილ მძღოლად მუშაობა მოუწია დისიდენტ და პოლიტიკოს გალინა სტაროვოიტოვასთან, შემდეგ კი პოპულარულ პოლიტიკოსთან და სანქტ-პეტერბურგის მერთან, ანატოლი სობჩაკთან.

ამბობენ, გამჭრიახმა გალინა სტაროვოიტოვამ საკმაოდ სწრაფად განჭვრიტა, ვინ იყო პუტინი. მას შემდეგ, რაც სტაროვოიტოვამ ის მოიშორა, პუტინი გადაამისამართეს საკუთარ თავში შეყვარებულ გულუბრყვილო სობჩაკთან. სწორედ გადაამისამართეს. უშიშროებაში პუტინის კოლეგამ, ვიქტორ ჩერკესოვმა, ინტერვიუში ერთხელ გაუფრთხილებლად ახსენა, რომ პუტინი სობჩაკთან „გაგზავნა“ კგბ-ს ლენინგრადის სამმართველომ. ეს იმას ნიშნავს, რომ სტაროვოიტოვასთანაც „გაგზავნეს“, მაგრამ ვერ მოიკიდა ფეხი.

თავიდან პუტინი სობჩაკთან საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა, მაგრამ საკმაოდ მალე გააფორმეს მრჩევლად, ხელფასიც დაუნიშნეს. კგბ-ში მუშაობის ფორმალურად შეწყვეტის შემდეგ (1991 წ. 20 აგვისტო) სულ რაღაც ნახევარ წელიწადში პუტინი სობჩაკის მეზობელ კაბინეტში იჯდა. ახალგაზრდა პუტინის კარიერა ელვის სისწრაფით ვითარდებოდა. 1993 წელს სობჩაკი, როცა მივლინებებში მიემგზავრებოდა, უკვე პუტინს ტოვებდა თავისი მოვალეობების შემსრულებლად. სობჩაკი პირველ რიგში პოლიტიკოსი იყო, მას არ აინტერესებდა და არ ესმოდა ქალაქის ეკონომიკა. სწორედ ეს საკითხები აიღო საკუთარ თავზე პუტინმა. თავით გადაეშვა საქმეში. თუ რაში მდგომარეობდა ეს საქმე, ამის შესახებ ხატოვნად საუბრობდა რადიო თავისუფლების რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიზნესმენი მაქსიმ ფრეიდზონი. ის აღწერდა, როგორ აძლევდნენ პუტინს ქრთამებს მისი თანაშემწის, ალექსეი მილერის მეშვეობით. თავად პუტინი კი შეხვედრებისას, სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის ჩვეული მანერით წერდა ქაღალდზე თანხის რაოდენობას...

ფრეიდზონი დაწვრილებით ჰყვება პეტერბურგელი ჩინოვნიკების, მათ შორის პუტინის, და დანაშაულებრივი დაჯგუფებების ერთობლივ მონაწილეობაზე პეტერბურგის მრეწველობისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ყველაზე გემრიელი აჭრების პრივატიზაციის პროცესში. მოგვიანებით რუსეთის დატოვების შემდეგ სხვა პეტერბურგელი ბიზნესმენებიც ჰყვებოდნენ ჩინოვნიკ პუტინის სიხარბეზე.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ სობჩაკი 1996 წელს არჩევნებს წააგებდა. მისი საარჩევნო შტაბის უფროსი ვოლოდია პუტინის ნაცვლად ვინმე სხვა რომ ყოფილიყო, სობჩაკს შეიძლება გაემარჯვა კიდეც. ქალაქში სხვა ხალხი მოვიდა ხელისუფლებაში, პუტინი კი მოსკოვში წავიდა.

1998 წლის 25 ივლისს პუტინი მშობლიურ გარემოს დაუბრუნდა: ის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ფსბ) დირექტორი გახდა.

პეტერბურგში პირველადი გამდიდრების ბობოქარი წლების შემდეგ პუტინი მოსკოვში ხაზგასმით მოკრძალებულ ცხოვრებას ეწეოდა. იყო შემსრულებელი, ინიციატივიანი, აქტიურად ასრულებდა უფროსობის სურვილებს. ხელმძღვანელობამ კი 1991 წლის პუტჩის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ კგბ კანონგარეშე გამოეცხადებინა, მისი თანამშრომლები კი ლუსტრაციას დაექვემდებარებინა, რატომღაც ირწმუნა ჩეკისტების „სუფთა ხელებისა და მხურვალე გულებისა“ და შიდა პოლიტიკის, განსაკუთრებით საკადრო პოლიტიკის გატარებაში აქტიურად ემყარებოდა ლუბიანკელებს. საჭირო გახდა გენერალური პროკურორი სკურატოვისთვის დარტყმის მიყენება? პუტინი იქვე იყო გამზადებული. საჭირო იყო სობჩაკის არალეგალურად გაყვანა უცხოეთში, როცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა? ისევ დაუძახეს პუტინს, რომელმაც ყველაფერი უმაღლეს დონეზე მოაგვარა (თუმცა კანონი დაარღვია).

ლუსტრაცია არ არის საშინელი რეპრესია, როგორც ეს წარმოუდგენიათ ხოლმე. ეს მხოლოდ და მხოლოდ არის სპეცსამსახურების (ამ შემთხვევაში კგბ-ს) თანამშრომლებისთვის სახელმწიფო თანამდებობების დაკავების აკრძალვა. ბორის ელცინს რომ ლუსტრაცია გაეტარებინა (როგორც მას ეხვეწებოდნენ მისი ამხანაგები დემოკრატიული ბანაკიდან, იგივე სტაროვოიტოვაც), პუტინს, ცხადია, არ ექნებოდა ხელისუფლების უმაღლეს მწვერვალებამდე მიღწევის შანსები. მაგრამ არავითარი ლუსტრაცია არ მომხდარა და 1999 წლის ივლისში, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ელცინმა გადაწყვიტა, პუტინი თავის მემკვიდრედ გამოეცხადებინა.

1999 წლის 9 აგვისტოს ბ. ელცინმა ქვეყნისადმი სატელევიზიო მიმართვაში გამოაცხადა, რომ ფსბ-ს დირექტორ ვლადიმირ პუტინს ნიშნავს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად. ამასთან, მიკიბ-მოკიბვის გარეშე თქვა, რომ სწორედ პუტინს ხედავს თავის მემკვიდრედ. გამოსვლაში ელცინმა ახსენა პუტინის „უზარმაზარი გამოცდილება სახელმწიფოებრივ საქმიანობაში“, რაც არ იყო სიმართლე. მაგრამ ელცინმა სწორი თქვა, როცა განაცხადა, რომ რუსეთი ახალ პოლიტიკურ ეტაპზე გადავიდა. თუმცა, ცხადია, მიახლოებითაც არ შეეძლო იმის წარმოდგენა, რა მოელოდა რუსეთს პუტინის მმართველობისას და რამდენად გაიჭიმებოდა ეს ეტაპი. პუტინის დასახელება მისი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ელცინი, რომელმაც ბოლო მოუღო საბჭოთა „ბოროტების იმპერიას“, დაიწყო რეფორმები ცხოვრების ყველა სფეროში და აჩვენა, რას ნიშნავს ნამდვილი თავისუფლება, ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა როგორც ადამიანი, რომელმაც პუტინი მოიყვანა ხელისუფლებაში. სამწუხაროდ!

ფსბ-მ თანდათან ქვეყანაში ყველაფერი ჩაიგდო ხელში, ჩეკისტები აკონტროლებდნენ სახელმწიფო ცხოვრების ყველა სფეროს: ეკონომიკიდან  კულტურამდე, სასამართლოებიდან ყველა დონის არჩევნებამდე. საბოლოოდ ფსბ გახდა მფლობელი ყველაზე კორუმპირებული ვერტიკალისა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურის ბირთვია. იმიტომაც იქცა ალექსეი ნავალნი პუტინის ნომერ პირველ მტრად, რომ მან ხელი აღმართა თავად ამ შემაკავშირებელ ელემენტზე, სახელმწიფოს მთავარ საყრდენზე. პუტინის იმის კი არ ეშინია, რომ ნავალნი პრეზიდენტი გახდება (არჩევნები დიდი ხანია იქცა ზემოდან მართულ პროცესად, ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში ნავალნის ხელისუფლებაში მოსვლის არავითარი შანსი არა აქვს და არც ჰქონია). მაგრამ ნავალნი და მისი მრავალრიცხოვანი თანამოაზრეები ებრძოდნენ საძირკველს, რომელზეც დგას რუსეთი - კორუფციას. ამ საძირკვლის დანგრევით სახელმწიფო დაიფშვნება.

