Мы в Telegram
Добавить новость

SHOT: в Подмосковье подросток угрожает расправой однокласснице и ее семье

Зампред Совфеда Святенко: меры господдержки привлекут людей в село

В парках Подмосковья 9 мая пройдут мероприятия в честь Дня Победы

Продюсер Толчинский создаст в Петербурге новый музей старинных машин



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ოჯახი ბურიატიაში უკრაინის ომში მოკლულ შვილს გლოვობს: „თუ ახლა შევჩერდებით, მაშინ ეს ყველაფერი რისთვის იყო?“

ოჯახი ბურიატიაში უკრაინის ომში მოკლულ შვილს გლოვობს: „თუ ახლა შევჩერდებით, მაშინ ეს ყველაფერი რისთვის იყო?“

უსტ-კირანი, რუსეთი - სახელისუფლებო სატვირთო მანქანამ 31 წლის სტეპან ოსეიევის კუბო მისი ოჯახის სახლიდან 500 მეტრის მოშორებით კულტურის სახლში მიიტანა გამოსამშვიდობებელი ცერემონიისთვის რუსეთის შორეული ბურიატიის რეგიონის ამ პატარა სოფელში. სატვირთო საპატიო სამხედრო დაცვამ და პატარა ორკესტრმა გააცილეს მგლოვიარე ცოლთან, დასა და დედასთან ერთად. ჯარისკაცი უკრაინაში ბრძოლისას დაიღუპა, 14 მარტს.

კუბო ჩაბნელებულ ვესტიბიულში შემოიტანეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის ქვეშ განათავსეს. აქვეა წარწერა - „ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ“. ოთახის წინ ადგილობრივი და რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან არ შეუტყვიათ, მაგრამ ოჯახი ფიქრობს, რომ ოსეიევი მაკაროვის მახლობლად, ბუჩის რაიონში, კიევის გარეთ დაიღუპა. ეს ტერიტორია 9 მარტიდან ინტენსიური ბრძოლის არეალი იყო, სანამ უკრაინამ ის დაბრუნებულად არ გამოაცხადა 22 მარტს.

26 მარტს, დაკრძალვის ცერემონიაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებში კვლავ გაიჟღერა რუსეთის მთავრობის უსაფუძვლო ნარატივმა ომთან დაკავშირებით, ხოლო ნათესავებმა ხაზი გაუსვეს ადამიანების მზარდად გაჭირვებულ მდგომარეობას რეგიონებში, სადაც სამუშაო ადგილები, ფული და შესაძლებლობები მწირია.

„ის მუდამ თავისი ფიცის ერთგული იყო და ნაცისტური სიბინძურის წინააღმდეგ იბრძოდა“, თქვა კულტურის სახლის წარმომადგენელმა, რომელიც ცერემონიას ხელმძღვანელობდა, რითაც გაიმეორა პრეზიდენტ პუტინის ცრუ მტკიცება იმის შესახებ, რომ უკრაინას ფაშისტები მართავენ და რუსული ძალები იქიდან ნეონაცისტების განსადევნად იბრძვიან.

კიახტის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბიმბა ნიმაიევმაც მსგავსი კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ გვეამაყებიან ჩვენი ბიჭები, რომლებიც ღირსეულად და პატივით ასრულებენ თავიანთ სამხედრო ვალდებულებას უკრაინაში, ნაყოფიერ უკრაინულ მიწაზე, სადაც, ვაი რომ, ნაციზმმა ისევ მოიკიდა ფეხი“, თქვა მან.

რუსული ჯარები უკრაინაში „ჩვენი სახლების თავზე მშვიდი ცისთვის იბრძვიან“, აღნიშნა მან. თუმცა პუტინმა უკრაინაში შეჭრა რუსეთის დასაცავად განხორციელებულ იძულებით ზომად გამოაცხადა, მის მიერ უკრაინის საზღვარზე ჯარების თავმოყრისას უკრაინის ან ნატოსგან რუსეთზე თავდასხმის საფრთხე არ არსებობდა. არაერთმა სხვა ოფიციალურმა პირმა გაიმეორა პუტინის ეს მტკიცება, ზოგიერთი მათგანის მიერ ოსეიევის შეცდომით „ალექსანდრად“ მოხსენიებით გამოწვეული დამსწრეთა შეწუხებული ჩურჩულის ფონზე.

„ერთადერთი გამოსავალი“

„ჩემთვის, რა თქმა უნდა, „სტიოპუშკა“ უსაყვარლესი სახელია, საალერსო ფორმაა“, თქვა ლიდია ოსეიევამ, ოსეიევის დედამ და სოფლის სკოლის დირექტორმა, როცა ვაჟი მოსაფერებელი სახელით მოიხსენია.

