4 მაისის საღამოს მდგომარეობით უკრაინის ხელისუფლებას კავშირის აქვს ქარხანა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე მყოფი ქალაქ მარიუპოლის დამცველებთან, ხოლო რუსეთის ჯარი უკვე იმყოფება საწარმოს ტერიტორიაზე.
"მეორე დღეა გრძელდება ქარხნის შტურმი, რუსეთის ჯარი "აზოვსტალის" ტერიტორიაზე უკვე იმყოფება", -ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან საუბარში რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში უკრაინის დელეგაციის წევრმა და მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ დავით არახამიამ აღნიშნა, პოლკ "აზოვის" მეთაურზე დაყრდნობით.
ოთხშაბათს რუსმა სამხედროებმა შეაღწიეს ქარხნის ტერიტორიაზე, რომელსაც ბომბავდნენ და ცეცხლს უშენდნენ. "აზოვტსალის" ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გააფთრებული ბრძოლები. იმ დროისთვის უკრაინელ მებრძოლებთან კავშირი დაკარგული იყო.
რუსეთი აცხადებს, რომ ხუთშაბათს დილით კვლავ გახსნის ჰუმანიტრაულ დერეფანს "აზოვსტალი" ტერიტორიიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის, მაგრამ განცხადებაში სამხედროებზე არაფერია ნათქვამი. მანამდე რუსეთის სარდლობამ მარიუპოლის დამცველებს იარაღის დაყრა და ჩაბარება მოსთხოვა, რაზეც უკრაინელმა სამხედროებმა უარი განაცხადეს.