მაგრამ კორუფცია იდეოლოგია არ არის, ის პრაქტიკაა. პუტინს იდეოლოგიაც აქვს. 22 წლის განმავლობაში პუტინმა რუსეთი სრულფასოვან ფაშისტურ სახელმწიფოდ აქცია. ფაშიზმის ყველა ნიშანი სახეზეა. უკიდურესი ხარისხის ავტორიტარიზმი, სახელმწიფოს როგორც კორპორაციის მოწყობა, სადაც ხელისუფლების ყველა შტო (მათ შორის საკანონმდებლო და სასამართლო) იმართება უზენაესი მმართველის მიერ, ერთი ერის სხვების მიმართ უპირატესობის იდეა, ახალი ტერიტორიების დაპყრობისკენ სწრაფვა, ტოტალური პროპაგანდა, რომელიც მოსახლეობას არწმუნებს, რომ ქვეყანა ალყაშია, ნებისმიერი ოპოზიციისა და სიტყვის თავისუფლების განადგურება, ტრადიციის კულტი, მაჩიზმი და არასტანდარტული სექსუალური ქცევის მიუღებლობა... უმბერტო ეკო ფაშიზმის ნიშნების თავის სიას უკანასკნელ პუნქტად კიდევ ამატებდა „ახალი ენის გამოყენებას“. პუტინისეული ახალი ენის შესახებ ცალკე სტატიის დაწერა შეიძლება. აი, უკანასკნელი კვირების მონაპოვარი: ზაპოროჟიეს აეს-ი კი არ დაიპყრეს, არამედ „დაქვემდებარებაში გადაიყვანეს“, უკრაინის ქალაქების ოკუპაცია კი არ მოახდინეს, არამედ „გაათავისუფლეს“ და, რაც განსაკუთრებით პიკანტურია, ანტიფაშისტებს ფაშისტები ეწოდებათ.

საბედნიეროდ, რუსეთის ისტორიაში პუტინის პერიოდი სრულდება. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ამას ამჩნევს გარეშე დამკვირვებელიც, ამას აცნობიერებენ პუტინის უახლოესი თანამებრძოლებიც. საკმარისია შეხედო იმ ჩინოვნიკების სახეებს, რომლებიც პუტინის გამოსვლებს უსმენენ სხვადასხვა, დიდ და პატარა დარბაზში (პუბლიკა განსაკუთრებით მოწყენილი იყო „ახალი ოლქების მიერთების“ სიურრეალისტური ცერემონიისას).

დადგა შეჯამების დრო. და იმიტომ არა, რომ იუბილარი დღეს მრგვალ თარიღს აღნიშნავს. არამედ იმიტომ, რომ იუბილარმა თავი მთლიანად ამოწურა. ის აშკარად იმყოფება თავისი გზის ბოლოში. ის ყრუდ არის ჩაკეტილი თავის საინფორმაციო ბუშტში, საკუთარ, რეალობისგან დაშორებულ სამყაროში ცხოვრობს და ვერაფერს სთავაზობს ვერც საზოგადოებას, ვერც სახელმწიფოს და იმ ხუნტასაც კი ვერა, რომელიც გარშემო შემოეზარდა.

ამჟამინდელი იუბილარის მიერ ასე დაფასებულმა სკკპ ცკ-ს გენერალურმა მდივანმა იური ანდროპოვმა 70-ს ვერ მიაღწია. ნიკიტა ხრუშჩოვი მას შემდეგ გადააყენეს, რაც პომპეზურად იზეიმა 70 წელი. „დავიღალე, მივდივარ“, თქვა ელცინმა, როცა ის 68 წლის იყო. მან გადაწყვიტა, გზა დაეთმო ახალგაზრდებისთვის (პუტინისთვის). მიბაძავს თუ არა პუტინი საკუთარი წინამორბედის მაგალითს? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ მას მოცელავს ომი, რომელიც მან, სამყაროზე თავისი მცდარი შეხედულებების ტყვეობაში მყოფმა, ყველა ჩვენგანისთვის საუბედუროდ გააჩაღა. პირდაპირ ვთქვათ, რუსეთის დიქტატორის ბედი ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია. და, როგორც ჩანს, ის ამას ხვდება.

