Мы в Telegram
Добавить новость

Директор школы Булаева: необходимость в репетиторах перед ЕГЭ снизилась

После поражения от Подмосковья со счётом 2:4 петербургская команда «СШ по шахматам и шашкам» занимает 7-е место после 6-го тура командного чемпионата России в Сочи

Проходит через кишечник: эксперт Малоземов рассказал о вреде алюминиевой посуды

Найти золото Ивана Грозного. Что обнаружили археологи в центре столицы?

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პუტინი სკოლაში პატრიოტიზმსა და "რეზინის ტაკოზე"

პუტინი სკოლაში პატრიოტიზმსა და

რუსეთის ფედერაციის ყველა სკოლაში, 5 სექტემბრიდან, მოსწავლეები ახალ საგანს - „საუბრები მნიშვნელოვანზე“ - შეისწავლიან. ორშაბათობით, სახელმწიფო დროშის აღმართვისა და ჰიმნის შესრულების შემდეგ, „სამშობლოს სიყვარულის შესახებ“ გაკვეთილს კლასის დამრიგებლები ჩაატარებენ, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი გაკვეთილის ჩატარების პატივი, ქვეყნის პირველ პირსა და მთავარ დამრიგებელს ხვდა წილად.

ვლადიმირ პუტინმა კალინინგრადელ მოსწავლეებს, რომლებიც ორკვირიან კარანტინში ამყოფეს, „მნიშვნელოვანის“ პირველი გაკვეთილი 1 სექტემბერს ჩაუტარა. ომი უკრაინასთან, გახრწნილი დასავლეთი და ტრადიციული ლექცია უკრაინის ისტორიის შესახებ - ასეთია საკითხების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ღია გაკვეთილზე შეეხო. შრომისმოყვარეობაზე საუბრისას პუტინმა ასევე ახსენა „რეზინის ტაკო“...

ომის პროპაგანდა სკოლაში

რუსეთის სკოლებში დროშის აღმართვა და სახელმწიფო ჰიმნის რეგულარულად შესრულება ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში დაიწყეს, უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის თავზე. იდეას მხარი დაუჭირა ვლადიმირ პუტინმა:

„რაც შეეხება ჰიმნს, დროშას - დიახ, ძალიან სწორია და საჭირო, უბრალოდ ღირსეულად უნდა გაკეთდეს ეს. სადაც შეუძლებელია ამის ორგანიზება, ჯობია გადავიტანოთ სხვა დროისთვის, რათა პროცედურა შეესაბამებოდეს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს“.

ინიციატივისთვის დაფინანსება სწრაფად გამოინახა. მაისის ბოლოს რუსეთის მთავრობამ დაახლოებით 1 მილიარდი რუბლი (16,6 მლნ $) გამოყო სკოლებისთვის სახელმწიფო სიმბოლოების შესაძენად, ივნისში კი რფ-ის განათლების სამინისტრომ დაამტკიცა ცერემონიის ოფიციალური სტანდარტი, თუმცა, როგორც ჩანს, პატრიოტული სულისკვეთების გასაღვივებლად   ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ ახალი სასწავლო წლიდან რუსეთის სკოლებისა და კოლეჯების განრიგში ახალი გაკვეთილი დაამატეს - „საუბრები მნიშვნელოვანზე“.

„საუბრები მნიშვნელოვანზე“ - სავალდებულო კლასგარეშე აქტივობაა, რომელიც ჩატარდება რუსეთის ყველა სკოლასა და კოლეჯში ყოველ ორშაბათს, ეროვნული დროშის აღმართვისა და სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ“, - განაცხადა რფ-ის განათლების სამინისტროს მასწავლებელთა მომზადების დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი ბლაგინინმა.

სასწავლო პროგრამა და გაკვეთილების ტექსტი განსხვავებულია სხვადასხვა კლასისთვის. თუ I და II კლასების მოსწავლეებში სამშობლოს სიყვარულს რუსეთის ბუნების აღწერით გააღვივებენ, III და IV კლასში ბავშვებს ეტყვიან, რომ სამშობლოსათვის თავდადებით უნდა იბრძოლონ და იშრომონ, რათა ქვეყანა გახდეს უფრო მდიდარი და უფრო ძლიერი.

