Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროკავშირმა შესაძლოა ოქრო შეიტანოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტში

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მოითხოვს, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის შემუშავებას. ახალი შეზღუდვები შეიძლება ოქროს შეეხოს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.


ევროკავშირის ლიდერების მორიგი შეხვედრა 23-24 ივნისს გაიმართება ბრიუსელში. სამიტის პროექტის თანახმად, რომელსაც გაეცნო Reuters-ი, შეხვედრის მონაწილეები განაცხადებენ, რომ „გაგრძელდება სანქციებზე მუშაობა, მათ შორის მათი გაძლიერება და გვერდის ავლის თავიდან აცილება“.


დიპლომატების თქმით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის დაახლოებით ერთ მესამედს სურს, რომ ევროკომისიამ დაიწყოს სანქციების მეშვიდე პაკეტზე მუშაობა. ამასთან, გერმანია და ნიდერლანდი გამოდიან წინადადებით, ყურადღება დაეთმოს უკვე არსებულ ზომებს.


ამჟამად გრძელდება მუშაობა იმ სექტორების განსაზღვრაზე, რომელთა მიმართაც შეიძლება იქნეს შემოღებული სანქციები. მათ შორისაა ოქრო. სანქციების პაკეტში მისი შეტანის წინადადებით გამოვიდა დანია, იტყობინება ევროკავშირში დანიის ელჩის პრესმდივანი. Reuters-ის წყაროების თანახმად, ევროკომისია მართლა განიხილავს ოქროზე სანქციების დადების შესაძლებლობას, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ნათელი, შეზღუდვები შეეხება ექსპორტს, იმპორტსა თუ ერთსაც და მეორესაც.


ოქრო რუსეთის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის აქტივია. ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი - დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი - გაიყინა აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად, რომლებიც რუსეთს დაუწესეს 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.


ომის დაწყებიდან ევროკავშირმა რუსეთსა და ბელარუსს სანქციების ექვსი პაკეტი დაუწესა. მეექვსე პაკეტი ითვალისწინებს ნაწილობრივ ემბარგოს რუსეთის ნავთობზე. ის ივნისის დამდეგს დაამტკიცეს.


ასევე მოსალოდნელია, რომ მოახლოებულ სამიტზე ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს კავშირის წევრობის კანდიდატის ოფიციალურ სტატუსს. 17 ივნისს ევროკომისიამ შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს. ევროკომისიამ ამავე დროს გასცა რეკომენდაცია, კანდიდატის სტატუსის მიღების პირობა მიეცეს საქართველოსაც, თუკი ის ექვსი თვის ვადაში შეასრულებს მისთვის ბრიუსელის მიერ წაყენებულ პირობებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus