Мы в Telegram
Добавить новость

Путин заявил о нежелании отказываться от диалога с Западом

Лукашенко и Путин обсудят организацию использования ядерного оружия

Сенатор Цеков: для России нет разницы, откроет Финляндия границы или нет

Кирилл Сафонов уехал в Венецию с красоткой



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რას ერჩით ეკლესიას? რას ფიქრობთ მოკეკლუცე ოპოზიციაზე? - დეპუტატების კითხვები სახალხო დამცველს

რას ერჩით ეკლესიას? რას ფიქრობთ მოკეკლუცე ოპოზიციაზე? - დეპუტატების კითხვები სახალხო დამცველს

დღეს, 7 ოქტომბერს სახალხო დამცველმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა - 2021 წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებული გამოწვევების შესახებ მოხსენების მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა ნინო ლომჯარიას კითხვები დაუსვეს. მმართველი პარტიის დეპუტატების შეკითხვები ძირითადად ნინო ლომჯარიას მიუკერძოებლობას და მის საქართველოს საპატრიარქოსადმი დამოკიდებულებას შეეხებოდა. ომბუდსმენს, რომელმაც მოხსენებისას თქვა, რომ გასული წლის განმავლობაში თვითონ და მისი აპარატი მმართველი პარტიის მხრიდან პერმანენტულად იყო თავდასხმის ობიექტი, "ქართული ოცნების" წევრებმა შეახსენეს როგორ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვისთვის გაწეული ძალისხმევა, ასევე საკონსტიტუციო სარჩელი "საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ" და მისი კრიტიკული განცხადებები საქართველოს პრემიერისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიმართ.

"რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას?! 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ბუნებრივია, აქ გვესმის, რომ ტრანსკრიფციაში იყო - ეკლესიის წინააღმდეგ. აღნიშნულ სხდომაზე, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უბადრუკად და უმწეოდ გამოიყურებოდა თქვენი წარმომადგენელი, პირდაპირ ბოდიშების მოხდაც მოუწია. თქვენ აპროტესტებდით, რომ ტერიტორიების მიჩენის ნაცვლად შესაძლებელია ახალი სტანდარტი დამკვიდრებულიყო, რომ ძველაშენებულ მონასტრებს, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე იყო აშენებული, მიეკუთვნოთ გარკვეული პერიოდით მოვლა- პატრონობით ტყის გარკვეული ფართობები. გასაგებია თქვენი მოტივები, მაგრამ მაინტერესებს, რამ გაიძულათ ასე სასწრაფო რეჟიმში... როდესაც წინა ზაფხულში შეიტანეთ ეს სარჩელი, ამხელა პერიოდი გქონდათ, იქ მიუთითეთ რომ იყო დაზარალებული და მერე სხდომისას თქვენს წარმომადგენელს პირდაპირ ცივი ოფლი ასხამდა და ბოდიშებს უხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რადგან ის იყო მოუმზადებელი და აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო, რომ ვიღაც იყო ამ თემით დაზარალებული" - ამ კითხვით დაიწყო ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ სახალხო დამცველთან კითხვების ნაწილი. ის ასევე დაინტერესდა, რამდენად ინტერესდება ნინო ლომჯარია საზღვარგარეთის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობით.

საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც ბექა ოდიშარიამ ახსენა, ეხება ცვლილებებს ტყის კოდექსში, რომელიც საპატრიარქოსთვის საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარედ 20 ჰექტრამდე ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.

ბექა ოდიშარიას გარდა, ეკლესიასთან მის დამოკიდებულებაზე ნინო ლომჯარიას კითხვები დაუსვეს გურამ მაჭარაშვილმა და გია ცაგარეიშვილმა.

"არ მგონია რომ თქვენ და თქვენ უწყებას არ სცოდნოდა მინიმალური ისტორია მაინც საქართველოსი, რომ ამ შემთხვევაში ისტორიულად ეკლესია-მონასტრები სწორედ მართლმადიდებლურ საპატრიარქოს და ეკლესიას გააჩნია და ამ კანონში სწორედ ეს ეწერა, რომ ისტორიულად სადაც იყო ეს ნაგებობები, იმის მიღმა თუ იყო სატყეო მიწები, მხოლოდ ამაზე იყო საუბარი და მაშინ რა იყო მიზეზი, გარდა ეკლესიის დისკრედიტაციისა? გინდოდათ როგორმე გეჩვენებინათ, რომ საპატრიარქოს აქვს განუზომლად დიდი პრივილეგიები, ვიდრე სხვა ეკლესიებს?

ახლა მეორე: სახალხო დამცველი ვიცით რომ არის აპოლიტიკური, უნდა იყოს აპოლიტიკური. თქვენ თქვენს გამოსვლაში ბევრი დრო დაუთმეთ ძალადობრივი ფაქტების დაგმობას, ეს კარგია, მაგრამ არის სუბიექტური. რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიციის მოწოდებები ხელისუფლების დაგმობასთან დაკავშირებით არა თუ დაგმეთ, პირიქით წაახალისეთ და იქ მონაწილეობდით. ეს ხომ არის არა მხოლოდ დისკრიმინაციული მიდგომა, არამედ დამაზიანებელი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ?" - იკითხა გურამ მაჭარაშვილმა.

გია ცაგარეიშვილმა ითხოვა, ნინო ლომჯარიას გულწრფელად ეპასუხა შემდეგი კითხვებისთვის: "ამ 5 წლის განმავლობაში, როცა სახალხო დამცველი იყავით, ხომ არ გიფიქრიათ 2002 წელს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული შეთანხმების გაუქმებისთვის მიგემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და კონკორდატის გაუქმება მოგეთხოვათ? ასევე გულწრფელად, რას ფიქრობთ საქართველოს ეკლესიის როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის საქმეში და როგორია მისი როლი თანამედროვეობაში სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საქმეში?"

უმრავლესობის მხრიდან ერთი და იმავე თემაზე დასმული კითხვების რეპლიკად დეპუტატმა რომან გოცირიძემ თქვა, რომ პარლამენტარებს ეს კითხვები "დარიგებული" ჰქონდათ. მიხეილ სარჯველაძემ ამგვარი განცხადება მიუღებლად მიიჩნია და თქვა, რომ გოცირიძის განცხადება შეურაცხმყოფელია კითხვის ავტორი დეპუტატებისთვის.

"ეს ხალხი და თქვენ რომ ყოფილიყავით 70 წლის წინ, საბჭოთა კავშირის დროს, დაგხვრეტდნენ, ვინაიდან მაშინ ხალხის მტრებად მოიხსენიებოდა ყველა განსხვავებული აზრის მატარებელი და 500 წლის წინ რომ ყოფილიყავით ინკვიზიციის დროს, კოცონზე დაგწვავდნენ. ეკლესიას ვინ ერჩის, ყველამ კარგად იცის, ქართული ოცნება და სუს-ი" - უთხრა რომან გოცირიძემ ნინო ლომჯარიას.

"ასეთი მობილიზებული, მომზადებული და ნამეცადინები [მმართველი პარტიის დეპუტატები] დიდი ხანია არ ყოფილან. ასეთ კითხვებს და მწარე რემარკებს ისინი ვერ ბედავენ, როდესაც აქ დგანან მინისტრები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებელი ბავშვთა შიმშილზე ამ ქვეყანაში. ასეთ მწარე კითხვებს და რემარკებს ისინი ვერ ბედავენ, როდესაც აქ არიან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც მათ უთვალთვალებენ და აშანტაჟებენ. მოქალაქეების კი არა, საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით ვერ ბედავენ, რომ ხმა აიმაღლონ ძალოვნების წინააღმდეგ. ასეთ კითხვებს ისინი ვერ უსვამენ სუს-ის უფროსს, რომელიც შემოაპარეს და გააპარეს და დახურეს სხდომა. ამას აქ იმიტომ აკეთებენ, რომ თქვენ გარკვეულწილად ანგარიში გაგისწორონ იმ სწორი საქმისთვის, რომელსაც აკეთებდით. მეორე და არანაკლებ ცუდი მიზანი, რომელიც უმრავლესობას ამოძრავებს, არის არა თქვენ წინააღმდეგ გალაშქრება, არამედ უკვე მომავალი სახალხო დამცველისთვის თითის დაქნევა და იმის ჩვენება, რომ „აი, რა მოხდება თუ შენ ჭკუით არ იქნები და გააგრძელებ სახალხო დამცველობას“. ეს არის დღევანდელი მასკარადის მიზანი" - ასე ახსნა ანა ნაცვლიშვილმა ნინო ლომჯარიას მისამართით დასმული კითხვები უმრავლესობის მხრიდან. მან სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" დეპუტატების "ფორმაში მოყვანისთვის."

ანა ნაცვლიშვილისგან განსხვავებით კრიტიკული კითხვები ჰქონდა ნინო წილოსანს ნინო ლომჯარიასთან, რომელიც შეეცადა მისი სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებით ეჩვენებინა ომბუდსმენის ტრანსფორმაცია 5 წლის განმავლობაში. მან თქვა ისიც, რომ სახალხო დამცველს დღეს საზოგადოება არა სახალხო დამცველად, არამედ სააკაშვილის დამცველად აღიქვამს.

