შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს 1959 წელს დაბადებული ნ.ბ.
გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულმა კაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა.
პოლიციამ ნ.ბ. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავა".
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.