ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში მდებარე ქალაქ ბალაკლეის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები შევიდნენ.
ამის შესახებ იუწყება გამომცემლობა "Страна.ua". უკრაინის საინფორმაციო სააგენტო УНИАН-მა გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს სამხედრო ტექნიკა და უკრაინელი ჯარისკაცები ბალაკლეის ქალაქის საბჭოს შენობასთან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქს სამი მხრიდან შემოარტყეს ალყა. ბალაკლეის მაცხოვრებლებმა თქვეს, რომ ქალაქში ისმოდა ავტომატური იარაღიდან სროლა, რომელიც შემდეგ შეწყდა. "ქალაქში ბრძოლები არ ყოფილა. როგორც ჩანს, რუსები თვითონ წავიდნენ", - მოჰყავს თვითმხილველთა სიტყვები Страна.ua-ს.
ბალაკლეა მარტის დასაწყისში რუსეთის ჯარებმა დაიკავეს. ქალაქში განთავსებული იყო დიდი გამაგრებული პუნქტი. ბალაკლეის გარეუბანში მდებარეობს უკრაინის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარაკეტო და საარტილერიო სამმართველოს საბრძოლო მასალის შესანახი უდიდესი საცავი. მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ალექსეი გრომოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ხარკოვის მიმართულებით 50 კილომეტრში რუსული ჯარების დაცვა შეხვდათ და 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.