პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას სიტყვით გამოსვლას უკრაინის უმაღლეს რადაში, დეპუტატებთან ერთად, ისმენს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
სააგენტო UNIAN-ის ცნობით, თავის სიტყვაში ზელენსკიმ თავს უფლება მისცა ეხუმრა ევროვიზიაზე, რომლის კონკურსში უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ გაიმარჯვა სიმღერით, Stefania.
"ვერავინ შეძლებს ჩვენი ერთობის დარღვევას. ვერც მტრულად განწყობილი პოლიტიკოსები, ვერც უცხოელი აგენტები და ვერც ევროვიზიის ჟიური", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ანჯეი დუდა პირველი უცხო სახელმწიფოს ხელმძღვანელია, რომელიც უკრაინის უმაღლეს რადაში გამოდის სიტყვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.