Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

თამარ კორძაია: მოლდოვამ გადააგდო ოლიგარქი, უკრაინამ - კანონი მიიღო, ჩვენ - გვყავს

საქართველოს პარლამენტის უპარტიო დეპუტატი, თამარ კორძაია ამბობს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მოსახლეობას ფლაგმანის როლი აქვს. მან პარლამენტის ტრიბუნიდან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს უთხრა, რატომ ჰგონია, რომ საქართველო ვერ იღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.


"თქვენ დილიდან ცდილობთ გამრუდებული რეალობით ესაუბროთ ადამიანებს - დღეს განსაკუთრებით თვალშისაცემია... როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მოლდოვას ბევრი რეფორმა აქვს განსახორციელებელი, უკრაინას სხვა რამის გამო ეკუთვნოდა - მარტივად უნდა ავუხსნათ ჩვენს მოსახლეობას, რატომ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი - მოლდოვამ გადააგდო ოლიგარქი, უკრაინამ მიიღო ანტიოლიგარქიული კანონი, ჩვენ - გვყავს ოლიგარქი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, არის ეს და ჩაგვიწერეს, რომ უნდა განვახორციელოთ დეოლიგარქიზაცია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც თქვენ არ ეუბნებით ჩვენს მოქალაქეებს..." - თქვა კორძაიამ.


მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მიმართ განსხვავებული მიდგომა გამოიჩინა და ქვეყანას შანსი მისცა, კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს.


"არ გვინდა ოლიგარქიული მმართველობა - თქვენ ეს გააჟღერეთ, მაგრამ არაფერს აკეთებთ. პირველი ოლიგარქი, რომელზეც გვითხრეს, რომ არის ამ ქვეყანაში, არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. დავიწყოთ ერთად მუშაობა ანტიოლიგარქიულ კანონზე ისე, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილმა, ვერც [დავით] კეზერაშვილმა და ვინც გინდათ, პეტრე იქნება თუ პავლე, ვერ ჩაიგდოს ამ ქვეყანაში ძალაუფლება..." - აღნიშნა კორძაიამ.


17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.




ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.




მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქები არიან ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არა მათი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.








ოლიგარქია, ("ოლიგონ“ — ცოტა და „არქე“ — ძალაუფლება) ბერძნული სიტყვაა და კლასიკური გაგებით, პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალაუფლებასა და მათ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბატონობას ნიშნავს. ეს ჯგუფი ძალაუფლებას საკუთარი, ვიწრო ინტერესებისთვის იყენებს. კემბრიჯის ლექსიკონის განმარტებით კი ოლიგარქი უაღრესად მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანია, განსაკუთრებით რუსეთიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულის შემდეგ გამდიდრდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus