აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მალე კონგრესს მიმართვას, რომ უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარებისთვის კიდევ 11,7 მილიარდი დოლარი გამოყოს. ამის შესახებ Reuters წერს.
ბაიდენი აპირებს მოითხოვოს 11,7 მილიარდი აშშ დოლარი სასწრაფო დახმარების სახით. თანხები მოხმარდება უკრაინის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას.
გარდა ამისა, სასწრაფო დაფინანსების მოთხოვნა მოიცავს 2 მილიარდ დოლარს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგების მოსაგვარებლად, რამაც გავლენა მოახდინა აშშ-ს ენერგომომარაგებაზე.
თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორის, შალანდა იანგის თქმით, 11,7 მილიარდი დოლარის მოთხოვნა კონკრეტულად ეხება დამატებით დახმარებას, რომელიც დაგეგმილია შემდეგი ფისკალური წლისთვის (იწყება 2022 წლის 1 ოქტომბერს). თანხები სასწრაფოდ არის საჭირო, რადგან მაისში მიღებული 40 მილიარდი დოლარის პაკეტი მხოლოდ სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.