Мы в Telegram
Добавить новость

RevPAR в отелях Москвы вырос на 56%

Новый поезд в Крым запустят с 25 мая через Воронеж

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о героях нашего времени

Фельдшер из Волгоградской области купила жилье в Подмосковье по соципотеке

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„შეაგროვეთ დოკუმენტები და წამოგვყევით!“ - უკრაინელი სამოქალაქო პირები რუსეთის იზოლატორებში ჰყავთ გამომწყვდეული

„შეაგროვეთ დოკუმენტები და წამოგვყევით!“ - უკრაინელი სამოქალაქო პირები რუსეთის იზოლატორებში ჰყავთ გამომწყვდეული

უკრაინიდან იძულებით წაყვანილი სამოქალაქო პირები რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში იმყოფებიან: ამის შესახებ თავად უფლებადამცველები და რუსეთიდან დაბრუნებული უკრაინელი სამოქალაქო პირები ჰყვებიან. გათავისუფლებულები რუსეთის იზოლატორებში თავიანთი ცემის ფაქტებზეც ლაპარაკობენ.

საერთაშორისო სისხლის სამართლის თანახმად, ასეთი ქმედებები კლასიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება სისტემატური ხასიათისაა, იგი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად ითვლება.

ოფიციალურად, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არასდროს დაუდასტურებიათ უკრაინის სამოქალაქო პირების ყოფნა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე საგამოძიებო იზოლატორებში, რომლებიც განკუთვნილია სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილი პირებისთვის. რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში გაგზავნილი უკრაინელების ახლობლებსაც კი არ მიუღიათ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია რუსი ჩინოვნიკებისგან.

გოსტომელელი ელენასა და მისი ქმარ-შვილის ისტორია

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ინტერვენციამდე გოსტომელელი ელენა თავის მეუღლესთან, შვილსა და 83 წლის მამასთან ერთად მშვიდად ცხოვრობდა და მუშაობდა. ის არის მთავარი ექიმი, ამბულატორიის ხელმძღვანელი. ქმარი შინაგან საქმეთა სამინისტროს პენსიონერია, ვაჟი - კვების ინსტიტუტის სტუდენტი ბიოტექნოლოგიისა და ინჟინერიის სპეციალობით. 2022 წლის 7 თებერვალს ელენას შვილმა დიპლომი დაიცვა. ორი კვირის შემდეგ კი რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

დაბა გოსტომელი კი გახდა ერთ-ერთი პირველი ალყაშემორტყმული დასახლებული პუნქტი: 24 თებერვალს ელენას ოჯახმა ვერ დატოვა გოსტომელი, უკვე 26 თებერვალს დაბა რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. თავიდან ელენა კვლავ წავიდა სამსახურში, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ იძულებული გახდა, პაციენტების მიღება სახლში დაეწყო: „მიუხედავად ამისა, ექიმის პროფესია არავის გაუუქმებიაო“, - ამბობს ის.

„იყო დაბომბვები, მაგრამ ჩვენ ჩვენი ნაკვეთის ტერიტორიის გარეთ არ გავდიოდით, რადგან ეს საშიში იყო, კარგად გვესმოდა, რომ აბსოლუტურად რეალური იყო სნაიპერის ტყვიას ან ნაღმტყორცნების ცეცხლს დავეხოცეთ. რაც აქ დაბომბვის თვალსაზრისით განვიცადეთ, ეს იყო საშინელება, ნამდვილი არმაგედონი“, - ჰყვება ელენა.

 

რუსი სამხედროები ელენას სახლში ომის დაწყებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 18 მარტს გამოჩნდნენ. მათ ჩაატარეს ე.წ. წმენდა: შეამოწმეს დოკუმენტები, ეძებდნენ იარაღს, ჰკითხეს, რატომ არ დატოვა ოჯახმა ქალაქი. ელენამ მიუგო: „რატომ უნდა გავიქცე საკუთარი სახლიდან? ეს არის ჩვენი სახლი, ეს არის ჩვენი მიწა და 50 წლის ასაკში არ ვაპირებთ დევნილად ყოფნას“. მეორე დღეს, „წმენდა“ განმეორდა: ისევ მთელ ოჯახს შეუმოწმეს საბუთები და ტელეფონები. 20 მარტს რუსი ჯარისკაცები ელენას სახლში მესამედ მივიდნენ. ის იმ მომენტში სამზარეულოში იყო, მისი მეუღლე წინა კართან იდგა ტელეფონით ხელში - მეზობელი ურეკავდა და ეკითხებოდა, ხელუხლებელი იყო თუ არა მისი სახლი.

„ჩემს ქმარს მაშინვე ფეხში ესროლეს, ტყვია მუხლსა და ბარძაყში მოხვდა. სახლიდან გაგვყარეს, ჩემი ქმარს საფეთქელზე იარაღი მიადეს. ვაჟმა ყვირილი დაიწყო: „ნუ მოკლავ მამას!“ ისინი, თითქოს, დამშვიდდნენ, თქვეს: „სწრაფად შეაგროვეთ დოკუმენტები, უნდა წაგიყვანოთო“. და სამი ჩვენგანი - ქმარი, შვილი და მე - ტყვედ წაგვიყვანეს. ბაბუა სახლში მარტო დარჩა“, - ამბობს ელენა.

ელენასა და მის ქმარ-შვილს თავზე ცელოფნის ტომრები ჩამოაცვეს, ჯავშანტრანსპორტიორში ჩასვეს და გოსტომელის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში რუსი სამხედროების შტაბში გადაიყვანეს. შემდეგ სამივე დაკითხეს ნიღბიანმა პირებმა, რომლებმაც თავი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებად გააცნეს. ისინი ცალ-ცალკე დაკითხეს, თითოეულის დაკითხვა სულ 20 წუთი გაგრძელდა, მთავარი კითხვა იყო: „რატომ არ დატოვეთ ქალაქი?“

დაკითხვის შემდეგ ისევ ტომრები ჩამოაცვეს თავზე და ანტონოვის სახელობის აეროპორტში წაიყვანეს. ელენას შვილი და ქმარი იქ დატოვეს, თავად ელენა შტაბში დააბრუნეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს.

„შვილი და ქმარი, სხვა სამოქალაქო პატიმრებთან ერთად, ჩასხეს მაცივრებში, რომლებიც რუსმა სამხედროებმა კამერებად გადააკეთეს. ამის შემდეგ, ყველა, ვისაც თავზე ტომრები ჰქონდა, წაიყვანეს ნაროვლიაში (ბელარუსის სასაზღვრო ქალაქი გომელის რეგიონში -რედ.) და იქ დატოვეს რაღაც დიდ ავტოფარეხში თუ ფარდულში. მეორე დღეს, ჩემი მეუღლე, რადგან ის დაჭრილი  იყო, კურსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, ეს იყო 23 ან 24 მარტი. ჩემი შვილი კი, როგორც ვიცი, სხვა სამოქალაქო პირებთან ერთად, ბრიანსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოხვდა“, - გვიამბობს ელენა.

კურსკის წინასწარი დაკავების ცენტრში ელენას მეუღლეს პრაქტიკულად არ გაუწიეს სამედიცინო დახმარება: მან თქვა, რომ ჭრილობის მოუვლელობის გამო კინაღამ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ქმარს ანტიბიოტიკების ინექცია მხოლოდ მას შემდეგ დაუწყეს, რაც გონება დაკარგა.

„რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩემი მეუღლეს აიძულებდნენ, რომ  სიმღერები ემღერა. პატიმრებს იქ სცემენ, დასცინიან, ამცირებენ. იქ სისასტიკე მასშტაბურია, ისეთი სისასტიკეა, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, - ამბობს ელენა, - არ გეტყვით, რა გააკეთეს იქ ჩემს მეუღლესთან ერთად. ეს უბრალოდ კოშმარია. ის გეტყვით, როდესაც შეძლებს“.

ელენას სახლში რუსი სამხედროების რეიდიდან ერთი თვის შემდეგ, 18 აპრილს, რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრები გაცვალეს და ელენას ქმარი შინ დაბრუნდა. მაგრამ შვილი, მისი თქმით, ჯერ კიდევ რუსეთშია.

ვისთვის ათავისუფლებენ კოლონიებს რუსეთის სიღრმეში?

უკრაინაში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის სასაზღვრო რეგიონებში მდებარე წინასწარი დაკავების ცენტრებში მყოფი პატიმრების ქვეყნის სიღრმეში ტრანსპორტირება დაიწყეს. უფლებადამცველებმა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ უთხრეს, რომ როსტოვის რეგიონიდან პატიმრების ეტაპირება შემოდგომიდან დაიწყო: ისინი მორდოვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადაიყვანეს.

ხოლო კურსკისა და ვორონეჟის რეგიონებში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან პატიმრები გადაჰყავთ ივანოვოში, იაროსლავლში, რიბინსკსა და მორდოვეთში. სასაზღვრო რეგიონების სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან პატიმრების ეტაპირების შესახებ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ინფორმაცია ოთხმა წყარომ დაუდასტურა.

„სასაზღვრო რაიონებიდან პატიმების ტრანზიტი უწყვეტ ნაკადად მიედინება. ახლა ეტაპირება ყველა ამ რეგიონიდან (კურსკის, ვორონეჟის, როსტოვის) ხორციელდება. რიაზანის რეგიონის გამოსასწორებელი კოლონიიდან, 2000 პატიმრიდან დატოვეს მხოლოდ 270 ადამიანი, და ესეც ის ხალხია, ვინც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამო იხდის სასჯელს და რომლებსაც ერთი ან ორი თვე აქვთ დარჩენილი. ოფიციალურად, პატიმრების ასეთი გადანაწილების მიზეზებზე არაფერია ნათქვამი“, - ამბობს რიაზანელი ადამიანის უფლებათა აქტივისტი (მის ვინაობას, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვაქვეყნებთ - რედ.). 

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ წყაროს ცნობით, საერთო რეჟიმის კურსკის კოლონიიდან სხვა რეგიონებში გადაჰყავთ პატიმრები, რომლებიც პირველად იხდიან სასჯელს.

„უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით კურსკის კოლონიის დაცვა გაორმაგდა: საპატიმროს პერიმეტრს ორჯერ მეტი თანამშრომელი იცავს. დადის ხმები, რომ ზონას ათავისუფლებენ უკრაინელი პატიმრებისთვის“, - ჰყვება წყარო.  

იაროსლავლელი უფლებადამცველი ირწმუნება, რომ იაროსლავლისა და რიბინსკის წინასწარი დაკავების ცენტრები გადატვირთულია როსტოვისა და ვორონეჟის რეგიონებიდან ჩამოყვანილი პატიმრებით. მისი თქმით, ორადგილიან საკანში შესაძლოა ექვსი პატიმარი ჰყავდეთ. მათ ამ წინასწარი დაკავების ცენტრებში ათავსებენ დროებით, რათა მოგვიანებით სხვა რეგიონებში, ქვეყნის სიღრმეში გადაგზავნონ.

ორმა ადვოკატმა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ განუცხადა, რომ ტულის ოლქის ქალაქ დონსკოეს კოლონიაში გაათავისუფლეს 100 ადგილი, რომლებიც, უფლებდამცველების ინფორმაციით, უკრაინელი პატიმრებისთვის არის გათვალისწინებული.

პრაქტიკაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრები მასობრივად იმ შემთხვევებში გადაჰყავთ, როდესაც მის ტერიტორიაზე ტარდება გადაუდებელი რემონტი, მოხდა უბედური შემთხვევა ან სხვა გაუთვალისწინებელი სიტუაცია, რაც არ იძლევა მასში ადამიანების ყოფნის საშუალებას. უფლებადამცველებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ უკრაინის მოსაზღვრე ყველა რეგიონში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებები რემონტდება ან უბედური შემთხვევები მოხდა. რედაქციამ ამის დამადასტურებელი ინფორმაცია ვერ აღმოაჩინა ოფიციალური უწყების- რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ვებსაიტებზე.

* ჟენევის კონვენციის 49-ე მუხლით: „იკრძალება ნებისმიერი მოტივით განპირობებული დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინდივიდუალური და მასობრივი იძულებითი გადაადგილება ან დეპორტირება ოკუპირებული ქვეყნიდან ოკუპანტი სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა ოკუპირებული თუ არაოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიაზე“.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Нижний Новгород оказался среди городов России с лучшим качеством жизни

Тема дня: Россия к 2030 году может полностью обеспечить себя дефицитным сырьем и начать его экспорт

Во Ржеве работал подпольный цех по производству бытовой химии

Приглашение войти в ту дверь

Музыкальные новости

Росгвардия обеспечила безопасность генеральной репетиции парада ко Дню Победы в Москве

В поселке Калининец состоялся этап Чемпионата и Первенства Москвы и МО по кроссу «Кубок Kramar Motorsport»

«Кубок футбольных мам» прошел на стадионе «Москвич» в Лобне

Московское "Динамо" возглавило турнирную таблицу РПЛ

Новости России

Мотопробег ко Дню Победы прошел в Подольске

С начала 2024 года на рынок России вышли 11 новых международных брендов

РСХБ: более четверти россиян заказывают в ресторанах блюда, приготовленные из фермерских продуктов

Собянин: сборная Москвы взяла 1331 диплом на Всероссийской олимпиаде

Экология в России и мире

Неделю с 6 по 12 мая 2024 года Министерство здравоохранения Российской Федерации объявило Неделей сохранения здоровья легких

Филиал «Ревилайн» в Иркутске анонсировал семейный ирригатор RL 150

В Москве открылся концепт-павильон современных русских дизайнеров и художников

Экзаменационный центр «Воронеж-НК» на базе Воронежского ТРЗ Желдорреммаш сертифицирует до 200 дефектоскопистов ежегодно.

Спорт в России и мире

Рублёв поднимется на шестое место в рейтинге ATP после победы на «Мастерсе» в Мадриде

Соболенко уступила Свентек в финале турнира WTA-1000 в Мадриде

Свентек выиграла титул WTA в Мадриде

Свентек переиграла Соболенко и выиграла титул WTA в Мадриде

Moscow.media

Песня под Ключ. Купить Песню под Ключ. Запись Песни под Ключ.

Неудержимые 3. Морские волки

СТОЛИЧНЫЕ РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ БЕЗОПАСНОСТЬ МЕРОПРИЯТИЙ, ПОСВЯЩЁННЫХ ПАСХЕ ХРИСТОВОЙ

В России вдвое подскочили продажи складных смартфонов — помогло расширение ассортимента











Топ новостей на этот час

Rss.plus






Фельдшер из Волгоградской области купила жилье в Подмосковье по соципотеке

RevPAR в отелях Москвы вырос на 56%

Нижегородские кадеты посетили репетицию Парада Победы в Москве

Так помыли машину, что она «растворилась»