მართალია, 2014 წელს ჯარში ჩაეწერა, მაგრამ სამხედრო ცხოვრება მისი საქმე არასოდეს იყოო, აღნიშნა დედამისმა.

„მას არჩევანი არ ჰქონდა“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას. „მე არ შემეძლო მისთვის კარგი განათლებისა და შესაძლებლობების შეთავაზება. ჯარში წასვლა ერთადერთი გამოსავალი იყო ჩვენთვის. სტიოპა ბუნებით მშენებელი იყო. ის ომისთვის არ იყო გაჩენილი. მაგრამ მაინც მოუწია ბრძოლა“.

ოსეიევა შეეცადა თავის ყოფილ მეუღლეზე, ოსეიევის მამაზე, არ ესაუბრა. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ის „ცუდად ცხოვრობდა“ და [ოსეიევას] მუდმივად „მისგან შერცხვენის“ მოლოდინი აწუხებდა.

„მისი ცხოვრება ცუდად დასრულდა“, დაამატა მან.

სკოლაში ოსეიევი გამოირჩეოდა, როგორც ცნობისმოყვარე და ბეჯითი მოსწავლე. იყო ფრენბურთის მოყვარული, რაც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა.

„ის ისეთი კარგი ბავშვი იყო“, გაიხსენა მისმა რუსულის მასწავლებელმა და მწვრთნელმა ციდიპილოვმა.

2021 წლის თებერვალში, 30 წლის ასაკში ის ვერონიკაზე დაქორწინდა. დედამისი ასევე სოფლის სკოლაში მუშაობს და ოსეიევასთან მთელი ცხოვრებაა მეგობრობს.

„ვერონიკას ძალიან რთული დღეები უდგას“, თქვა ოსეიევამ.

ოსეიევი კიახტის ცენტრში დიდ სამხედრო ობიექტზე იყო განაწილებული. ახერხებდა, რომ სამხედრო სამსახურის პარალელურად ეკონომიკა ესწავლა და თითქმის მზად იყო ფინალური გამოცდების ჩასაბარებლად, როცა უკრაინაში გაგზავნეს.

როგორც უფროსი სერჟანტი, ის იყო ქვეითთა საბრძოლო მანქანის მეტყვიამფრქვევე. 2017 წელს მისმა ბრიგადამ მეორე ადგილი აიღო საერთაშორისო სამხედრო შეჯიბრებაში ჩინეთის საზღვარზე, რისთვისაც მას მანქანა გადაეცა.

მისი დანაყოფი უკრაინა-რუსეთის საზღვარზე უკრაინაში 24 თებერვალს რუსეთის შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე გაიგზავნა.

„ყველაფერს მოვწყდი“, იხსენებს დედამისი ომის პირველ დღეებთან დაკავშირებით. „არ მინდოდა ახალი ამბებისთვის მომესმინა. ტელევიზორს არ ვუყურებდი. თვალს არ ვადევნებდი სოციალურ მედიას, ტიკ-ტოკს, არაფერს“.

„ომი უსამართლოა“

14 მარტს, ოსეიევმა დაურეკა ცოლს, რომელმაც მისი ხმა ძლივს იცნო. ის გაღიზიანებული ჩანდა, თუმცა ცოლს არწმუნებდა, ყველაფერი რიგზეაო.

ორი დღის შემდეგ, ოსეიევა სკოლაში თავისი კაბინეტიდან გამოდიოდა, როცა დერეფანში თავისი ქალიშვილი ოლგა და ვერონიკა დაინახა. მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე და შენობიდან გაიქცა, რომ ბავშვებს ატირებული არ ენახათ.

მომდევნო 12 დღე, სანამ მის სხეულს კიახტაში გადმოასვენებდნენ, დედამისი იმედს არ კარგავდა, რომ ის შეიძლებოდა კვლავ ცოცხალი ყოფილიყო.

„ეს 12 მტანჯველი დღე იყო“, თქვა მან. „ზოგიერთი ოფიციალური პირი ამბობდა, დაღუპულთა სიაშიაო. სხვები ამბობდნენ, არ არისო“.

დედამ უკრაინულ მედიაში წაიკითხა, რომ მისი დანაყოფის ჯარისკაცები ბელარუსში საავადმყოფოში იწვნენ.

როცა ოსეიევის სხეული გადმოასვენეს, დედამ იდენტიფიცირებისთვის მიაკითხა. ის დაბანილი და გაპარსული იყო.

