თბილისში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქალი მოკლეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს დამატებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.