ოდესმე წახვალთ დასასვენებლად ჩრდილოეთ პოლუსზე? თუ არ მოგწონთ დაბალი ტემპერატურა და სკანდინავიური სათხილამურო ლაშქრობები, ალბათ, არა. მაგრამ თქვენ რომ 56 მილიონი წლის წინ გეცხოვრათ, შესაძლოა, სხვაგვარად გეფიქრათ. მაშინ სასიამოვნო ტემპერატურით და აყვავებული მწვანე ლანდშაფტით დატკბებოდით (თუმცა ნიანგებთან გამკლავებაც მოგიწევდათ). ეს იმიტომ, რომ სამყარო იმყოფებოდა გლობალური დათბობის უკიდურესი პერიოდის შუაგულში, რომელსაც ეწოდება პალეო-ეოცენური თერმული მაქსიმუმი, როდესაც დედამიწა ისეთი ცხელი იყო, რომ პოლუსებზეც კი თითქმის ტროპიკული ტემპერატურა ფიქსირდებოდა.
მაგრამ იყო თუ არა პლანეტა ისეთივე ცხელი, როგორიც არის დღეს, როდესაც ყოველთვიურად მაღალი ტემპერატურის ახალ რეკორდებს ამყარებს? გამოდის, რომ დედამიწას არაერთხელ გაუვლია ექსტრემალური დათბობის პერიოდები. მიუხედავად ამისა, დღევანდელი კლიმატის ცვლილება სულ სხვა ფენომენია, განუცხადა Live Science-ს ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა სტიუარტ საზერლენდმა.
დედამიწის კლიმატი ბუნებრივად იცვლება ათიათასობით წლის განმავლობაში. ისევე, როგორც მისი ბრუნვა მზის გარშემო. ნაწილობრივ, ამ რხევების შედეგად, დედამიწა გადის გამყინვარების პერიოდებს (უფრო ცნობილია, როგორც გამყინვარების ხანები) და უფრო თბილ შუალედურ პერიოდებს. მაგრამ მასიური დათბობის მოვლენის შესაქმნელად, როგორიც არის პალეო-ეოცენური თერმული მაქსიმუმი, საჭიროა უფრო მეტი, ვიდრე დედამიწის ღერძის დახრის შეცვლა ან მზის გარშემო მისი ბილიკის ფორმა.
ექსტრემალური დათბობის მოვლენები ყოველთვის დაკავშირებულია ერთსა და იმავე უხილავ დამნაშავესთან, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილია, ნახშირორჟანგის ან CO2-ის დიდი დოზა. ეს სათბურის გაზი თითქმის პასუხისმგებელი იყო პალეო-ეოცენურ თერმულ მაქსიმუმზეც. მაგრამ როგორ გახდა CO2-ის კონცენტრაცია ასე მაღალი ადამიანების გარეშე? მეცნიერები არ არიან აბსოლუტურად დარწმუნებულნი, თქვა სებასტიენ კასტელტორტმა, ჟენევის უნივერსიტეტის გეოლოგმა. მათი საუკეთესო ვარაუდი ის არის, რომ ვულკანებმა ატმოსფეროში გამოუშვეს ნახშირორჟანგი.
მხოლოდ იმიტომ, რომ სათბურის გაზებით გამოწვეული ექსტრემალური დათბობის მოვლენები ადრეც მოხდა, ეს არ ნიშნავს, რომ დღევანდელი მოვლენები უვნებელია. ავიღოთ, მაგალითად, პერმის-ტრიასული გადაშენების მოვლენა, რომელიც მოხდა პლანეტაზე დინოზავრების გაჩენამდე რამდენიმე მილიონი წლით ადრე. აბსოლუტური კატასტროფა დედამიწისთვის. დათბობის ეს მოვლენა, რომელიც 252 მილიონი წლის წინ მინდინარეობდა, იმდენად ექსტრემალური იყო, რომ საზერლენდი მას უწოდებს „გაქცეული სათბურის ეფექტის პლაკატს“. იგი გამოწვეული იყო ვულკანური აქტივობით (ამ შემთხვევაში, ვულკანური რეგიონის ამოფრქვევა, რომელსაც ციმბირის ხაფანგები ჰქვია), და გახდა, როგორც კლიმატური ქაოსის და ისე მასობრივი გადაშენების მიზეზი.
„წარმოიდგინეთ უკიდურესი გვალვა, მცენარეები კვდებიან, საჰარა ვრცელდება მთელ კონტინენტზე“, განუცხადა საზერლენდმა Live Science-ს. ტემპერატურა გაიზარდა 10 გრადუს ცელსიუსით. ზღვის ცხოველების, დაახლოებით, 95% და ხმელეთის 70% გადაშენდა. გაურკვეველია, რამდენად მაღალი იყო სათბურის გაზების კონცენტრაცია პერმის-ტრიასული გადაშენების მოვლენის დროს, მაგრამ ისინი, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს არის.
პერმის ტრიასული გადაშენების მოვლენამდე ტემპერატურის მატებას საუკუნეები დასჭირდა, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, 150 000 წელიც. პალეო-ეოცენური თერმული მაქსიმუმის დროს, რომელიც განიხილება დათბობის უკიდურესად სწრაფ შემთხვევად, ტემპერატურას დასჭირდა 10,000-დან 20,000 წლამდე, რათა მაქსიმუმისთვის მიეღწია.
დღევანდელი დათბობისთვის მხოლოდ 150 წელი აღმოჩნდა საკმარისი. ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება თანამედროვე კლიმატის ცვლილებასა და წარსულ კლიმატურ პიკებს შორის, რაც ართულებს ამჟამინდელის შედეგების პროგნოზირებას, თქვა კასტელტორტმა.
ფოტო: livescience.com
წყარო: shutterstock.com