Мы в Telegram
Добавить новость

Почти 10 жилых домов снесли в районе Ново-Переделкино в рамках реализации программы реновации

Столичные библиотеки получили сказки народов Севера

Специалисты установят 2 км скамеек на набережной Южного порта

В округе Серпухов объявлен конкурс на капитальный ремонт МБУК ДК «Исток»



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

როგორ იქცა კერძო საკუთრება ეკლესიის ეზოდ - საპატრიარქოს ხელს საკრებულო უწყობს

როგორ იქცა კერძო საკუთრება ეკლესიის ეზოდ - საპატრიარქოს ხელს საკრებულო უწყობს

წყნეთში, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, მრევლი ყოველ კვირას დილიდან იკრიბება. ეკლესიის ეზოს ორი შესასვლელი აქვს - ერთი მაია წყნეთელის, მეორე კი თამარ მეფის ქუჩიდან. ამ ქუჩებს ეკლესიის ეზოსგან დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლის, ცემენტისგან ჩამოსხმული გალავანი ჰყოფს. რუსთაველის ქუჩას კი ბეტონისა და რკინის კონსტრუქცისგან შექმნილი ღობე მიუყვება, რომლის მიღმა მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებაა.

ეკლესიის გარშემო, ეზოში,  სამშენებლო სამუშაოებია გაჩაღებული - აპირკეთებენ ბილიკებს, აშენებენ დამხმარე ნაგებობებს. ადგილი, რომელიც ცემენტის საფარითაა მოსწორებული და სადაც ახლა კიბეებს აკეთებენ, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, 2 მაისამდე, ალექსი ელიავას ეკუთვნოდა. ეზოს ეს ნაწილი ახლა სახელმწიფოსია, ამ დრომდე არ ეკუთვნის ეკლესიას, მაგრამ ეს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს არ აფერხებს.

თავად სამუშაო პროცესი ღვთისმსახურებას ხელს არ უშლის. ეკლესიის შიდა სივრცე საკმარისია მრევლის დასატევად.

მრევლის დიდი ნაწილი 50 წელს გადაცილებული ქალები არიან. ერთ-ერთმა მათგანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეკლესიის ეზოს მოწესრიგება დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა კონკრეტული თარიღი ვერ გაიხსენა.

„მადლობა ღმერთს, ყველაფერი თავისით მოხდა... ეს ამბავი [მიწის გადაცემის] დაიძრა თავისით… არავინ დაგვხმარებია და თვითონაც არ იყო წინააღმდეგი… ისეთი არაფერი გააკეთოთ ისე, რომ ეკლესიას ან ვინმეს ავნოს - ერთ ადამიანსაც რომ ავნოს, ბოროტებაა“, - ამბობს ეკლესიის წინამძღვარი მამა მიქაელ აბულაძე.

საპატრიარქოს საკუთრებაში 1500 კვადრატული მეტრი მიწა აქვს, თუმცა წყნეთის ეკლესიის ეზოს ნაწილი და დამხმარე ნაგებობები მისი კუთვნილი ტერიტორიის მიღმაა მოწყობილი და ახლა, სავარაუდოდ, საკრებულო ამ მიწის საპატრიარქოსთვის დაკანონებას აპირებს.

“წახალისებაც რომ იყოს, ვახალისებ…”

წყნეთის ეკლესიიდან 2 მეტრში 600 კვადრატული მიწის ნაკვეთი, ალექსი ელიავას სახელზე 2012 წლიდან არის რეგისტრირებული. ამ დროს ეკლესიასთან, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე უკვე აშენებული იყო სამრეკლო და თონე. ელიავას ნაკვეთი, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, 372 ათასი ლარი ღირს, ამ დამხმარე ნაგებობებსა და ტაძარს შორის იყო მოქცეული.

თბილისის მთავრობის 29 მარტის განკარგულების მიხედვით, ელიავამ ორჯერ ითხოვა წყნეთის მიწის ვარკეთილში არსებულ ნაკვეთში გაცვლა. ვარკეთილში კვადრატული მიწა თითქმის ორჯერ იაფი ღირს, ვიდრე წყნეთში.

.

თბილისის მთავრობის განკარგულებაში ელიავას თხოვნის მიზეზი ასეა ახსნილი:

„როგორც ალექსი ელიავა განმარტავს, 01.20.01.104.001 საკატასდრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება ფაქტობრივად წარმოადგენს დაბა წყნეთში მდებარე ეკლესიის ეზოს, რომლითაც სარგებლობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მათ საკუთრებაში არსებულ 01.20.01.104.029 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან ერთად, ქმნის ერთიან სივრცეს“.

ნაკვეთზე, რომელსაც ელიავა ვარკეთილში წყნეთის სანაცვლოდ ითხოვდა, ანალოგიური პრობლემაა - ნაკვეთის შუაში მიწა სხვა პირის კერძო საკუთრებაა და ელიავა ვალდებულია, მას საკუთარ მიწაზე გაუჭრას გზა. ასევე ამ ნაკვეთზე ერთდროულად გადის წყლის მილი, ინტერნეტის სადენი, გაზის მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი, რაც მისი გამოყენების შესაძლებლობებს ზღუდავს. თბილისის საკრებულომ ელიავასათვის წყნეთში არსებული ქონების ვარკეთილში მიწის ნაკვეთით ჩანაცვლების საკითხი 15 აპრილს განიხილა და 975 კვადრატული მეტრი მიწა გადასცა.

