ბალეტ “ოტელოს” პრემიერის წინ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, დამდგმელი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, სცენოგრაფიისა და კოსტიუმების მხატვარი დავით პოპიაშვილი, ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიის აღმდგენი ლალი კანდელაკი, მოწვეული წამყვანი სოლისტები და დასის სოლისტები.