გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, პირველად რამდენიმე თვის მანძილზე სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან.
ბერლინის თანახმად, შოლცმა 90-წუთიანი საუბრის დროს მოსთხოვა პუტინს, მოძებნოს ომის დიპლომატიური მოგვარების გზა. ეს მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას და რუსეთის ჯარის მთლიანად გაყვანას. საუბრის დროს შეეხნენ ასევე ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურზე ვითარების თემას და შოლცმა მოუწოდა პუტინს, შეასრუულოს უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შეთანხმების პირობები.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასსი“ იტყობინება, რომ პუტინმა აღნიშნა რუსეთის სურვილი, ენერგომატარებლები სანდო მომწოდებელი იყოს. შოლცი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ დარჩნენ კონტაქტში.