ჟურნალმა "ტაიმმა" მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის ყოველწლიური სია გამოაქვეყნა. ამ სიაში შედიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.
მანამდე ზელენსკი გახდა კენჭისყრის ლიდერი ჟურნალის მკითხველთა შორის და უკან ჩამოიტოვა ელონ მასკი და ბორის ჯონსონი. უკრაინის პრეზიდენტზე კი სტატია ჟურნალ "ტაიმისთვის" აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაწერა და ზელენსკის უწოდა თავისი ხალხის გამბედაობისა და სიმტკიცის ღირსი ლიდერი.
"ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვეურთიერთებით , პრეზიდენტ ზელენსკის ხმაში მესმის იმ ადამიანის უდრეკი სიმტკიცე, რომელსაც ღრმად სწამს თავისი მოვალეობა ხალხის წინაშე და ყოველდღიურად იღებს პასუხისმგებლობას ერის წარმართვაზე ამ პირქუშ და რთულ დროში", - წერს ბაიდენი.
"ტაიმის" რეიტინგი ტრადიციულად იყოფა რამდენიმე კატეგორიად: "მხატვრები"," ინოვატორები"," ტიტანები"," კერპები," პიონერები "და"ლიდერები". ზელენსკისა და პუტინის გარდა, პოლიტიკურ ლიდერებს შორის, სიაში ასევე მოხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი.