Мы в Telegram
Добавить новость

В Иркутской области случайный знакомый выманил у женщины 4,5 млн рублей

На Подмосковном ипподроме состоялось масштабное открытие летнего бегового сезона

Правительство РФ выделит средства на расчистку рек и берегоукрепительные работы

Андрей Воробьев поздравил жителей Подмосковья с Пасхой



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სისტემისთვის უჩინარი ძალადობის მსხვერპლი დედა-შვილი - ვინ რა შეცდომა დაუშვა

სისტემისთვის უჩინარი ძალადობის მსხვერპლი დედა-შვილი - ვინ რა შეცდომა დაუშვა

19 აგვისტოს, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული 42 წლის კაცი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდებულმა, რომლის წინააღმდეგ დღესაც გრძელდება გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით, ერთი კვირის წინ, 2 წლის შვილი, დედისგან და ბებიისგან წაიყვანა და მას შემდეგ, ბავშვს მათთან ცხოვრების უფლებას აღარ აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ კაცი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობდა ცოლსა და ცოლის დედაზე და მიუხედავად იმისა, რომ რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ფაქტის შესახებ ჯერ კიდევ სამი კვირის წინ (მაშინ, როდესაც კაცი დააკავეს) გამოძიებამ ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, ეს უწყება ბავშვის მდგომარეობით მხოლოდ 15 სექტემბერს დაინტერესდა.

როგორც 2 წლის ბავშვის ბებია ეუბნება რადიო თავისუფლებას, მას სოციალური მუშაკი დაუკავშირდა და ოჯახში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ აცნობა: „ისიც კი არ იცოდა, რომ ბავშვი ჩვენთან აღარ ცხოვრობს“, - მეუბნება ქალი.

რა ისმის აუდიო-ჩანაწერებში?

აუდიო-ჩანაწერები, რომელიც ბავშვის ბებიამ გადასცა რადიო თავისუფლებას, რთული მოსასმენია. ჩანაწერები ოჯახში ძალადობის რამდენიმეთვიან ეპიზოდს მოიცავს. ათობით აუდიო-ჩანაწერს, გარდა ძალადობის ამსახველი ხმებისა, გინებისა და მუქარისა, ფონად გასდევს მცირეწლოვანი ბავშვის წივილი. ყველა აუდიო ჩანაწერში ოთხი ადამიანი ფიგურირებს: 27 წლის ქალი (ცოლი), 42 წლის კაცი (ქმარი), 2 წლის ბავშვი და ბებია.

ქმარი: გაგიხვრიტავ შუბლს და მაგასაც ზედ მოგაყოლებ. ბავშვს თავი დაანებე და ისე გაა...ვი. დედას მ...ავ, თავს წაგაჭრი. მორჩა აქ ცხოვრება.

ბებია: კაი, ბებო, ნუ გეშინია. [მიმართავს ბავშვს, რომელიც ამ დროს ყვირის -რ.თ.]

ქმარი: წადი გაა...ვი ბებოსთან.

ბებია: ბავშვი ცოდოა.

ქმარი: ბავშვი არა ისა.

ქმარი: შემოგარტყამ, სისხლს გადენ. დედას ვფიცავარ, თუ არ დაგხოცოთ ორივე. დამთავრდა ეგ ცხოვრება. გააღე კარი, წადი.

ქმარი: თავს მოგაჭრი, გოგო. შენ შ..გ ხო არა გაქვს. ცულს ჩაგარტყამ, მოგკლავ აქვე, შენი დედაც მო...ან. დაგკლავ ღორივით. შემაზიზღეთ ცხოვრება. როგორც გინდათ ისე იცხოვრეთ. არ გამომიყვანა პათოლოგი? ბავშვს მიხედე.

ქმარი: გადაგტეხავ, შემომაკვდები, დედის საფლავს ვფიცავარ. დააძინეთ ეს, რაღაც უქენით. [ფონად ბავშვის განწირული კივილი ისმის - რ.თ]                                        

ქმარი: არა ვარ კონფლიქტური ადამიანი. ვჭედავ ბავშვის გამო. გადაგტეხავ, გოგო, წელში.

ცოლი: ხელი გამიშვი, მტკივა, შემეშვი, ხელი არ დამაკარო.

ქმარი: ორივეს დაგბრიდავთ. არ მინდა ბავშვის წინ რამე გავაკეთო.

ცოლი: ძალიან კარგი გოგო ვიყავი, ცხოვრება მიხაროდა, ამ სახლში რომ მოვედი, მუსიკას ვრთავდი, ვცეკვავდი, მართლა ვარდისფერი სათვალე მეკეთა. რაც ამ სახლში მოვედი მაშინებ, ძალადობ ან ფიზიკურად ან მორალურად. ნებისმიერი გაგიჟდება შენ ხელში.

ქმარი: სხვანაირად ვერ გიმორჩილებ. გაჩუმდი. მართლა ხო არ უნდა გტკიცო, არა? იცი როგორ გტკიცავ თან? სისხლს გაგასხმევინებ. გაჩუმდი, შეგაფურთხებ.

ცოლი: ნუ მაფურთხებ.

ეს არის ამონარიდები სხვადასხვა დროს, 2021-2022 წლებში გაკეთებული აუდიო-ჩანაწერებიდან. დღეს ეს აუდიოჩანაერები ოჯახში ძალადობის საქმის მასალებში დევს. ამ საქმეს მხოლოდ ერთი ოფიციალური დაზარალებული ჰყავს - ბებია. იმიტომ, რომ 19 აგვისტოს, მორიგი ძალადობისას, როდესაც სიძე ქალიშვილთან ერთად მასაც გაუსწორდა, ქალმა 112-ში დარეკა და პოლიცია გამოიძახა.

რატომ არ აქვს ბრალდებულის ცოლსა და შვილს დაზარალებულის სტატუსი?

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ძალადობის ამსახველი აუდიო-ჩანაწერები დევს, ბრალდებული კაცის არც ცოლსა და არც შვილს, ამ დრომდე დაზარალებული სტატუსი არ აქვთ - მიზეზი, კაცისთვის ცოლს არ უჩივლია.

დაზარალებული ქალის ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი, არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში ბრალდებული კაცის ცოლსაც და შვილსაც, გამოძიებამ ეს სტატუსი მიანიჭოს:

„გამოძიება, სამწუხაროდ, არ იყო ისეთი ეფექტური, როგორიც უნდა ყოფილიყო. თუკი დაზარალებული უშუალოდ არ მიმართავს პოლიციას, იმის იქით გამოძიება არ ცდილობს, რომ გამოკვეთოს დანაშაულებრივი ნიშნები და თავისი ინიციატივით მოახდინოს ამ დანაშაულის გამოაშკარავება. თუკი საგამოძიებო ორგანოსთვის რაიმე გზით არის ცნობილი, რომ ჩადენილია დანაშაული, აუცილებლად უნდა მოხდეს რეაგირება. ამაზე არ უნდა სჭირდებოდეს მას მსხვერპლის თანხმობა და მისი განცხადება. ჩვენ გვაქვს ისეთი საქმეები, სადაც დაზარალებული უარს აცხადებს ჩივილზე, მაგრამ თუკი საქმეში დევს მტკიცებულებები, სისხლის სამართლებრივი დევნა მაინც იწყება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ გამოძიებამ მეუღლეც და შვილიც ცნოს დაზარალებულად და კაცს მათთანაც აეკრძალოს მიახლოება. საქმეში დევს ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ნათლად ასახავს ამ კაცის ძალადობრივ ქმედებას მეუღლეზე, მუქარას, რომ მოკლავს. ვესაუბრე გამომძიებელს და დიდი ალბათობით, ისინი მეუღლესაც და შვილსაც მიანიჭებენ დაზარალებულის სტატუსს“.

რა ხდებოდა თბილისის ერთ-ერთი უბნის ერთ-ერთ ბინაში ორი წლის განმავლობაში? - ბებიის მონათხრობი

27 წლის ქალს, რომელიც, მისი დედის თქმით, ბოლო ორი წელია სასტიკი ძალადობის მსხვერპლია, ახლა ფსიქოთერაპევტებისა და ფსიქიატრების დახმარება სჭირდება. ერთ-ერთი კლინიკის ფსიქიატრიული განყოფილება მან ცოტა ხნის წინ დატოვა და ამ ეტაპზე, მკურნალობას სახლში აგრძელებს. ქალი ამბობს, რომ მისი შვილის ფსიქიკური ჯანმრთელობა  ქმრის სისტემატურმა ძალადობამ შეარყია:

„სამი წლის წინ დაიწყეს ერთად ცხოვრება. ვიცი, რომ ჩემს შვილს უყვარდა. დროთა განმავლობაში, მათი ურთიერთობა გადაიზარდა სასტიკ ძალადობაში. ფაქტობრივად, ყოველდღიურად ძალადობდა ჩემს ქალიშვილზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და საუბედუროდ, ამ ყველაფრის შემსწრე იყო მათი მცირეწლოვანი შვილი“, - გვიყვება 27 წლის ქალის დედა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქალიშვილთან და სიძესთან ერთად ცხოვრობდა:

„ჩემს შვილს ბავშვის აღზრდაში ვეხმარებოდი და მეც სისტემატურად ვიყავი ამ ძალადობების შემსწრე. ჩემი შვილი არ მაძლევდა უფლებას, რომ ეს გამემჟღავნებინა. ეშინოდა და დღემდე ეშინია, რადგან მუდმივად ემუქრებოდა. ფიქრობდა, რომ მის წინააღმდეგ საჩივარი რომ შეეტანა, ეს ყველაფერი მისთვის ძალიან ცუდად დამთავრდებოდა. ემუქრებოდა მოკვლით, რომ მტკვარში გადააგდებდა, რომ ფსიქიატრიულში გამოამწყვდევდა, ბავშვს წაართმევდა. გასული წლის დეკემბრიდან მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა და ფაქტობრივად, ყოველ მეორე დღეს ძალადობდა ჩემს შვილზე. სცემდა. თუკი ბავშვი იტირებდა, მაგალითად, ღამით გააღვიძებდა, ან ავად იყო და წუხდა, კაცს აგრესია პირდაპირ ჩემს შვილზე გადაჰქონდა. ბოლოს ამ ყველაფერს ისეთი სახე მიეცა, რომ ჩემზეც აიღო ხელი. მორიგი ძალადობის შემდეგ, მიუხედავად ჩემი ქალიშვილის წინააღმდეგობისა, გადავწყვიტე, რომ ამისთვის წერტილი დამესვა. რადგან მოძალადეს სხვანაირად ვეღარ შევაჩერებდი“.

რა პასუხით გაისტუმრა პოლიციამ ქალი?

ქალმა აგვისტოს დასაწყისში, უბნის პოლიციის განყოფილებას მიაკითხა. დეტალურად აღუწერა ოჯახში არსებული სიტუაცია:

„როდესაც გადაამოწმეს პოლიციაში ჩემი სიძის მონაცემები, აღმოჩნდა, რომ მას სახლში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. ამან კიდევ უფრო შემაშინა. მითხრეს, რომ თუკი კვლავ განმეორდებოდა მსგავსი ძალადობის ფაქტი, მას დააკავებდნენ. მე მქონდა ჩანაწერიც, სადაც ფიქსირდებოდა მუქარა. ვიცოდი, რომ მას შესაძლოა, ჩემი შვილი სუიციდამდე მიეყვანა და საბოლოოდ ჩემს შვილს დაბრალდებოდა ყველაფერი“.

თუმცა, როგორც ქალი გვიყვება, პოლიციამ ასეთი პასუხით გამოისტუმრა:

„პოლიციამ მითხრა, რომ ჩემმა შვილმა თავად უნდა განაცხადოს ძალადობის შესახებ. მხოლოდ ჩემი განცხადების საფუძველზე, მათ არ ჰქონდათ რეაგირების უფლება. პოლიციას ავუხსენი, რომ ჩემი შვილი იმდენადაა შეშინებული, რომ ის არ ითანამშრომლებდა პოლიციასთან, ვუთხარი, რომ მქონდა ჩანაწერები, რომლებიც შეეძლოთ მოესმინათ და ამ ჩანაწერების საფუძველზე მომხდარიყო რეაგირება. მეორე დღეს დამიბარეს, მივიტანე ჩანაწერები და სამართალდამცავები აღარ დაინტერესდნენ, მითხრეს, როდესაც ძალადობის ფაქტი მოხდება, მაშინ დარეკეთო“.

რა მოხდა 19 აგვისტოს?

როგორც დაზარალებული გვიყვება, პოლიციაში განცხადების გაკეთებიდან ორ დღეში, 19 აგვისტოს, კაცმა ცოლიც და ისიც სცემა, სამართალდამცავების მოსვლამდე კი ბავშვი წაიყვანა და წავიდა:

„ჩემი შვილი თმებით შემოათრია ჩემს ოთახში, ურტყამდა, აგინებდა. დახმარება რომ ვცადე, მეც მეცა. ბავშვი ისტერიკაში იყო. ვცადე პოლიციის გამოძახება, მაგრამ ტელეფონი წამართვა. მე და ჩემი შვილი სადარბაზოში გამოგვყარა, თვითონ ბავშვთან ერთად ჩაიკეტა სახლში. გავიქეცი ქვევით, რომ 112 გამომეძახებინა და სანამ პოლიცია მოვიდა, ბავშვთან ერთად გაიქცა. მე მაშინვე გადამიყვანეს პოლიციაში. ექსპერტიზაზე არაერთი დაზიანება დამიფიქსირდა. ჩემი შვილი პოლიციას არ გაჰყვა. იყო ისტერიკაში და საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას. მე მქონდა მრავლობითი დაზიანება. ექსპერტიზაზე გადამიყვანეს. ჩემი შვილი კი ერთ-ერთი კლინიკის ფსიქიატრიულ განყოფილებაში აღმოჩნდა. მოძალადე იმავე ღამეს გამოიძახეს პოლიციაში და 19 აგვისტოს დააკავეს“.

საქმე ოჯახში ძალადობის, 126-ე პრიმა მუხლით აღიძრა. როგორც ქალი გვიყვება, ბრალდებულის ოჯახის წევრებმა მასზე და მის ქალიშვილზე „ნადირობა გამოაცხადეს“:

„მთხოვდნენ, რომ ხელი მომეწერა გირაოთი გათავისუფლებაზე. როდესაც ვუთხარი, თავი დაენებებინათ, შემდეგ უკვე მუქარა დაიწყეს და საბოლოოდ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მოვაწერე ხელი განცხადებას, სადაც თანახმა ვიყავი, რომ ჩემი სიძე გირაოთი გაეთავისუფლებინათ“.

3000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შემდეგ, კაცმა მცირეწლოვანი შვილი ნათესავის სახლში გადაიყვანა საცხოვრებლად:

„მან და მისმა ნათესავებმა ისარგებლეს ჩემი შვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით და ერთი კვირის წინ, როდესაც მოვიდა ბავშვის გასასეირნებლად, წაიყვანა და უკან აღარ დააბრუნა. მხოლოდ მისი ნახვის საშუალებას გვაძლევს. ჩვენთან არ ტოვებს. დღეს სახელმწიფო არ არის მზად, რომ მოძალადეებისგან დაიცვას ქალები. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ ამ ქალების დაშინება ვერ მოახერხოს მოძალადემ. დღეს კი ჩემი შვილი დაშინებულია. იმდენსაც ვერ ახერხებს, რომ მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანოს. მისი ფსიქიკური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ რაღაც ილუზიებში ცხოვრობს“.

ბავშვის ბედი

დღევანდელი მდგომარეობით, ბავშვი ძალადობაში ბრალდებულ მამასთან და მის ნათესავებთან ცხოვრობს. დედას და ბებიას მისი მხოლოდ ნახვის საშუალება აქვთ. მამა მათ ბავშვს სახლში არ ატანს. ბებია ამბობს, რომ ბავშვს, რომელიც დაბადებიდან უყურებს ძალადობის ამსახველ სცენებს და ფაქტობრივად, მისი მონაწილეა, ფსიქოლოგის დახმარებას ჭირდება. ამ სიტყვებს დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს ის აუდიო-ჩანაწერები, რომლებიც ოჯახში ძალადობის საქმეს ახლავს თან და სადაც მკაფიოდ ისმის, რა მდგომარეობაში იმყოფება ბავშვი.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, რათა გაერკვია, რატომ არ მოახდინა უწყებამ დროული რეაგირება, მაშინ, როდესაც დაზარალებულის ადვოკატის ინფორმაციით, სააგენტომ ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს იცოდა ბავშვის მდგომარეობის შესახებ. დავინტერესდით, რატომ ვერ შეძლო სააგენტომ ძალადობაში ბრალდებულის მამის მიერ ბავშვის მოტყუებით წაყვანის პრევენცია და რას გეგმავს, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად?

ორდღიანი ლოდინის შემდეგ, რადიო თავისუფლებამ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსგან ამ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო.

როგორ მოიქცა სასამართლო?

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად შეიცვალა პროკურატურის დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის საქმეებზე რეაგირების კუთხით, ბოლო 7 წლის განმავლობაში, გაიზარდა პროკურორების მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელი და 2022 წლის 8 თვეში, ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნამ 88% შეადგინა, როგორც ჩანს, სასამართლო ამ ტიპის დანაშაულზე შედარებით ლოიალურად რეაგირებს და არის შემთხვევები, როდესაც არ ითვალისწინებს ბრალდების მხარის მოთხოვნას პატიმრობის შესახებ და მას გირაოთი ანაცვლებს.

ეს ტენდენცია სახიფათოდ მიაჩნიათ ქალთა უფლებების დამცველებსა და იურისტებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში, ბოლო პერიოდში, გაზრდილია ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევები. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა დაცვის“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, ეკა ქობესაშვილი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსამართლემ კარგად უნდა შეაფასოს ის რისკები, რაც ძალადობაში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლებას შეიძლება მოჰყვეს:

„ეს ადამიანი გამოდის გარეთ, მას შეუძლია თავისუფლად გადაადგილება, რაც მსხვერპლებში იწვევს დაუცველობის ძალიან დიდ განცდას, შიშს. მსხვერპლები ამის გამო ხშირად ცვლიან თავიანთ ჩვენებას, ჩვენებას არბილებენ სასამართლოში, რადგან სასამართლო დარბაზიდან რომ გამოვა, ეს ადამიანი გარეთ დახვდება“.

ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ ამის ნათელი მაგალითია 42 წლის ბრალდებულისა და მისი ოჯახის გარშემო განვითარებული სიტუაცია:

„როდესაც ხდება ბრალდების წარდგენა, პარალელურად უნდა აიკრძალოს ბრალდებულის მხარის ნებისმიერი წარმომადგენლის მიახლოება დაზარალებულთან. ამ შემთხვევაში, დაზარალებულ ქალთან მიდიოდნენ ბრალდებულის ახლობლები, აწუხებდნენ, სთხოვდნენ, აყენებდნენ ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში, რათა მას ხელი მოეწერა განცხადებისთვის და ეს ადამიანი გამოსულიყო გირაოთი. ამ ქალის ხელწერილი სასამართლოსთვის არ უნდა ყოფილიყო შემამსუბუქებელი გარემოება. ეს არის საჯარო სისხლის სამართლებრივი დევნა და არა კერძო სამართლებრივი დევნა, როცა დაზარალებულის პოზიციით შეიძლება რაიმე შეიცვალოს ბრალდების ნაწილში, აქედან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ეს ქალი იყო იმ მოცემულ მომენტში. რაც მთავარია, ამ ადამიანს შემაკავებელი ორდერი გამოწერილი აქვს მხოლოდ სიდედრის მისამართით. რაც შეეხება მეუღლესა და შვილს, მათზე არა. და ამან გამოიწვია ის, რომ დღეს მცირეწლოვანი ბავშვი არის მოძალადესთან“.

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლოს მხრიდან გირაოს გამოყენების პრობლემებზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ანალიტიკოსი თამარ ბოჭორიშვილიც. როგორც ის გვეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბრალდებისა და სასამართლოს მიდგომები ბოლო პერიოდში გაუმჯობესებული ოჯახში ძალადობის საქმეების გამოძიებისა და განხილვის პროცესში, არის შემთხვევები, როდესაც სასამართლო, რიგ შემთხვევაში, არ ითვალისწინებს ბრალდების მხარის არგუმენტებს - გამოიყენებს გირაოს და ზოგ შემთხვევაში, გირაოს გამოყენება არის დაუსაბუთებელი ისევ და ისევ იმ რისკებიდან გამომდინარე, რომ არსებობს ძალადობის გაგრძელების საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე:

„სასამართლოს მოეთხოვება მეტი ყურადღება ამ მიმართულებით და დაზარალებულის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ჩვენ გვქონდა შემთხვევა ქუთაისში, ეს შემთხვევა ჩვენს ანგარიშშიც მოხვდა, როდესაც მოძალადეს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და ორი თვის თავზე, ეს ადამიანი კვლავ ვიხილეთ ბრალდებულის სკამზე. ანუ კვლავ გააგრძელა ძალადობა და დაშინება დაზარალებულის მიმართ. ამიტომ, რა თქმა უნდა, სასამართლოს მიდგომა მკაცრი უნდა იყოს იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს. ხშირად ხდება, რომ აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე დაცვის მხარე წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულ ცნობას, რომ დაზარალებულს აღარ აქვს პრეტენზია ბრალდებულთან. საიას რეკომენდაციაც სწორედ ეს არის, რომ ხშირ შემთხვევაში, ასეთ ცნობაზე ხელმოწერა ხდება ხოლმე იძულების საფუძველზე, ამიტომ მხოლოდ ეს გარემოება, რომ არსებობს ხელმოწერილი ცნობა, არ უნდა იყოს საკმარისი სასამართლოსთვის, რომ ბრალდებულს შეუფარდოს გირაო. მოსამართლემ კარგად უნდა აწონ-დაწონოს, ხომ არ არის ეს ხელმოწერა მიღებული ფსიქოლოგიური ზეწოლის საფუძველზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გახშირებული ქალთა მკვლელობებისა და ფემიციდის ფონზე, სასამართლო განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებას იჩენდეს, რომ ძალადობის მსხვერპლების უფლებები მაქსიმალურად დაიცვას“.

ოჯახში ძალადობაში ბრალდებული 42 წლის კაცის წინასასამართლო სხდომა 11 ოქტომბერს გაიმართება. დაზარალებულის ადვოკატს იმედი აქვს, რომ პროკურატურა ხელახალ შუამდგომლობას დააყენებს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე და ამ შუამდგომლობას მოსამართლე დააკმაყოფილებს.

ბრალდებული არ აღიარებს მის მიმართ წაყენებულ ბრალს. როგორც სამართალდამცავებისთვის, ისე სასამართლოში მიცემულ ჩვენებებში ამბობს, რომ არასდროს უძალადია ცოლსა და სიდედრზე. ამბობს, რომ ის დაზიანებები, რაც ექსპერტიზის ბიურომ ქალის სხეულზე 19 აგვისტოს დააფიქსირა, ქალმა თავისით, წაქცევის შედეგად მიიღო.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Лидеры восьми стран посетят парад Победы в Москве

Поет в подземных переходах. Как сегодня живет эксцентричная королева русского рок-н-ролла Жанна Агузарова

«Июнь подложит нам всем свинью». Синоптики составили новый прогноз на начало лета

В день рождения White Queen собрала гостей на вечеринку в ARBAT 21

Музыкальные новости

Игорь Худокормов на «Ленте.ру». Обновленная информация

Певец Сергей АРУТЮНОВ и солистка группы Демо - встречаются, или просто выпустили совместный хит “Солнышко”? Разлад АРУТЮНОВА и Маши Малиновской?

Рассылка Песни или Музыки на все Радиостанции России, СНГ и Мира, а также по всем СМИ России.

Москву и Санкт-Петербург назвали лучшими городами для подработки

Новости России

Лидеры восьми стран посетят парад Победы в Москве

Российский турист напился и улегся спать на карнизе второго этажа музея, шокировав прохожих

Самая дешевая квартира в шаговой доступности от метро в Москве продается за 5,5 тысячи рублей

Поет в подземных переходах. Как сегодня живет эксцентричная королева русского рок-н-ролла Жанна Агузарова

Экология в России и мире

Travel-эксперт Тариел Гажиенко: какую страну выбрать для семейного отпуска

Филиал «Ревилайн» в Иркутске анонсировал семейный ирригатор RL 150

Работники СЛД «Узловая» филиала «Московский» ООО «ЛокоТех-Сервис» приняли участие региональном этапе «Время молодых. Работники»

Необычное в Москве, или как проехать к мощам Матроны Московской?

Спорт в России и мире

Свентек выиграла титул WTA в Мадриде

ATP представила новые правила парного тенниса

«Ну и кто сказал, что женский теннис — это скучно?» Свёнтек — после матча с Соболенко

Рублёв поднимется на шестое место в рейтинге ATP после победы на «Мастерсе» в Мадриде

Moscow.media

Неудержимые 3. Морские волки

В России вдвое подскочили продажи складных смартфонов — помогло расширение ассортимента

Сотрудники столичного главка Росгвардии приняли участие в перезахоронениях 680 красноармейцев

Песня под Ключ. Купить Песню под Ключ. Запись Песни под Ключ.











Топ новостей на этот час

Rss.plus






Ирина Струнова стала Терапевтом года

Эксперт "Рексофт" о технологических помощниках в логистике, ритейле и маркетплейсах

Самая дешевая квартира в шаговой доступности от метро в Москве продается за 5,5 тысячи рублей

На международной выставке-форуме "Россия" в Москве завершилась тематическая неделя спорта