“მე მხარს ვუჭერ მთავარ არხს, არა იმიტომ რომ მომწონს ან არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ დემოკრატიაში მსურს ცხოვრება და მინდა მივეჩვიო განსხვავებულ აზრს… და თან არ მინდა მთავარ არხს უჭირდეს, როცა ალტ-ინფოს და სხვა რუსული პროპაგანდის მედიას არ უჭირს… დიახ ესეც ბრძოლა და ომია, პრინციპები და ღირსებაა… ჩემზეც რომ უარყოფითს ამბობდეს მთავარი არხი, მაინც დავუჭერ მხარს, უშიშრობისთვის, ღირსებისთვის… ყველას გთხოვთ, ჩვენი ხელფასის უმცირესი ნაწილი გადავრიცხოთ… ვინც, ახლა, საქართველოსთვის კანდიდატობის მინიჭების პროცესში შევწუხდით ჟურნალისტის დაკავებაზე, დავეხმაროთ… განსაკუთრებით აფხაზეთელებს გთხოვთ. ჩვენ ხომ სიკვდილამდე სიმშვიდე მაინც არ გვიწერია და სულ ომში უნდა ვიყოთ,” – წერს სოციალურ ქსელში ასოციაციის “ევროპის დროით” თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი ეკატერინე ქარდავა.