„ვიცი, რომ მათ იქ შიოდათ, ამიტომ ველოდი, რომ მისი თმა გაჭაღარავებული, თავად კი დასუსტებული, ჩონჩხივით გამხდარი იქნებოდა,“ თქვა მან. „მაგრამ ის ისევე გამოიყურებოდა, როგორც მაშინ, როცა ცოცხალი იყო. ასე რომ სახლში წავედი და თავს უკეთ ვგრძნობდი. ბოლოსდაბოლოს, მე მის დამარხვას შევძლებდი.“

დაკრძალვის ცერემონიაზე სამხედროებმა ოსეიევას მისი ვაჟისთვის სიკვდილის მიერ მინიჭებული ორდენი სიმამაცისთვის გადასცეს. მათ აღნიშნეს, რომ ოსეიევმა უკრაინული ვერტმფრენი ჩამოაგდო. ეს მედალი და სხვა ჯილდოები ახლა ოსეიევას დივანზე, პატარა ბალიშზეა დამაგრებული.

დაკრძალვაზე სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა რუსტამ კინებაიევმა, არ გამოიყენა კრემლის მიერ დანერგლი ევფემიზმი - „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“.

„ომი უსამართლოა“, აღნიშნა მან. „მას საუკეთესოები მიჰყავს. სტეპანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო - სამხედრო მომზადებაში, სამხედრო დისციპლინაში. ის ამ ომში საუკეთესოთა შორის იყო“.

არა რაღაც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“

რუსეთის მიერ თებერვალში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური ცნობების თანახმად, ბურიატიიდან, სულ მცირე, 112 ჯარისკაცია დაღუპული. ეს აჩენს ეჭვებს, რომ მოსკოვს ბრძოლის არაპროპორციული ნაწილი უმეტესად იმ ჯარისკაცების მხრებზე გადააქვს, რომლებიც ღარიბი, ეთნიკურად არარუსული რეგიონებიდან არიან.

იხილეთ ვიდეო(? Watch): სულ მცირე, 112 ბურიატი ჯარისკაცია მოკლული უკრაინაში თებერვლიდან დღემდე, „თავისუფალი ბურიატიის ფონდის“ თანახმად. „ნასტოიაშჩეე ვრემია“ ზოგიერთი გარდაცვლილის ისტორიას აშუქებს და რეგიონში ხალხს ესაუბრა.

ბევრი მათგანი გაიგზავნა საომარ ზონაში კიახტის ბაზიდან, სადაც ოსეიევი მსახურობდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ იქ განთავსებული ჯარების 90 პროცენტი გადაიყვანეს. ბაზა აქტიურად ივსება ახალწვეულებით. ადგილობრივი დასაქმების საიტზე ჯარისკაცებისთვის 941 განცხადებაა განთავსებული, ხოლო სამხედრო მძღოლებისთვის - 200.

ოსეიევის მწვრთნელმა, ციდიპილოვმა თქვა, რომ „სტეპანის კლასის ნახევარი“ სამხედრო სამსახურში იყო და მათი უმეტესობა უკრაინაში გაგზავნეს.

„კოლოდინი, ბადატაროვი, პადერინი, ტრეტიაკოვი, ჩერნოიაროვი, ძმები ცირემპილოვები“, ჩამოთვალა მან მათი სახელები.

მეორე ცერემონია ოსეიევის მოსაგონებლად ( memorial service ) კიახტის ბაზაზე გაიმართა. ოსეიევას მაგიდის გარშემო უკრაინაში მებრძოლი სხვა ჯარისკაცების ახალგაზრდა ცოლები დახვდნენ.

„კიახტაში ვერ ნახავთ ფაბრიკებს ან ქარხნებს“, თქვა ციდიპილოვმა. „ამდენად, ახალგაზრდები ძირითადად იმიტომ ეწერებიან ჯარში, რომ გარკვეული თანხა გამოიმუშაონ და ოჯახები გამოკვებონ. ისინი ფიქრობენ, რომ უბრალოდ იცხოვრებენ, იმუშავებენ და ომი არ იქნება. მერე კი ხდება ის, რასაც ვხედავთ“.

ციდიპილოვმა სწრაფად დაამატა, რომ, მისი აზრით, პუტინმა უკრაინაში ჯარების გაგზავნით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ისინი 30 წელია გვირტყამენ და გვამცირებენ“, თქვა მან ისე, რომ არ დაუკონკრეტებია, ვინ არიან „ისინი“, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა ხელისუფლების ნარატივი, რომლის თანახმადაც, პუტინი და რუსეთი, როგორც იქნა, საბჭოთა კავშირის დაშლიდან სამი ათწლეულის შემდეგ წინ აღუდგნენ დასავლეთს. „ჩვენ ყოველთვის გარიყულები ვართ“.

ერთმა ჯარისკაცმა ოსეიევის ბაზიდან, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, თქვა, რომ თავადაც მზად არის გაწვევისთვის, თუ შესაბამისი ბრძანება იქნება.

„მთელი ქვეყანა ხვდება, რომ ეს ომია“, თქვა მან. „ეს არ არის რაღაც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“. ხალხი იხოცება - ჯარისკაცები, ორივე მხარეს. სამოქალაქო მოსახლეობა იტანჯება“.

კითხვას, თუ რატომ მიმდინარეობდა ეს ომი, ჯარისკაცმა იმ არგუმენტებით უპასუხა, რომელთაც კრემლის პროპაგანდისტული მედია აჟღერებს: „მიმაჩნია, რომ ეს არის ომი ფაშიზმის წინააღმდეგ... ჩვენი ბაბუები ებრძოდნენ ფაშიზმს. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ფაშიზმი ჯერაც ცოცხალია“.

თავის მხრივ, ლიდია ოსეიევა იზიარებს მოსაზრებას, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი.

„ახლა თუ შევჩერდებით, ეს ყველაფერი რისთვის იყო?“ თქვა მან. „ სტეპანის თანამებრძოლმა თქვა, რომ ისინი იქ მოტყუებით გაგზავნეს. ისინი არ იყვნენ ფსიქოლოგიურად ან მორალურად მომზადებულები. მაგრამ ახლა ცხადია, რისთვის ვიბრძვით... მათ ისწავლეს ბრძოლა“.

ოსეიევი უსტ-კირანის სასაფლაოზე, სოფლის ხის ეკლესიიდან რამდენიმე ნაბიჯში დაკრძალეს. მას სამხედრო უნიფორმა ეცვა, თუმცა მისი საფლავის ქვის ფოტოზე კოსტიუმსა და ჰალსტუხში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცია გამოსახული.

„მინდოდა, ჩემი შვილი სამოქალაქო ტანსაცმელში დამენახა, რადგან ეს ის დრო იყო, როცა ის ბედნიერი იყო“, თქვა ჯარისკაცის დედამ.

 

სტატია მოამზადა რობერტ კოულსონმა ალევტინა დარმაიევას მიერ რუსეთიდან მოწოდებული მასალის საფუძველზე.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Синоптик Позднякова: 9 мая в Москве еще будет кружить снег

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о поддержке малого и среднего бизнеса АПК

В Люберцах временно изменят схемы движения автобусных маршрутов на 9 Мая

«Сегодня дома»: Московский зоопарк показал, как панды развлекаются в дождь 

Музыкальные новости

Ирина Струнова стала Терапевтом года

РБК: в Москве нашли мертвым экс-председателя совета директоров «Норникеля»

Михаил Галустян отказался от шашлыка и похудел на 14 килограммов

В Москве прошла встреча генерального директора «Россети Центр» Игоря Маковского с фондом «Энергия русского духа»

Новости России

Певица Кристина Орбакайте показала фото с мужем из путешествия по Италии

Заместитель Росгвардии генерал-полковник Алексей Воробьев поприветствовал участников патриотического конкурса в центре спорта и образования "Самбо-70"

Бояринцев: В чемпионской гонке я буду болеть за «Динамо»

В Люберцах временно изменят схемы движения автобусных маршрутов на 9 Мая

Экология в России и мире

Филиал «Ревилайн» в Иркутске анонсировал семейный ирригатор RL 150

История дельфина, принесшего пользу всей природе

Пресс-релиз | CRYPTONIUM | Новая экосистема для заработка на криптовалюте | Арбитраж | Трейдинг | Обучение

7 мая - День борьбы с бронхиальной астмой

Спорт в России и мире

Рублев оставил загадочное послание после победы в Мадриде

Свентек выиграла титул WTA в Мадриде

Соболенко уступила Свентек в финале турнира WTA-1000 в Мадриде

Андрей Рублев поднялся на шестое место в рейтинге ATP

Moscow.media

Росгвардия обеспечила безопасность генеральной репетиции парада ко Дню Победы в Москве

"Русские должны извиниться!": Таджики в гневе из-за запрета "тусить" в России

Северный калейдоскоп

Композитор Классической музыки Сергей Брановицкий представляет произведения классической музыки.











Топ новостей на этот час

Rss.plus






Названы сроки начала поставок обновлённого Aurus Senat, на котором Путин приехал на инаугурацию

Китайцы рассказали о нервной реакции Запада на ответ Кремля Вашингтону

«Арт-платформа» готовит главную премьеру театрального сезона, приуроченную к объявленному в России Году семьи»

В Тверской области в городах воинской славы Твери и Ржеве в День Победы состоятся торжественные прохождения войск