Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბაიდენი: რუსეთმა უკრაინაში "უსირცხვილოდ დაარღვია" გაეროს ქარტია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 21 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთმა უკრაინაში თავისი ომით "უსირცხვილოდ დაარღვია" გაეროს ქარტიის მთავარი პრინციპები, და მსოფლიოს გარშემო ქვეყნებს მოუწოდა მტკიცედ იდგნენ უკრაინის წინააღმდეგობის მხარდაჭერაში. 


უკრაინაში რუსეთის შეჭრის მკაცრად დაგმობისას, ბაიდენმა "სისხლისგამყინავი" უწოდა ცნობებს რუსეთის მიერ უკრაინაში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. ბაიდენის თქმით, ევროპის მიმართ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახალი ბირთვული მუქარა აჩვენებს "თავზეხელაღებულ უგულებელყოფას" პასუხისმგებლობებისა, რომლებიც რუსეთს ეკისრება, როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმომწერს. 


ბაიდენმა რუსეთი გააკრიტიკა ყალბი რეფერენდუმების დანიშვნისთვის ტერიტორიებზე, რომლებიც მან ძალით წაართვა უკრაინას. 


"გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი შეიჭრა მის მეზობელ ქვეყანაში, შეეცადა რუკიდან დაეშალა სუვერენული სახელმწიფო. რუსეთმა უსირცხვილოდ დაარღვია გაეროს ქარტიის მთავარი პრინციპები" - უთხრა ბაიდენმა გაეროში თავშეყრილ აუდიტორიას.


ბაიდენმა ყველა ქვეყანას - დემოკრატიებსაც და ავტოკრატიებსაც - მოუწოდა გააკრიტიკონ რუსეთის "სასტიკი, არასჭირო ომი" და უკრაინას დაეხმარონ დაიცვას საკუთარი თავი.  


"ჩვენ სოლიდარულად ვიდგებით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. წერტილი" - თქვა ბაიდენმა. 


ბაიდენმა ასევე ილაპარაკა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგებზე საკვების მიწოდების ქსელისთვის და გამოვიდა 2.9 მილიარდი დოლარის გაღების დაპირებით საკვების უსაფრთხოებისთვის, საიმისოდ, რომ პასუხი გაეცეს ომით გამოწვეულ საკვების დეფიციტს და კლიმატის ცვლილებებს. ბაიდენმა შეაქო გაეროს შუამავლობით მიღწეული დერეფანი, რომელიც შესაძლებელს ხდის უკრაინის მარცვლეულის ზღვით ექსპორტს და განაცხადა, რომ შეთანხმება ძალაში უნდა დარჩეს, მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus