ასტროლოგიას ფსევდომეცნიერებას უწოდებენ. იგი ციური სხეულების, ზოდიაქოს ნიშნების და ე.წ. ზოდიაქოს სახლების მეშვეობით ცდილობს ადამიანის ქცევისა თუ მისი მომავლის განსაზღვრას. ასტროლოგია ჯერ კიდევ მესოპოტამიურ კულტურაში არსებობდა და შემდეგ ანტიკურ სამყაროშიც გავრცელდა.
საზოგადოების ერთი ნაწილი ამ თეორიებს სკეპტიკურად უყურებს და მისი არ სჯერა. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ამ ყველაფრით ცხოვრობენ, სხვებს უბრალოდ აინტერესებთ, მაგრამ არ ენდობიან. ფაქტია, რომ ეს ფსევდომეცნიერება ბევრ პიროვნებას ხიბლავს, რადგან ადამიანს საკუთარ თავზე საუბრის, მისი განჭვრეტის და მომავლის საკითხების მიმოხილვის საშუალებას აძლევს.
უამრავი ცნობილი ვარსკვლავია გატაცებული ჰოროსკოპითა და ზოდიაქოს ნიშნებით. მაგალითად, ასტროლოგიით დაინტერესებულნი არიან:
ბიონსე
ლედი გაგა
კენდალ ჯენერი
ანჯელინა ჯოლი
წყარო: thethings.com
ფოტო: intouchweekly.com