ფართის სიდიდის მიუხედავად, ვარკეთილში ეს ქონება წყნეთის მიწაზე იაფი ღირს - ფასი დაახლოებით 318 ათასი ლარია. იმის მიუხედავად, რომ ელიავას ქონების ფასი მინიმუმ 50 ათასი ლარით შემცირდა, „ქონების შემძენი აცხადებს, რომ პრეტენზია არ გააჩნია და არც მომავალში არ ექნება ხელშეკრულებით გაცვლას დაქვემდებარებული უძრავი ნივთების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობასთან დაკავშირებით“

სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტიის „ხალხისთვის“ წევრმა, ალექსანდრე რატიშვილმა თქვა: „მე თვითონაც ეკლესიური გახლავართ და როგორ შეიძლება, საწინააღმდეგო ამის მიმართ გქონდეს რამე. მაგრამ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება, მით უმეტეს, ფაქტობრივი მოცემულობა გვქონია, რომ უკანონოდ, არა მის ტერიტორიაზეა შეჭრილი. თუ ამ ლოგიკით წავალთ, ეს წახალისება ხომ არ არის სხვა ეკლესიებისთვის - მიიმატოს [სხვისი ტერიტორია] და [თქვას] ხვალ საკრებულო [დამიკანონებს]“.

„პირდაპირ გეუბნები, სანდრო, წახალისებაც რომ იყოს, ჩათვალე, რომ ვახალისებ“, - უპასუხა კოლეგას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემელაძემ.

საკრებულოს წევრმა „ლელოდან“, საბა ბუაძემ იკითხა, რომ თუ საპატრიარქოს წყნეთში დამატებითი მიწა სჭირდებოდა, რატომ თავად არ გაურიგდა ალექსი ელიავას?

„მეც მქონია ეკლესიასთან მასეთი ურთიერთობა და რაც ჩემი საკუთრება ყოფილა, მიჩუქნია. სახელწიფოსთან მივიდე და ჩემი ქონება აჩუქე საპატრიარქოს და იმის სანაცვლოდ მე მომეცი მიწაო, სად გაგონილა?! პრეტენზია თუ არ აქვს მესაკუთრეს და მოსწონს ეს ყველაფერი და ლოცვებშიც მოიხსენიებენ, აჩუქოს…“ - თქვა საბა ბუაძემ.

ოპოზიციის განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, საკრებულოს სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმები მოგროვდა - თბილისის საკრებულომ ელიავას წყნეთის მიწა ვარკეთილის მიწაში გაუცვალა. რადიო თავისუფლება უშედეგოდ ეცადა ალექსი ელიავას მოსაზრების გაგებას - მან საუბარი არ ისურვა.

წყნეთში მისი, უკვე ყოფილი, 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც ეკლესიის ეზოს მოსაპირკეთებელი სამშენებლო სამუშაოები გრძელდება, საპატრიარქოსთვის ჯერ არ გადაუციათ.

„ამ წუთას გამიჭირდება [ვთქვა], გადავცემთ თუ არა, საბოლოო ჯამში, ჩემი ვარაუდია, რომ გადასაცემი იქნება... ეკლესიის ეზოა, რა…“ - უთხრა საკრებულოს დეპუტატებს თბილისის მერიის თანამშრომელმა, რომელმაც ამ გარიგების პროექტი საკრებულოს სხდომაზე წარადგინა.

იმავე დღეს, 15 აპრილს, თბილისის საკრებულომ დიღომში ეკლესიასთან მანქანების სადგომის მოსაწყობად 48 ათასი ლარის ღირებულების მიწა გადასცა საპატრიარქოს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Мутко: в России могут реконструировать около тысячи культурных памятников

Макрон прокомментировал задержание француза Винатье в Москве

То солнце, то гроза: синоптик Позднякова рассказала о погоде в Москве в конце недели

Один нюанс. В каких новостройках квартиры стоят на 20% дороже среднего?

Музыкальные новости

Бастрыкин затребовал доклад об исчезновении девушки в Новосибирске 15 лет назад

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков

Определят победителя на конкурсе театральных коллективов школ в УЛАН-УДЭ нс конкурсе детей Алтан Баг - Театр, Новости и Культура, Дети, Россия

Антисанитария в службах доставки: токсиколог Кутушов рассказал, почему опасно заказывать еду

Новости России

Один нюанс. В каких новостройках квартиры стоят на 20% дороже среднего?

Воробьев рассказал, что на месте "Крокуса" может быть построен памятный сквер

Полная программа празднования Дня города

Контейнер для раздельного сбора вторсырья около Гагаринского райисполкома, 1989 год, Москва

Экология в России и мире

Россияне решили этим летом меньше отдыхать на курортах

Антисанитария в службах доставки: токсиколог Кутушов рассказал, почему опасно заказывать еду

Добрые рисунки: «585*ЗОЛОТОЙ» запустила конкурс ко Дню защиты детей

Глава "Рексофт" - в топ-100 отечественных ИТ-лидеров

Спорт в России и мире

Семнадцатилетняя Андреева впервые сыграет в полуфинале турнира Большого шлема

Соболенко, проигравшая Андреевой, потеряет 2-е место в рейтинге WTA по итогам «Ролан Гаррос», уступив его Гауфф

Андреева рассказала о своих планах на предстоящий матч с Соболенко во Франции

Теннисистка Андреева заявила, что хочет войти в топ-20 рейтинга WTA ради собаки

Moscow.media

Мобилизованного свердловчанина приговорили к 23 годам "строгача" за подрыв гранаты в казарме

Исследование: структура клеток иммунной системы влияет на ответ на инфекции

В этом году по БКД обновят 3,3 тыс. км дорог региональной опорной сети – Марат Хуснуллин

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг











Топ новостей на этот час

Rss.plus






Полная программа празднования Дня города

Один нюанс. В каких новостройках квартиры стоят на 20% дороже среднего?

Как правильно питаться пожилым людям, чтобы избежать проблем с сердцем и сосудами

Диакон Александр и Вера Растворовы: Если бы не МГУ, мы бы не познакомились