რუსეთში კვირას ღამით უცნობი პირები 2 სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდებას შეეცადნენ. ამის შესახებ გამოცემა Baza იუწყება.
ამავე წყაროს ცნობით, უკრაინის წინააღმდე ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში 10 სამხედრო კომისარიატის გადაწვის მცდელობას ჰქონდა ადგილი. დამნაშავე ვერც ერთ შემთხვევაშ ვერ იქნა გამოვლენილი.
Baza-ს ცნობით, რიაზანის რაიონის სოფელ პრონსკში სამხედრო კომისარიატს თავს დაესხნენ. უცნობი პირები შენობას დაახლოებით დილის 3 საათზე მიუახლოვდნენ და კარის და შემდეგ ფანჯრის ჩარჩოს ცეცხლი წაუკიდეს. მაგრამ ცეცხლი არ გავრცელებულა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
კიდევ ერთი ცეცხლის გაჩენა ვოლგოგრადში მოხდა. ხანძარი საბჭოთა, ვოროშილოვსკისა და კიროვსკის რაიონების სამხედრო კომისარიატების კომუნალურ ოთახებში გაჩნდა. სავარაუდოდ, შენობაში მოლოტოვის კოქტეილი შეაგდეს.
უფრო ადრე 13 მაისს როსტოვის რაიონის ქალაქ გუკოვოში სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის დანთების მცდელობა განხორციელდა. პარასკევ ღამით უცნობმა პირებმა ომსკის ცენტრში მდებარე სამხედრო კომისარიატის შენობას ცეცხლი წაუკიდეს, - იუწყება გამოცემა Om1.ru რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით. ჩერეპოვეცში, 16 წლის ორმა პირმა მოლოტოვის კოქტეილები დაუშინა სამხედრო გაწვევის ოფისს, ისინი დააკავეს.
4 მაისის ღამეს უცნობმა პირმა ნიჟნევარტოვსკში, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე სამხედრო კომისარიატის შენობაში ორი მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო. ასევე დაფიქსირდა სამხედრო გამწვევი პუნქტებისთვის ცეცხლის წაკიდების სხვა შემთხვევებიც. ადამიანები არც ერთ ამ შემთხვევაში არ დაშავებულან.