აი, როგორია ანდაზებით ჩამოყალიბებული პასუხების რამდენიმე ვარიანტი, რომელთა მოსმენასაც მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორები ისურვებდნენ:

დედა-სამშობლოსათვის არ დაგენანოს სიკვდილი

თუ სამშობლო გიყვარს, ემსახურე მას

სამშობლოს ბედნიერება შენს სიცოცხლეზე მეტია

V კლასიდან კი სკოლის მოსწავლეებს პატრიოტიზმს უკრაინასთან ომის (როგორც რუსეთის ხელისუფლება უწოდებს - „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“) მაგალითზე აუხსნიან:

„ნამდვილი პატრიოტიზმის გამოვლინებებს დღესაც ვხედავთ, პირველ რიგში სპეცოპერაციის დროს, რომლის დაწყების შესახებ მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა გამოაცხადა. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს შორისაა კიევის რეჟიმის მიერ შევიწროებული დონბასის მოსახლეობის დაცვა, უკრაინის განიარაღება, მის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზების განლაგების არდაშვება“.

ახალი საგნის სექტემბრის სასწავლო გეგმა უკვე გაწერილია - ოთხი გაკვეთილი და ოთხი თემა: „ცოდნის დღე“, „ჩვენი ქვეყანა რუსეთი“, „ციოლკოვსკის 165-ე წლისთავი“ და „ხანდაზმულთა დღე“.

რუსეთის განათლების სამინისტროს საიტზე განთავსებულია მეთოდური მითითებები ინტერაქტიული ელემენტებით, რომელთა დამზადება 22 მლნ რუბლი დაჯდა.

„აქ მხოლოდ ერთი აზრია ჩადებული. გასაგებია, რომ ასევე ჩაწერილია ციოლკოვსკისა და ეროვნული ერთიანობის დღესთან დაკავშირებითაც, მაგრამ იდეა მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტულია, რაც შორიდანაც კარგად ჩანს, - ამბობს გეოგრაფიის მასწავლებელი კამრან მანაფლი, რომელიც გაათავისუფლეს სამსახურიდან ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო, - მიმაჩნია, რომ ეს იდეა განწირულია ჩავარდნისთვის, რადგან შარშან, თუ არ ჩავთვლით ომის თემას, ყველა სხვა საკითხი უკვე განიხილებოდა სკოლებში ამა თუ იმ სახით. ჩემი დაკვირვებით, ამ გაკვეთილების ეფექტიანობა ნულის მახლობლობაშია. მე თვითონ ვიყავი კლასის დამრიგებელი, ჩვენც გამოგვიგზავნეს ეს დავალებები, ფილმები, პრეზენტაციები. მასწავლებლების ნახევარი უბრალოდ არ ატარებს ამ გაკვეთილს, რადგან ბავშვებს აბსოლუტურად არ აინტერესებთ. დანარჩენი ნახევარი უბრალოდ მოვალეობას იხდის“.

პუტინის ხელის ჩამორთმევა - როგორც დაბადების დღის საჩუქარი

რუსეთის „პირველი დამრიგებლის“ გაკვეთილზე დასწრების საშუალება, ცხადია, ყველა კალინინგრადელ მოსწავლეს არ მიეცა. შეხვედრაზე მხოლოდ სასკოლო ოლიმპიადებისა და კონკურსების გამარჯვებულები იყვნენ მიწვეული - ფრიადოსნები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს კულტურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ცოდნით, თუმცა, როგორც გაირკვა, არც აკადემიური მოსწრება აღმოჩნდა საკმარისი პუტინთან ერთ აუდიტორიაში მოსახვედრად: ღია გაკვეთილის წინ ყველა ბავშვს ორკვირიანი კარანტინის გავლა აიძულეს.

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, 12 წლის ბიჭმა პუტინს უთხრა, რომ კარანტინის გამო ვერ შეძლო მამისთვის დაბადების დღეზე საჩუქრის ჩუქება, მაგრამ თუ პუტინი ხელს ჩამოართმევდა, მაშინ ამ ხელის ჩამორთმევას საჩუქრად გადასცემდა მამამისს.

მისასალმებელ სიტყვაში პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ საუბარი სასარგებლო იქნებოდა და, რომ სიამოვნებით უპასუხებდა მოსწავლეების კითხვებს. მოსწავლეებმაც  პრეზიდენტს წინასწარ მომზადებული კითხვები დაუსვეს:

როგორ არ დავუშვათ შეცდომა ცხოვრებისეული გზის არჩევისას?

როგორ ავირჩიოთ სწორი დამრიგებელი?

როგორ განვავითაროთ კარგი თვისებები საკუთარ თავში?

როგორ გეგმავს რუსეთი ბიოტექნოლოგიების განვითარებას?

არავის უკითხავს ომის შესახებ, მაგრამ პუტინმა მაინც ისაუბრა მასზე და აღნიშნა, რომ ომი „მთლად ბავშვური არა, მაგრამ საკმაოდ გასაგები თემაა“.

პუტინმა ფაქტობრივად გაიმეორა ლექცია ისტორიაზე, რომელიც წაიკითხა უკრაინაში შეჭრის წინ. ომზე საუბრისას პუტინმა ჩამოაყალიბა რუსული ჯარის ახალი მიზანი - „ომის შეჩერება“.

„ყველა მიიჩნევს, რომ დღეს რუსეთის მხრიდან რაიმე სახის აგრესია ხდება. არავინ იცის და არავის ესმის, რომ 2014 წელს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ყირიმისა და დონბასის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ მიიღო ამ გადატრიალების შედეგები. ჩვენი ამოცანაა ომის შეჩერება, ხალხის და, რა თქმა უნდა, თავად რუსეთის დაცვა“, - განუცხადა პუტინმა სკოლის მოსწავლეებს.

მან ასევე გაიმეორა ადრე არაერთხელ ნათქვამი, რომ ლენინმა შექმნა უკრაინა და რომ ლუგანსკი და დონეცკი თავდაპირველად რუსეთის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყნენ, მაგრამ ვლადიმერ ილიჩ ლენინმა სხვაგვარად გადაწყვიტა და ამის შესახებ არავინ იცისო.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანია უკრაინაში ანტირუსული ანკლავის ლიკვიდაციაო. ამ განცხადების გამო სოციალურ ქსელებში ბევრმა დასცინა რუსეთის პრეზიდენტს, რადგან, როგორც ჩანს, პუტინს არ ესმის სიტყვა „ანკლავის“ მნიშვნელობა.

„ანკლავი - ერთი სახელმწიფოს ტერიტორია ან ტერიტორიის ნაწილი, რომელიც ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია სხვა სახელმწიფოს სამფლობელოებით და რომელსაც არა აქვს ზღვის ნაპირი“.

შესაბამისად, გაუგებარია, რა იგულისხმა პუტინმა, რომელმაც ასევე უცნაურად და, რატომღაც, ნორმატიული ლექსიკის ზღვარზე, განუმარტა ბავშვებს, თუ რა იყო შრომისმოყვარეობა.

„შრომისმოყვარეობა - ეს სულ სხვა ნიჭია. ეს უბრალოდ, ბოდიში და, რეზინის ტაკო არ არის. ეს არის ნიჭი, აიძულო თავს იმუშაო და ეს გააკეთო პროდუქტიულად, სწორი ორგანიზება გაუკეთო იმ საქმეს, რომლითაც დაკავებული ხარ“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

 

რა ხდება XI კლასში?

X-XI კლასების მასწავლებელმა, მეთოდური სახელმძღვანელოს მიხედვით, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ საუბრის დასრულებისას ასე უნდა დაარიგოს მოსწავლეები:

„მხოლოდ ლოზუნგების გამეორებით პატრიოტად ვერ იქცევი. ჭეშმარიტად პატრიოტი ხალხი მზად არის დაიცვას სამშობლო იარაღით ხელში“.

„დიდი სიფრთხილით ვეკიდები ამას, რადგან სახელმწიფო სათათბირო გამოცემს კანონებს, რომლებიც საჭიროებს ყურადღებით შესწავლას, რათა არ შემექმნას პრობლემები სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხილვისას. თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, გეტყვით, რომ მირჩევნია საერთოდ არ განვიხილო პოლიტიკური საკითხები სკოლაში. ეს ჩემი პირადი პოზიციაა, თუმცა არ ვიცი, როგორ შევუთავსო ერთმანეთს ჩემი პირადი და ადმინისტრაციის პოზიციები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება. ჯერ არ ვიცი, როგორ მოვიქცევი. ეს ჩემთვის ჯერ კიდევ ღია კითხვაა“, - ამბობს ქსენია, მოსკოვის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.

რუსეთის ფედერაციაში მოქმედმა ორგანიზაციამ, „მასწავლებელთა ალიანსმა“ და მოძრაობა „რბილმა ძალამ“ გაავრცელეს ღია წერილი, რომელშიც მოუწოდეს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, ბოიკოტი გამოუცხადონ პატრიოტულ პროექტს „საუბრები მნიშვნელოვანზე“, რომელიც ოფიციალურად 5 სექტემბრიდან ამოქმედდება რუსეთის ყველა საშუალო სკოლასა და კოლეჯში.

ღია წერილის ავტორები შეახსენებენ თავიანთი მიმართვის ადრესატებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მეთოდური მითითებები და ინსტრუქციები საკონსულტაციო ხასიათისაა და, რომ მშობლებს შეუძლიათ უარი თქვან ასეთ გაკვეთილებზე. წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ სასწავლო მასალებიდან ბევრი ფორმულირება უბრალოდ პროპაგანდაა. 

„დარწმუნებულები ვართ, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი სიძულვილის, შიშისა და იძულების ატმოსფეროში არ ყალიბდება. პატრიოტიზმის შთაგონება მხოლოდ საკუთარი მაგალითით არის შესაძლებელი. საუბარია ქველმოქმედებაზე, ბუნების დაცვაზე, ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლასა და შენარჩუნებაზე - ეს ყველაფერი კი უნდა გააკეთონ მშობლებმა, ხოლო სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს მათ. პატრიოტული აღზრდა, პირველ რიგში, მშობლების საქმეა და არა ჩინოვნიკების“, - ნათქვამია წერილში.

წერილის ავტორები მოუწოდებენ მშობლებს, მასობრივად უჩივლონ სკოლის დირექტორებსა და განათლების სამინისტროს, თუკი მათ შვილებს ახალ „გაკვეთილებზე“ დასწრებას აიძულებენ. წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ მასწავლებლებსაც აქვთ უფლება უარი თქვან ამ ე.წ. გაკვეთილების ჩატარებაზე.

„მნიშვნელოვანზე საუბრების“ ოფიციალური სტატუსი „კლასგარეშე მეცადინეობაა“, თუმცა რუსეთის განათლების სამინისტრო და სკოლის დირექციები მას ისე წარადგენენ, თითქოს სავალდებულო საგანი იყოს. რფ-ის განათლების სამინისტროს 2021 წლის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ასეთ „კლასგარეშე აქტივობებზე“ დასწრება მოსწავლებს შეუძლიათ თავიანთი (ან მშობლების) ნების შესაბამისად.

უკრაინაში შეჭრის შესახებ რუსეთის ოფიციალური პოზიციის სკოლებში გახმოვანებისთვის მასწავლებლების მომზადება ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში დაიწყო. მაშინ მოსკოვის სკოლების მასწავლებლები პედსაბჭოების კრებებზე რუსეთის პროპაგანდისტული არხის, RT-ის ხელმძღვანელს მარგარიტა სიმონიანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მარია ზახაროვას იწვევდნენ. ერთ-ერთი შეხვედრის დროს სიმონიანმა მასწავლებლებს შეახსენა, რომ ისინი მუშაობენ სახელმწიფოზე და, შესაბამისად, სახელმწიფოს ინტერესების დამცველთა გვერდით უნდა დამდგარიყვნენ.

თუმცა ერთია რუსეთის ხელისუფლების, განათლების სამინისტროსა და სკოლების დირექციების სურვილი და სულ სხვა - სკოლის მოსწავლეების რეაქცია.

„პატრიოტიზმის გაკვეთილებზე“ სკოლის მოსწავლეების რეაქციაზე საუბრისას, გეოგრაფიის მასწავლებელი კამრან მანაფლი, რომელიც გაათავისუფლეს უკრაინაში შეჭრისადმი ნეგატიური პოზიციის გამო, აღნიშნავს, რომ მოსწავლეების უმეტესობა ასეთ ინფორმაციას სერიოზულად არ აღიქვამს.

„უფროსი კლასები, X-XI, უბრალოდ იცინიან ამ ყველაფერზე. გაკვეთილების დონე, ინფორმაცია, რომელსაც მათ აწვდიან, აბსოლუტურად სასაცილოა. ეს არის ყალბი ინფორმაცია, ფეიკი, რომლის ინტერნეტში გადამოწმებაც შესაძლებელია ორ წუთში და ამას აკეთებენ კიდეც. პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, ასეთ გაკვეთილებზე მიწოდებული ინფორმაციის 90% შეუმჩნეველი რჩება“, - ამბობს კამრან მანაფლი.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Проходит через кишечник: эксперт Малоземов рассказал о вреде алюминиевой посуды

Директор школы Булаева: необходимость в репетиторах перед ЕГЭ снизилась

"Ведомости": глава Кузбасса Цивилев может получить должность в правительстве

Важная помощь «Отважным», наступающим у Авдеевки и Кременной, от читателей «Русской Весны» (ВИДЕО)

Музыкальные новости

Певец Сергей АРУТЮНОВ и солистка группы Демо - встречаются, или просто выпустили совместный хит “Солнышко”? Разлад АРУТЮНОВА и Маши Малиновской?

Бизнес в Коми нарастил продажу активов

Одна из целей неофашистского Азербайджана - уничтожение Христианства

Анна Данилова дала старт Всероссийской акции "Синий платочек Победы" 2024 на станции метро Курская

Новости России

Видели смерть, но не разучились смеяться. Советские режиссеры-фронтовики

Найти золото Ивана Грозного. Что обнаружили археологи в центре столицы?

В Москве выставили на торги палаты купцов XVIII века

Не волноваться! Читатели aif.ru помогли Даше заменить дефибриллятор

Экология в России и мире

Легкие весенние образы на все случаи жизни

Композитор Классической музыки Сергей Брановицкий представляет произведения классической музыки.

История дельфина, принесшего пользу всей природе

Концерт ко Дню Победы проведут в Культурном центре «Интеграция» на Лазо

Спорт в России и мире

«Титул, которым я горжусь больше всего»: Рублёв одолел Оже-Альяссима и выиграл второй турнир серии «Мастерс» в карьере

Швентек и Соболенко устроили триллер за престижный трофей

Рублёв поднимется на шестое место в рейтинге ATP после победы на «Мастерсе» в Мадриде

WTA огорчила Елену Рыбакину после турнира в Мадриде

Moscow.media

Кирилл Купченко, Директор по послепродажному обслуживанию ABTOДОМ МКАД рассказал о сервисном обслуживании электромобилей Zeekr

Росгвардия приняла участие в обеспечении безопасности при проведении футбольных матчей в Москве

Мультсериал «Живой гараж» – в конкурсной программе фестиваля «МультПрактика»

Сотрудники столичного ОМОН «Авангард» почтили память боевых товарищей











Топ новостей на этот час

Rss.plus






"Ведомости": глава Кузбасса Цивилев может получить должность в правительстве

Новгородский музей-заповедник получил в дар гравюру XVIII века из Петербурга

Найти золото Ивана Грозного. Что обнаружили археологи в центре столицы?

Важная помощь «Отважным», наступающим у Авдеевки и Кременной, от читателей «Русской Весны» (ВИДЕО)