"მინდა თქვენს ტრანსფორმაციაზე ვისაუბრო 5 წლის განმავლობაში. 2017 წელი - თქვენი სიტყვები: „ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის სახალხო დამცველად არჩევა იმ განხილვების ფონზე, რაც მიმდინარეობდა. ბევრი კრიტიკული პოზიცია იყო, შესაბამისად, ამ უმრავლესობით ჩემი მხარდაჭერა ძალიან სასიხარულოა“, 2022 წელი - „მეხუთე წელია გამოვდივარ პარლამენტში და შეგრძნება მაქვს, რომ პარლამენტის წევრებს მმართველი პარტიიდან უბრალოდ არ ესმით, რა ფუნქცია აქვს სახალხო დამცველს. კითხვების ისე დასმა და კომენტარების გაკეთება ისე, რომ მართლა ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს სახალხო დამცველის აპარატი“. კრიტიკა, რომ გიხაროდათ და თქვენს მხარდამჭერ უმრავლესობას რომ პატივს სცემდით, ეს არჩევისთვის გამოყენებული ეშმაკური ხერხი იყო, თუ ახლაც იგივე აზრზე ხართ, რომ კრიტიკული კითხვები კარგია და სწორია?!. 2022 წელი - „კობახიძე სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად არ მიმაჩნია, დასავლეთში არანაირი აღიარება არ აქვს“, თქვენ ვინ მოგცათ უფლება, რომ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის ლიდერს, თავმჯდომარეს ლეგიტიმაციას უწუნებთ, ან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ და ზოგადად კითხვა მაქვს თქვენთვის საკუთარი ხალხის ლეგიტიმაცია უფრო მნიშვნელოვანია, თუ დასავლეთის მხრიდან ლეგიტიმაცია, რომელიც ასევე აქვს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და თავად ირაკლი კობახიძეს?!.

2017 წელი - „ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ხალხთან უფრო ახლოს ვიყო, ვიმუშაო ყველა იმ საკითხზე, რაც საზოგადოებას აწუხებს“. თქვენ სახალხო დამცველის ინსტიტუტი პირადი პოლიტიკური პრეფერენციების გამოსახატად აქციეთ და ხალხს თავი არა სახალხო დამცველად, არამედ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრეთ. კანონდარღვევით შემოპარული და უამრავ დანაშაულებში დამნაშავე, ასევე ბრალდებული ექსპრეზიდენტის გამო, თქვენი ციხეში შესვლის რაოდენობა ოდნავ მაინც თუ მიდის ახლოს ხალხისთვის, სხვა ადამიანებისთვის ციხეში თქვენს ვიზიტებთან?! ან ყოფილხართ თუ არა საერთოდ ძალადობის მსხვერპლ კრიზისულ ცენტრებში, გიმუშავიათ თუ არა, ხმამაღლა გითქვამთ თუ არა ფემიციდთან დაკავშირებით, რომელიც უბრალოდ სიმბოლურად ანგარიშში აღნიშნეთ?!“ - უთხრა ნინო ლომჯარიას ნინო წილოსანმა.

ომბუდსმენთან კითხვები ჰქონდა შერჩევით მიდგომაზე დიმიტრი ხუნდაძეს და მარიამ ლაშხს.

„იმისათვის, რომ ქალები იყვნენ წარმოდგენილები პოლიტიკაში არა ერთი რეფორმა და ინსტრუმენტი განახორციელა ხელისუფლებამ და მუდმივად არის მხარდამჭერი ინიციატივები. სამწუხაროდ, ამას თან ახლავს ბულინგიც, რომელიც არა მხოლოდ სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუტის, არამედ პირადად თქვენი მხარდაჭერილიც უნდა იყოს. ქალები, რომლებიც ბულინგს განიცდიან, პოლიტიკაში განსაკუთრებით. ჩემი შეკითხვაა – რატომ არ ხდება თქვენი მხრიდან პირადად და ასევე, ინსტიტუციის მხრიდან ქალების პოლიტიკაში ბულინგის გვერდში დგომა?” - იკითხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა.

