Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინის მარცვლეულის თაობაზე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე წინსვლა აღინიშნება

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დელეგაციებმა 13 ივლისს სტამბოლში პირისპირ გამართეს მოლაპარაკებები უკრაინის მარცვლეული ექსპორტის კრიზისზე, რომელმაც მსოფლიოში სურსათის ფასების სწრაფი ზრდა გამოიწვია.


თურქეთის სამხედროები და გაეროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ შეხვედრაში, რომლის მიზანია, უკრაინის პორტებით საექსპორტოდ გავიდეს ქვეყნის სილოსებში გაჩერებული მარცვლეული. უკრაინის შავიზღვისპირა პორტები რუსეთის ბლოკადაში იმყოფება.


ეს ოთხ დღეზე დაგეგმილი მოლაპარაკებების პირველი დღე იყო.


როგორც თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ შეთანხმდნენ „ერთობლივი კონტროლის“ შესახებ და შავ ზღვაზე „სატრანზიტო მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე“. მომავალ კვირაში შეხვედრის შემდეგ „ყველა დეტალს კიდევ ერთხელ განიხილავენ და ჩვენ მიერ ჩატარებული სამუშაო ხელმოწერილ იქნება“, დასძინა აკარმა.




„იმედის სხივი კრიზისებით ჩაბნელებულ მსოფლიოში“ - ასეთი კომენტარი გააკეთა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.


მისი თქმით, გადადგმულია „დიდი ნაბიჯი წინ“ უკრაინის სასურსათო პროდუქტების ექსპორტის უზრუნველსაყოფად.


გუტერეშმა ნიუ-იორკში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო შეთანხმება მომავალ კვირაში იქნება მიღწეული.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus