Мы в Telegram
Добавить новость

Открылась новая выставка «Москва. Модерн. Есенин»

Количество креативных кластеров в Москве за 5 лет выросло почти вдвое

Северное сияние снова зафиксировали в ряде областей России

Домодедовские спортсменки завоевали золото и серебро Чемпионата Европы по боксу



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

26 მაისი თუ 9 აპრილი, როდის უნდა აღინიშნებოდეს საქართველოს დამოუკიდებლობა?

„ჩვენ 9 აპრილსაც ვიკრიბებით და აღვნიშნავთ“, - „ჩვენ“ უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ზვიად ძიძიგური და ეროვნული მოძრაობის წევრები არიან. მათ მსგავსად, 9 აპრილს, როგორც დამოუკიდებლობის დღეს, კიდევ ბევრი აღნიშნავს, ოღონდ თავისთვის, ან თანამოაზრეების ვიწრო წრეში, შესაძლოა რუსთაველზე მემორიალთანაც მივიდეს და სანთლის დანთებასთან ერთად, დანანებით ისიც თქვას, რომ დღეს „ნამდვილი“ დამოუკიდებლობის დღეა. 

როდის უნდა ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობა? კანონში ორი სხვადასხვა ჩანაწერის გამო ეს საკითხი დღემდე ბუნდოვანია. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ 9 აპრილის სანაცვლოდ 26 მაისის აღნიშვნა ედუარდ შევარდნაძემ ზვიად გამსახურდიას ღვაწლის მისაჩქმალად შემოიღო და ეს შესაცვლელია. 

 

„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი. აღსრულდა ნება ქართველი ერისა! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ფარავდეს ღმერთი!“ - ამ სიტყვებით აღადგინა ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს.

მაული ლატარია, 9 აპრილის ღამეს დაღუპული 16 წლის ნათია ბაშალეიშვილის დედა, ასე იხსენებს ამ დღეს:  

„ნათიას მეგობრები ამოვიდნენ და საფლავში ჩასძახეს: „დამოუკიდებლობა გამოაცხადა პრეზიდენტმა!“

ზვიად გამსახურდიას მთავრობა ისე წავიდა ემიგრაციაში, რომ ვერ მოასწრო, 9 აპრილი, როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, ერთხელ მაინც აღენიშნა.

 

„სამხედრო გადატრიალების მერე 9 აპრილის მნიშვნელობა მიიჩქმალა, რადგან ის მაინც ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდებოდა... პიროვნული ფაქტორი ყოველთვის იყო განმსაზღვრელი ქართულ პოლიტიკაში“, - ამბობს გამსახურდიას მთავრობის წევრი ზვიად ძიძიგური.

ის მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობა 9 აპრილს აღინიშნებოდეს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ასე წერია საქართველოს კონსტიტუციაში. 

„ორივე 9 აპრილი რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების მსურველებს კიდევ ერთხელ გაახსენებდა, რომ რუსეთი ოკუპანტია. რაც შეეხება 26 მაისს - მასაც სჭირდება სათანადო დაფასება. ეს უნდა იყოს პირველი რესპუბლიკის დღე.

დღევანდელი მთავრობა და პარლამენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მგონი არ განიხილავენ როგორც რამე განსაკუთრებულს. ეს იმითაც ჩანს, რომ განსაკუთრებული დაფასება არც 26 მაისს არა აქვს“, - ამბობს ზვიად ძიძიგური.

„ორი ახალი წელი ხომ არაა?“

დამოუკიდებლობის დღე რომ 9 აპრილს აღნიშნულიყო, ამ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციიდან“ პარლამენტში ორჯერ შეიტანა კანონპროექტი, ერთხელ 2020 წელს და მეორედ 2022 წლის თებერვალში.

საქართველოს კონსტიტუციის პირველივე მუხლში წერია, რომ 9 აპრილი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქვეყანა სუვერენულ სახელმწიფოდ ამ აქტის საფუძველზე იქცა.

„მუხლი 1.1.  საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს  სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“. 

ამავე დროს, ორგანულ კანონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისია მითითებული, 9 აპრილს ასეთი სტატუსი აქვს: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მოწერის დღე.

ეს ჩანაწერი საქართველოს კანონმდებლობაში ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, 2003 წელს გაჩნდა. უფრო ადრე, 1993 წელს, 9 აპრილი ასევე გამოცხადდა საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა მოგონების დღედ. შემდეგ წლებში ის სწორედ ასე აღინიშნებოდა.

ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ სურს კონსტიტუცია და ორგანული კანონი შესაბამისობაში მოვიდეს. 

რატომ არ დაუჭირა მხარი პარლამენტმა მის ინიციატივას? 2020 წელს, როდესაც კანონპროექტი პირველად ჩავარდა, საწინააღმდეგო არგუმენტი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა, დაეყრდნო ციტატას საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან.  

„საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფილობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში“. 

 

„ოპონენტები ამბობდნენ,  რადგან ასე წერია, ნიშნავს, რომ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი დღესაც მოქმედებსო“, - ჰყვება ნატო ჩხეიძე. თავად ფიქრობს, რომ ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აქტში ეს ციტატა კი ჩაწერა, მაგრამ ცოტა სხვა მნიშვნელობით, - „ამით ის ამბობს, რომ 1918 წლის აქტი მე შემიძლია გამოვიყენო როგორც იურიდიული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ვატარებ რეფერენდუმს და ვეკითხები მოსახლეობას, სურს თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა. და კიდევ, რადგან შეიქმნა ახალი აქტი, 1918 წლის აქტი უკვე ისტორიაა. არ შეიძლება, ორი მოქმედი აქტი იყოს ქვეყანაში. ორი ახალი წელი ხომ არაა? იმ ძველი აქტით რომ წახვიდეთ, რომელიმე ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად, მოგაწერინებენ? არ მოგაწერინებენ!“.

2022 წელს ნატო ჩხეიძემ პარლამენტში განახლებული კანონპროექტი წარადგინა. ახალ კანონპროეტში მან ჩაწერა, რომ დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილს აღნიშნულიყო, ხოლო 26 მაისის აღსანიშნავად პრეზიდენტის დღე დაეარსებინათ. საქართველოს პირველი პრეზიდენტი სწორედ 26 მაისს აირჩიეს. 

კანონპროექტი ვერც ამ შემთხვევაში გავიდა. ისევე როგორც 2020 წელს, ახლაც დეპუტატების უმეტესობამ კენჭისყრისას თავი შეიკავა. განხილვისას ისინი აცხადებდნენ, რომ ამ საკითხს მეტი დაფიქრება სჭირდებოდა.

ნატო ჩხეიძე აპირებს, განახლებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს გაისადაც წარუდგინოს.

„ჩვენი გადაწყვეტილება“

1991 წლის 9 აპრილს, მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ზვიად გამსახურდია პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხთან გავიდა და სიტყვით მიმართა:

 

„აი, ასეთია, მეგობრებო, ჩვენი გადაწყვეტილება. დღეიდან საქართველო, მეგობრებო, მიმართავს მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს, რათა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოს თავისუფალ ერთა თანამეგობრობაში.

ძვირფასო ძმებო და დებო! დღევანდელი დღე მოიტანა 9 აპრილს დანთხეულმა სისხლმა. შემთხვევითი როდია, რომ დღევანდელ დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ისინი წინასწარმეტყველნი იყვნენ, მათ წინასწარმეტყველურად დასთხიეს სისხლი აქ, ამ ადგილას, რამეთუ უწყოდნენ, რომ სწორედ აქ გამოცხადდებოდა დამოუკიდებლობა და სწორედ 9 აპრილს!“

მაული ლატარია, ნათია ბაშალეიშვილის დედა: „ეს გლოვის დღეა, მაგრამ გმირობის დღეც არის. 9 აპრილია დამოუკიდებლობის დღე“.

თამაზ ბეჟანიშვილი, ეკა ბეჟანიშვილის მამა: „მაშინ ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მე ბავშვი დავკარგე. მაგრამ მერე და მერე გავაცნობიერე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა 9 აპრილს უნდა აღინიშნებოდეს“.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Тренер ЦСКА Федотов не стал объяснять, почему Акинфеев не сыграет с "Зенитом"

Около 250 ретроавтомобилей представили москвичам у Музея Победы

Некапитальное строительство в Москве от компании Граунд

Дело возбудили после смерти подростка в вентиляционной шахте на западе Москвы

Музыкальные новости

Собянин поздравил Мишустина с назначением на должность премьер-министра РФ

В связи с «желтым» уровнем в Крыму и Севастополе не выполнили приказ Шойгу

Армяне в Великой Отечественной войне: Иван Георгиевич Магакьян

Состоялся релиз стратегии Warbits+ в App Store и Google Play

Новости России

Тренер ЦСКА Федотов не стал объяснять, почему Акинфеев не сыграет с "Зенитом"

Shot: в Москве 10-летней девочке лифтом зажало и вырвало средний палец

Около 250 ретроавтомобилей представили москвичам у Музея Победы

Некапитальное строительство в Москве от компании Граунд

Экология в России и мире

Первый лазертаг на Самуи

Таня Василькова расскажет (и покажет) «Как прожить в браке без брака»

Реабилитация после увеличения груди

В России за год открылось рекордное количество универмагов

Спорт в России и мире

Павлюченкова вылетела с турнира в Риме

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме

Шнайдер вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме, победив Самсонову в российском дерби

Хачанов победил Шевченко во втором круге турнира ATP в Риме

Moscow.media

АвтоВАЗу не хватает рабочих для выпуска Ларгусов. На завод привлекают вахтовиков

Работники Московско-Курского транспортной прокуратуры приняли участие в торжественном мероприятии, посвященном празднованию Дня Победы

Китай начал выпуск нового рамного внедорожника, который появится в России

Осень в Кимже....











Топ новостей на этот час

Rss.plus






Shot: в Москве 10-летней девочке лифтом зажало и вырвало средний палец

Некапитальное строительство в Москве от компании Граунд

Генич — о поражении «Краснодара» от «Спартака»: выдохлись, совсем печаль

Тренер ЦСКА Федотов не стал объяснять, почему Акинфеев не сыграет с "Зенитом"