"რა აზრის ხართ შერჩევით დემოკრატიაზე? ხდება თუ არა დემოკრატიულ სახელმწიფოებში, მაგალითად როგორიცაა აშშ და ევროპული სახელმწიფოები, არასამთავრობო ორგანიზაციების ისეთი ჩარევა სახელმწიფოს მართვაში, როგორც დღეს არის საქართველოში. ხდება თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში მოსამართლის დაბარება უცხო ქვეყნის საელჩოებში. ასევე, ჩვენ პარლამენტარებმა, რომლებმაც დავტოვეთ ქართული ოცნება, დავსვით კითხვები ამერიკის ელჩის მიმართ. ამას დაერქვა შეურაცხყოფა ელჩის მიმართ. აქვს თუ არა დეპუტატს კითხვის დასმის უფლება და თუ მას ეს არ აქვს, არის თუ არა ეს გამოხატვის უფლების შეზღუდვა. რამდენად შესაბამისია სახალხო დამცველის ტერმინოლოგიისთვის, რომ მას ურჩევნია საკუთარ ქვეყანაში ცვიოდეს ბომბები" - ჰკითხა ომბუდსმენს დიმიტრი ხუნდაძემ.

"ორი გზავნილი ჩავარდა ქართულო ოცნების ჩათში: რომ ომი უნდა სახალხო დამცველს და ეკლესიას ებრძვის. საქმეს მიხედეთ უმრავლესობის წევრებო" - ეს ანა წითლიძის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის რეპლიკაა მმართველი პარტიის ერთგვაროვან კითხვებზე.

ნინო ლომჯარიას ალუდა ღუდუშაურმა ქართული ოცნებიდან სთხოვა შეეფასებინა ოპოზიციის საქმიანობა პარლამენტში და გაიხსენა, რომ ომბუდსმენის ანგარიშის საკომიტეტო განხილვაზე რამდენიმე დღის წინ ოპოზიციის წარმომადგენლების დიდი ნაწილი არ მონაწილეობდა.

"მე მაინტერესებს, რამდენად მართლა ობიექტურად აინტერესებს აემ მოკეკლუცე ოპოზიციას ან ხალხის ბედი, ან საზოგადოების ბედი. მე მაინტერესებს, ჩვენი ოპოზიციის ქმედებები შეაფასო - ბერკეტი რამდენად იქნა გამოყენებული კომიტეტის ფორმატში?" - იკითხა ალუდა ღუდუშაურმა.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს პარლამენტში თქვა, რომ მისი რეკომენდაციების 63% შეუსრულებელი რჩება სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან და რომ ომბუდსმენს პრობლემები აქვს ოფიციალური უწყებებიდან ინფორმაციის მოპოვების პროცესშიც.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Исследование: православные увлекаются в Telegram травничеством и политикой

На Пятом канале акция «День добрых дел» для девятилетнего Игоря из Москвы

Не виноватая я, долг сам пришел! У блогеров находят новые миллионные налоговые недоимки

Проходит через кишечник: эксперт Малоземов рассказал о вреде алюминиевой посуды

Музыкальные новости

Галина Янко: главные традиции и приметы Пасхи

28 инвестиционных проектов Туризм.РФ перешли в активную фазу реализации

Концерт "Две музы"

Председатель Госдумы Володин: Путин спас Россию

Новости России

Священник рассказал, почему в этом году 9 мая не будут поминать усопших

На Пятом канале акция «День добрых дел» для девятилетнего Игоря из Москвы

Названы регионы, где большинство водителей ездит без страховки

Сергей Собянин рассказал, как офсетные контракты развивают фармотрасль Москвы

Экология в России и мире

Экзаменационный центр «Воронеж-НК» на базе Воронежского ТРЗ Желдорреммаш сертифицирует до 200 дефектоскопистов ежегодно.

Шарм и красота: яркие образы с юбками на эту весну

Эксперт "Рексофт" о технологических помощниках в логистике, ритейле и маркетплейсах

Российский турист напился и улегся спать на карнизе второго этажа музея, шокировав прохожих

Спорт в России и мире

Рублев не отстал от «Реала»! Как русская звезда тенниса покорила Мадрид

Рублёв стал победителем «Мастерса» в Мадриде

Рублёв поднимется на шестое место в рейтинге ATP после победы на «Мастерсе» в Мадриде

Первая ракетка мира расплакалась после финала турнира с участием Рыбакиной

Moscow.media

Росгвардия обеспечила безопасность генеральной репетиции парада ко Дню Победы в Москве

Северный калейдоскоп

Певец Сергей АРУТЮНОВ и солистка группы Демо - встречаются, или просто выпустили совместный хит “Солнышко”? Разлад АРУТЮНОВА и Маши Малиновской?

Hybrid открывает собственную школу обучения программатик - специалистов Hybrid AdOps School











Топ новостей на этот час

Rss.plus






Сергей Собянин рассказал, как офсетные контракты развивают фармотрасль Москвы

Исследование: православные увлекаются в Telegram травничеством и политикой

На Пятом канале акция «День добрых дел» для девятилетнего Игоря из Москвы

В Подмосковье обезвредили 15 боеприпасов времен ВОВ