Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზურაბ მახარაძე: „ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს დარიას სულს“

ჰომოფობიური და რუსეთის მიმართ სიმპათიების მქონე პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ ალექსანდ დუგინს ქალიშვილის გარდაცვალება მიუსამძიმრა.


„ხშირად როდესაც საინფორმაციო ან იდეოლოგიურ ომზე საუბრობენ, ამას ომს უბრალოდ პირობითად არქმევენ. არადა ეს რეალური ომია. დისტანციურად მომიწია დარიას გაცნობა და მიმოწერაში მუდამ იგრძნობოდა რამდენად ჭკვიანი და გულღია ადამიანი იყო. ჩემი სამძიმარი ალექსანდრ გელევიჩ დუგინს. ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს დარიას სულს“, - დაწერა ზურაბ მახარაძემ ფეისბუკში.




კრემლთან დაკავშირებული ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი, დაიღუპა 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში მანქანის აფეთქებისას, რომელსაც ის მართავდა, იტყობინება რუსული მედია.


სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს მოჰყავს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადება, რომ მანქანაში, რომელსაც 30 წლის დარია დუგინა მართავდა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული. „გამომძიებლების ინფორმაციით, 20 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ოდინცოვოს რაიონში, სოფელ ბოლშიე ვიაზემის მახლობლად, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც სავარაუდოდ იყო დამონტაჟებული Toyota Land Cruiser-ში [სატრანსპორტო საშუალებაში], ამოქმედდა გზაზე და მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ვინაობა დადგინდა და ის იყო ჟურნალისტი და პოლიტოლოგი დარია დუგინა“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში ტელეგრამის არხზე.


„კონსერვატიულ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ტელევიზიას „ალტ-ინფოს“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ზურაბ მახარაძეც არის, არაერთხელ დაუთმია ეთერი როგორც დუგინიის იდეების გავრცელებისთვის, ასევე თავად დუგინისთვის.


„საქართველოს უნდა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა... და ვის შეუძლია მისცეს მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალება თუნდაც თეორიულად?! რა თქმა უნდა, არა - ვაშინგტონს. გასაღები რუსეთის ხელშია... რუსეთს შეუძლია დაუახლოვდეს საქართველოს გეოპოლიტიკურად ისევე, როგორც ეს იყო ისტორიული ეპოქების არაერთ ეტაპზე“, - განაცხადა ალექსანდრ დუგინმა 2021 წლის თებერვალს გასულ ინტერვიუში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus