“მახსოვს როცა პირველად დაგინახე. პარიზიდან ვენაში მოფრინავდი და მე ყვავილებით ხელში აეროპორტში გელოდებოდი. პროდიუსერმა მითხრა, რომ შენთვის თაიგული შემეთავაზებინა. ფოტოგრაფებით გარშემორტყმული სულელივით გამოვიყურებოდი. მიწაზე ფეხი რომ დადგი, დედაშენს ჰკითხე, „ვინ არის ეს ბიჭი“? მან გიპასუხა: „ეს ალენ დელონი უნდა იყოს, შენი პარტნიორი“.
შემდეგ დაიწყო ჩვენი ფილმის გადაღებები… და მე გაგიჟებით შემიყვარდი… და შენც შეგიყვარდი…“
ეს სიტყვები ალენ დელონმა საყვარელ ქალს გარდაცვალების შემდეგ მიუძღვნა. გულთამპყრობელმა მხოლოდ რომის სიკვდილის შემდეგ აღიარა, რომ იგი მისი ცხოვრების ერთადერთი ნამდვილი სიყვარული იყო.
იხილეთ ლეგენდარული წყვილის ისტორიად ქცეული ფოტოები: