ოკუპირებულ აფხაზეთში დათვმა რუსეთის მოქალაქე დაკბინა. ინციდენტი ზოოპარკში მოხდა, როდესაც ტურისტმა მისთვის საკვების მიცემა გადაწყვიტა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
17 წლის მოზარდს დათვისთვის საჭმლის მიცემა სურდა. სწორედ ამ დროს დათვმა მას უკბინა. ცხოველმა ახალგაზრდას ხელი დაუზიანა. ამის შემდეგ ის რუსეთში, დონის როსტოვში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ოპერაცია ჩაუტარეს. მოზარდს თითი ნაწილობრივ მოწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ ექიმების თქმით, მათ თითის გადარჩენა შეძლეს.
მოზარდი დონის როსტოვიდან იყო და ის ოკუპირებულ აფხაზეთში მშობლებთან ერთად ისვენებდა.