“მთავარი არხი”საბერძნეთის მედიაზე დაყრდნობით, აქვეყნებს ინფორმაციას, საბერძნეთში 40 წლის ქართველი ქალის დაკავების შესახებ, რომელიც ატიკაში ბერძნულ ოჯახებში დამხმარედ მუშაობდა, პარალელურად კი, დამქირავებელთა სახლებს ძარცვავდა.
პოლიციის ცნობით, ნაპოვნია ძვირფასი ნივთები და ძვირფასეულობა. არსებული ინფორმაციით, ქალს 43 ბინის გასაღები ჰქონდა. ამასთანავე აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა ძვირფასი ქვების დეტექტორიც, ძვირფასი ნივთებისა და სამკაულების შესამოწმებლად, რომელსაც შემდგომში იპარავდა.
დაკავებული ქართველის ფოტოები და პირადი ინფორმაცია გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის პროკურატურის შესაბამისი ბრძანების შემდეგ, რადგან სამართალდამცავები ეძებენ დაკავებული ქალისგან დაზარალებულებს. მას ჯერ მხოლოდ 4 ბინის ქურდობისთვის წაუყენეს ბრალდება, თუმცა ვარაუდობენ, რომ მის კისერზე კიდევ არაერთი სახლის გაქურდვაა.
40 წლის ქალის სახლში აღმოჩენილი ნივთების ჩამონათვალი ვრცელია. ამასთანავე, ხელისუფლება ვერ ასახელებს ნაქურდალის ზუსტ რაოდენობას, რადგან მათი ინფორმაციით, ქალმა მათი დიდი ნაწილი უკვე გაყიდა.
მოპარული ნივთების ჩამონათვალს ბერძნული მედია ასაჯაროებს:
პარალელურად, პოლიცია ქალის თანამზრახველებსაც ეძებს, რადგან ჩხრეკისას, ძვირფასი ნივთების გარდა, იარაღის არსენალიც აღმოჩნდა.