Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რამდენ დღეშია შესაძლებელი მთვარის გარშემო მოგზაურობა

პირველი ადამიანი, ვინც მთვარეზე ფეხი დადგა, აპოლო 11-ის ასტრონავტი ნილ არმსტრონგი იყო. მან ზედაპირზე სულ 21 საათი და 36 წუთი გაატარა.

ყოველი მომდევნო მისიით, აპოლოს ასტრონავტების მიერ მთვარეზე გატარებული დრო უფრო და უფრო იზრდებოდა, ბოლო ვიზიტი კი რეკორდულ 22 საათს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში, Apollo 17-ის ასტრონავტი ევგენი სერნანი სამჯერ გაფრინდა მთვარეზე, მაგრამ როგორც ყველა სხვა კოლეგა, არც ის წასულა მთვარის მოდულიდან შორს, რათა თავიდან აეცილებინა საშიში სიტუაციები.

შეგვიძლია ვიაროთ მთვარეზე ისე მარტივად, როგორც დედამიწაზე?

1997 წელს ბრიტანელი რობერტ გარსაიდმა ფეხით დაიწყო მსოფლიოს გარშემო, მოგზაურობა, რასაც თითქმის ექვსი წელი მოანდომა. რამდენი დრო დასჭირდებოდა მას მთვარის ირგვლივ სეირნობისთვის?

მთვარის გარშემოწერილობა ეკვატორზე არის 10,921 კმ (6,786 მილი), რაც თითქმის ოთხჯერ ნაკლებია დედამიწის გარშემოწერილობაზე. მაგრამ ნუ იჩქარებთ ექვსი წლის გაყოფას 4-ზე, რათა გამოთვალოთ მთვარეზე მოგზაურობის დრო. გაანგარიშება უფრო რთულია, რადგან მთვარეზე არსებული პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება დედამიწაზე არსებულისგან.

ჩვენს პლანეტაზე მიზიდულობის ძალა გავლენას ახდენს ადამიანებზე, ამიტომ არ შეგვიძლია დამოუკიდებლად ფრენა და მაღლა ხტომაც კი. მთვარეზეც არის გრავიტაცია, მაგრამ ეს არის მხოლოდ 17% იმისა, რასაც ჩვენ ვგრძნობთ. ანუ მთვარეზე თქვენი წონა იმაზე ექვსჯერ ნაკლები იქნება, ვიდრე დედამიწაზე. ასევე დაგჭირდებათ კოსმოსური კოსტუმი, რომელიც უზრუნველყოფს ჟანგბადს და დაგიცავთ კოსმოსური საფრთხეებისგან.

ამრიგად მთვარის დაბალი გრავიტაცია ასტრონავტისგან ნაკლებ ენერგიას მოითხოვს გადაადგილებისთვის, მაგრამ კოსმოსური კოსტიუმი მკვეთრად ზღუდავს მის მობილობას.

ყველაფრის გათვალისწინებით, კითხვაზე პასუხი, თუ რამდენი ხანი დასჭირდება მთვარის ირგვლივ მოგზაურობას, არც ისე მარტივია. ცხადია, გაჩერების გარეშე სიარულს ვერავინ შეძლებს და საჭირო იქნება როგორც თავშესაფარი, მარაგის ტრანსპორტირება.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს სამეცნიერო კონსულტანტის ეიდან ქოულის თქმით, მთვარეზე სიარული ობიექტურად არ შეიძლება აღემატებოდეს დღეში 4 საათს. ამგვარად, 5 კმ/სთ სიჩქარით მთვარის გარშემოწერილობის შემოვლას დასჭირდება 547 დღე ანუ თითქმის 1,5 წელი. თუმცა, დღეს კაცობრიობას არ გააჩნია ტექნოლოგია ასეთი წარმატების მისაღწევად.

წყარო: orbitaltoday.com

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus