რომის პაპმა, ფრანცისკემ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, შეწყვიტოს უკრაინაში ომის "ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი".
ფრანცისკეს ეს განცხადება, რომელიც 2 ოქტომბერს ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე საჯარო გამოსვლისას გააკეთა, იყო ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი განცხადება.
რომის ეკლესიის მეთაურმა ასევე დაგმო ბირთვული ომის მზარდი საფრთხე და მას "აბსურდული" უწოდა. ფრანცისკემ ასევე მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის "გახსნილი იყოს" ომის დასრულებისთვის სამშვიდობო წინადადებებისთვის.
პაპის განცხადება მოჰყვა ორი დღის წინ კრემლში პუტინის გამოსვლას, როცა მან განაცხადა რუსეთი მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსირების შესახებ.
30 სექტემბერს გამოსვლაში პუტინი ასევე შეფარვით დაიმუქრა კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენებით. ადრინდელ გამოსვლებში, მან გააფრთხილა დასავლეთი“ რომ "ეს ბლეფი არ არის."
კრემლს პაპის კომენტარებზე არ უპასუხია.