პუტინი, რა თქმა უნდა, ემპათიას მოკლებული ბოროტმოქმედია, მაგრამ მაგრამ მას სურდა ხანმოკლე და არა სისხლიანი ომი, სისხლის მდინარეები დანამდვილებით არ შედიოდა მის გეგმებში. მაგრამ როცა აღმოჩნდა, რომ ომი ხანგრძლივი იქნება, მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ეს ომი იმდენად სისხლიანად ექცია, რომ ადრე თუ გვიან ყველას დაეყვირა: გვეყო სისხლი და ჯოჯოხეთი, მშვიდობა გვინდა ნებისმიერ ფასად! ფასს კი პუტინი დაადგენდა.

ახლა სიტყვებში ის მშვიდობისთვის მთავარი მებრძოლია, სამშვიდობო მოლაპარაკებებს ითხოვს. სურს სიკვდილი შეაჩეროს. ჩივის, რომ მასთან არავის სურს მოლაპარაკებები. მაგრამ ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ მისმა უბადრუკმა მხედრობამ უმტყუნა. „მსოფლიოს მეორე არმია“ მუყაოს დეკორაცია აღმოჩნდა, როგორც ყველაფერი, რაც აღმართა პუტინმა რუსეთში თავისი მმართველობის თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში. რაღაცაში მართალია: ომის შეწყვეტა სწორედ მასზეა დამოკიდებული. ის არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია ყველაფრის შეჩერება, სულ რამდენიმე დღეში. მაგრამ, აი, საფასურთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირად გამოვიდა. ამ საფასურს ახლა ვეღარ გაქაჩავს.

ომი მის საბოლოო დამხობასთან ერთად დასრულდება.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Ru24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Ru24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Ru24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Ищенко оценил вариант применения ядерного оружия РФ против Польши и Прибалтики

«Пятёрочка» получила три награды в премии E+ AWARDS 2024

Льготная ипотека «ушла» из Москвы

Суров победил Скобенко в бою новой суперсерии «Бойцовского клуба РЕН ТВ»

Музыкальные новости

РОСГВАРДИЯ ОБЕСПЕЧИЛА ПРАВОПОРЯДОК ВО ВРЕМЯ ФУТБОЛЬНОГО МАТЧА «ЦСКА» - «СПАРТАК» В МОСКВЕ

Собянин: Москва завершает переход на новый стандарт экстренной медпомощи

Музей – завод «СырКультПросвет» открылся в Угличе

Тренер "Спартака" Слишкович заявил, что доволен ничейной игрой против ЦСКА

Новости России

Стасу Михайлову 27 апреля исполняется 55 лет

Суд отказался отправлять на экспертизу документ об отставке Дубровина из правительства Забайкалья

Не стало подписавшего петицию о прекращении огня в Газе режиссёра Лорана Канте

В Чурапчинском районе вынесен приговор члену ОПГ за покушение на сбыт наркотиков

Экология в России и мире

Wildberries может выйти на рынок ОАЭ

Отдых во имя открытий

Компания ICDMC стала победителем престижной премии в сфере ЗОЖ – Green Awards 2023/24

Токсиколог Кутушов рассказал почему возникает похмелье

Спорт в России и мире

«Был риск завершить борьбу еще в первом матче». В России оценили победу Рыбакиной в Штутгарте

Линетт сыграет против Соболенко во втором круге турнира WTA в Мадриде

Вторая ракетка Казахстана опустилась в чемпионской гонке WTA

Потапова всухую обыграла Шнайдер в 1-м круге турнира в Мадриде

Moscow.media

Военные следователи провели в Судаке проверку лиц, не вставших на воинский учет

Военные следователи провели очередной рейд по бывшим мигрантам в городе Армянске Республики Крым

ИТ Альянс объявляет о графике работы в майские праздники

Более 100 студентов посетило СЛД Курск в рамках акции «Неделя без турникетов»











Топ новостей на этот час

Rss.plus






Спортивные выходные с «Известиями»

Минобороны Ирана: теракты в России произошли из-за поддержки терроризма от США

Преданный забвению. Как Иван Винокуров отстоял Алдан для Якутии

Порядка 1500 рабочих мест обеспечит проект по строительству транспортного хаба