Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ყაველაშვილი: გაფუჭებული პოლიტიკოსების კრებულია „ნაციონალური მოძრაობა“

გაფუჭებული პოლიტიკოსების კრებულია „ნაციონალური მოძრაობა“. გაფუჭებული და ჯანსაღი ხილი, სადაც მოხვდება ერთად, შეუძლებელია, სიჯანსაღე შეინარჩუნოს. ასე არიან პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შექმნან პოლიტიკური დღის წესრიგი. კიდევ ერთხელ, ვიმეორებ – ეს არის გაფუჭებული პოლიტიკოსების კრებული,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

როგორც მან განაცხადა, მისი მოწოდება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ ის გაემიჯნოს იმ პროცესს, რომელიც მისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მიმდინარეობს, რაც ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების გადაყენებას ისახავს მიზნად.

„ორმაგ სტანდარტს იწვევს და ქართულ საზოგადოებაში გაურკვევლობას. ჩვენი საზოგადოებიდან დიდი მხარდაჭერა მაქვს ამ პროცესში, მათაც აინტერესებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პასუხი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაურკვეველი დამოკიდებულება აზიანებს ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობას. ამიტომ გვჭირდება მკაფიო პასუხი, ისინი არიან თუ არა სახელმწიფოს გვერდით. როდესაც მისგან დაფინანსებული ორგანიზაციები მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლების გადაყენებას, რომელიც კონსტიტუციურად არჩევნების გზით არის არჩეული
და ამას არ უპირისპირდება და თან გვეუბნება, რომ ის მხარს უჭერს ინსტიტუციების გაძლიერებას, ეს ხომ ორმაგი სტანდარტია. მისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან სცენაზე და პირდაპირ მოითხოვენ ხელისუფლების გადაყენებას. აი, ეს კითხვები არის და გვჭირდება პასუხები. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ეს არის ერთი ჯგუფი და მინდა, რომ ელჩი გაემიჯნოს ამ ჯგუფს, რადგან არ დაზიანდეს პროცესი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus