რუსეთის მიერ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური გახდა სამოქალაქო თავდაცვის საკითხი საქართველოშიც, თუ რამდენი თავშესაფარი, განგაშის სირენა და საკვების მარაგი აქვს ქვეყნას, რუსეთის მიერ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში.
ირკვევა, რომ 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში აღრიცხულია 1 186 დამცავი ნაგებობა, რომელთაგანაც მოსახლეობის მიერ თავის შეფარება მხოლოდ 105-ში არის შესაძლებელი რამდენიმე საათით, ვინაიდან, თავშესაფრებში სასიცოცხლო უზრუნველყოფა (ვენტილაცია, გათბობა, ენერგო მომარაგება, კავშირგაბმულობა) არ ფუნქციონირებს – ამის შესახებ, შსს-ში დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილის კითხვის პასუხად განაცხადეს.