ბენ აფლეკმა და ჯენიფერ ლოპესმა მორიგი საქორწინო ცერემონია მოაწყვეს, მაგრამ ამჯერად უფრო გრანდიოზული. ღონისძიება ჯორჯიას შტატში გაიმართა და მას ისეთი ვარსკვლავები ესწრებოდნენ, როგორიცაა ბენის დიდი ხნის მეგობარი მეტ დეიმონი, რეჟისორი კევინ სმიტი, Clerks-ის მსახიობი ჯეისონ მევსი, ჯორდან მონსანტო და ჰოლივუდის ნიჭიერი აგენტი პატრიკ უაითსელი.
შაბათის ცერემონიალზე ლოპესს ეცვა რალფ ლორენის თეთრი კაბა გრძელი, მოქნილი შლეიფით, ხოლო ბენს თეთრი სმოკინგი და შავი შარვალი ამშვენებდა. წვეულებას პოპულარული პოდკასტერი და სამოტივაციო სპიკერი ჯეი შეტი უძღვებოდა. ზეიმი აფლეკის მამულში გაიმართა, თეთრი სკამებით და ყვავილებით გაფორმებული. ელეგანტურად გაწყობილი მაგიდები მდინარის სანაპიროზე იყო გაშლილი და მოეწყო გრანდიოზული ფეიერვერკიც.
წყარო: people.com
ფოტო: timetotimes.com