“მთავრობამ იყიდა 31 მილიონის 79 როიალი. კონსერვატორიისთვისო.
საქართველოში სულ არ არის 79 საკონცერტო დარბაზი. სუ რო ბასიანებში და ბათუმის ბუნგალოებში დადგა, მაინც დაგრჩება.
კონსერვატორიაში სულ არ არის 79 ოთახი, რომელიც როიალს დაიტევს. ფიზიკურად არ არის.
მეტიც: საქართველოში სულ არ არის 79 პიანისტი, რომელიც ამ როიალებზე დაუკრავს.
სამაგიეროდ 31 მილიონად – 79 ახალგაზრდას გაუშვებდი ჯულიარდში სასწავლებლად; 790 ახალგაზრდას ბინას უქირავებდი და სწავლოს პერიოდში სტიპენდიას დაუნიშნავდი რომ არ ემუშავა. აი მერე ასიათასიან როიალებს რამენაირად თავად მიაგნებდნენ.
მაგრამ ეგაა, რომ ავტორიტარიზმს შედეგზე მეტად მბზინვარება აინტერესებს. სტეინვეები რო გილაგია კონსერვატოროაში, ეგ არის უკვე კარგი და ლამაზი, თორე ვინც კი ოდნავ წარმატებას აღწევს ქვეყნიდან რომ გარბის, ეგ რა სანერვიულოა.
31 მილიონი როიალებში. ამ გაჭირვებულ ქვეყანაში.
და კერძო კომპანიის დირექტორი დაიჭირეს სამი წლით კომპანიის მანქანის პირადი ინტერესებით გამოყენების გამო.
გაგიმარჯოთ პრინციპულობასა და სახელმწიფოებრივ აზროვნებაში,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოსფოსი ლევან ღამბაშიძე.