Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნაცვლიშვილი „ქართულ ოცნებას“: ძალიან აჭრილი ხართ „მესიჯბოქსში“

პარტია “ლელოს” წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადებების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას მმართველი პარტიის დეპუტატებს მიმართა, ჩამოყალიბდნენ 20 ივნისის აქციის მხარდამჭერთა შეფასებებთან დაკავშირებით.

„ბოლოს და ბოლოს, იქნებ ჩამოყალიბდეთ, გუშინ საქართველოს ათიათასობით მოქალაქემ რომ დაიკავა რუსთაველის გამზირი, თქვენი იყო ეს ხალხი თუ „ნაციონალური მოძრაობის“? ძალიან აჭრილი ხართ „მესიჯბოქსში“. გუშინ ამბობდით, რომ „ნაცების“ აქცია არისო, მერე ზოგმა ისიც თქვა, რუსების აქცია არისო. რომ დაინახეთ ასიათასობით ადამიანი გამოსული, ახლა აღარ იცით, რა ქნათ და ჩვენია ეს ხალხი, ჩვენი მხარდამჭერებიც იქ იყვნენო. არც თქვენია ეს ხალხი, არც სხვა რომელიმე პარტიის, ეს ხალხი არის საქართველოს ევროპელი მოქალაქეები – მათ გუშინ თქვეს, რომ სახელმწიფო არის მოქალაქე. თითოეული მოქალაქე ხდება ამ ქვეყნის ლიდერი და იღებს პასუხისმგებლობას თავის ქვეყანაზე, რომ ის ივლის წინ და ვერავინ შეძლებს გადააგდოს ევროპული, მშვიდობიანი და დემოკრატიული გზიდან. აი, ეს გითხრეს გუშინ საქართველოს მოქალაქეებმა. ამ მოქალაქეებს უპირისპირდებით თქვენ თქვენი საცოდავი და უბადრუკი „მესიჯბოქსით“ დღეს. პირველად ვხედავ ასე ცხადად, რას ნიშნავს ქართული გამოთქმა: „შიშს დიდი თვალები აქვსო.“ დიდი თვალები აქვს და მტრედივით ჟღურტულიც სცოდნიათ შეშინებულ ადამიანებს. დავსხდეთ ერთად, ვიაროთ წინ, არ გვინდა პოლარიზება, ვწეროთ რეფორმები. რას აკეთებდით მთელი 1 წელი, როდესაც საქართველოს მიეცა უნიკალური შესაძლებლობა?! შარლ მიშელი თავისი ფეხით ჩამოვიდა, რომ დასრულებული პოლარიზაცია“, – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ მაშინ დაიწყო ფიქრი, როდესაც „ურემი გადაბრუნდა.“

„ერთი კვირის წინ ამტკიცებდით, რომ საოცარი რეფორმები გვაქვს გაკეთებული, ყველაფერი ხუთიანზეა შესრულებული და უნდა მივიღოთ სტატუსიო, მაგრამ როდესაც ჩამოვიდა ძალიან მძიმე დიაგნოზი საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ, მერე თქვით, რომ რაღაცები გასაკეთებელი ყოფილა“, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus