Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირაკლი კობახიძე: …თუმცა არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ მოაქვს

„ბუნებრივია, კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, თუმცა საინტერესოა, რომ არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ მოაქვს. აქედან გამომდინარე, კანდიდატის სტატუსის მიღების დროს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს,“ – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, კანდიდატი, პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირისგან ზუსტად იგივე მატერიალურ სარგებელს იღებენ.

კობახიძემ კომენტარი ევროკომისიის მიერ გაფართოების პაკეტის ანგარიშის გამოქვეყნების ახალ ვადაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ რეალურად საქართველოსთვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის 6-თვიანი ვადის დაწესების უკან არანაირი ლოგიკა არ იდგა.

„უპრეცედენტო იყო ეს 6-თვიანი ცაიტნოტი. არცერთი ქვეყნის შემთხვევაში ასეთი რამ არასოდეს ყოფილა დადგენილი, ვგულისხმობ პოტენციურ კანდიდატ ან ასოცირებულ ქვეყნებს. ჩვენს შემთხვევაშიც გაუგებარი იყო რატომ იყო ამ 6-თვიანი ვადის დადგენის საჭიროება. როგორც ჩანს, დღეს გადაიაზრა ევროკომისიამ ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ყველაფერი გაჰყვა იმ ლოგიკას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ცაიტნოტის საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გაფართოების პაკეტზე ანგარიშს ევროკომისია 2023 წელს მოამზადებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus