22 მაისს სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც ისმის ახალგაზრდა გოგოს ხმა: „არა ომს!“ „თავისუფლება უკრაინას!“ „პუტინი - ეშმაკი!“და რომელზეც ასახული სკოლის დამთავრებისადმი მიძღვძნილი შეკრება.
რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, „კავკაზ.რეალიის“ თანახმად, არ არის დადგენილი კონკრეტულად რომელ სკოლაშია გადაღებული ვიდეო, ცნობილია მხოლოდ, რომ ეს ქალაქ იზბერბაშის ერთ-ერთი სკოლაა. ვიდეო ჩანაწერზე არ ჩანს ასევე კურსდამთავრებული, რომელმაც ლოზუნგები წამოიძახა.
ამავე ცნობით, მოზარდის და მისი დედის მიმართ აღძრულია ადმინისტრაციული საქმე. ოფიციალურ ორგანოებს მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. დაღესტანში ხელისუფლების მომხრე ტელეგრამ-არხების თანახმად, კურსდამთავრებული გოგონას მიმართ აღძრულია საქმე მუხლით, რომლითაც ისჯება რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიმართულებით ჩადენილი საჯარო ქმედება. დედას მიმართ საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც ეხება არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლებს, ვინც არ შეასრულებს არასრულწლოვანის მოვლის და აღზრდის ვალდებულებას.
ამ არხებმა გამოაქვეყნეს მოწაფის მონაცემები და მისი ფოტოგრაფია, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.
დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარზე უარს ამბობს. „კაკვაზ.რეალიის“ აცნობეს“, რომ მომხდარის გარშემო ხდება შემოწმება. განათლების სამინისტროში წყარომ განუცხადა რედაქციას, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მათთან მივიდა და ისინი საქმეს სწავლობენ.
„რაც ამ ეტაპზე ვიცით, ისაა, რომ გოგონამ ეს გააკეთა თანაკლასებთან კამათის შემდეგ. ანუ ეს მისი პოზია კი არ არის, არამედ საყმაწვილო ასაკის ბრალია“. ოუსეთის დუმამ 4 მარტს მიიღო კანონი იმის შესხზებ რომ ადმინისტრაციული წესით დაისჯებიან, ვინც რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიმართულებით საჯარო ქმედებას ჩაიდენს.