Мы в Telegram
Добавить новость

Певцу Денису Майданову стало плохо в столичном театре

Лавров назвал временными меры профилактики терроризма на границе с Таджикистаном

Аналитик рассказал о плюсах и минусах системы «умный дом»

Холодный атмосферный фронт подходит к Москве



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

იქნებ, სასჯელის გადავადება? - გამოცდილება, კანონი, შესაძლებლობა

სასჯელის გადავადება, შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი გზა პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსაჯანმრთელებლად, - სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ამ შინაარსის განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ექიმების კონსილიუმმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი დასკვნა გაასაჯაროვა - მათ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულად შეაფასეს. შეიძლება თუ არა, მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ეს გზა აირჩიოს და სასამართლოსგან სასჯელის გადავადება მოითხოვოს?

საქართველოში განაჩენის აღსრულების გადავადება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით რეგულირდება და, როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მსგავსი შემთხვევები მის პრაქტიკაშიც არაერთია.

ადვოკატი იხსენებს რამდენიმე წლისწინანდელ ამბავს, თუ როგორ გადაუვადეს სასჯელი მისი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმარს, რომელსაც მხედველობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ციხეში კი მის დაავადებას ვერ მკურნალობდნენ.

ნესტან ლონდარიძე გვიამბობს, რომ ავადმყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაერთი საჭირო სამედიცინო დოკუმენტი მოაგროვეს, რომელთა წარდგენის შემდეგ მსჯავრდებულის ქალაქის კლინიკაში გადაყვანა მოითხოვეს. თხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა, რადგან იმ კონკრეტულ კლინიკაში პატიმარს სრულყოფილად ვერ უმკურნალეს, ექიმის დასკვნის საფუძველზე, ისევ მოითხოვეს ამჯერად სხვა კლინიკაში მისი მკურნალობის გაგრძელება ან მისი საზღვარგარეთ, შესაბამის ჰოსპიტალში გადაყვანა:

„მივმართეთ სასამართლოს, წარვადგინეთ ყველა საჭირო დოკუმენტი და მართლაც, მოსამართლემ მიიღო სასჯელის გადავადების გადაწყვეტილება“, - იხსენებს ნესტან ლონდარიძე.

თუმცა, სასჯელის გადავადების მოთხოვნა ყოველთვის ასე არ სრულდება. გააჩნია პატიმარს. მაგალითად, 2020 წელს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) უშედეგოდ ცდილობდა მკურნალობამდე სასჯელის გადავადებას დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის - ორგანიზაციის იურისტმა, ქეთი ჩუთლაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლომ „კანონი სიტყვასიტყვით განმარტა“ და რადგანაც ექსპერტიზის დასკვნაში სიტყვა „მძიმე“ არ ეწერა, პატიმარს უარი უთხრეს სასჯელის გადავადებაზე.

ნესტან ლონდარიძის აზრით, სასჯელის გადავადების მექანიზმის გამოყენება დღეს თავისუფლად შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც, თუკი მისი ადვოკატები ამ გზას აირჩევენ.

„ის ვერ გამოვა ციხიდან - ასე ამ საკითხს არ უნდა შევხედოთ. ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, უდანაშაულოა თუ არა მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე - ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. როცა ჩვენ პატიმარს ამ კუთხით ვიცავთ, საერთოდ არ ვსწავლობთ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის დეტალებს. მის მდგომარეობას ვსწავლობთ სწორედ სამედიცინო კუთხით და თუ ის ექვემდებარება კონკრეტულ მოთხოვნებს, მივმართავთ სასამართლოს მისი გათავისუფლების თუ სასჯელის გადავადების მოთხოვნით. სააკაშვილის შემთხვევაშიც, ჩემი აზრით, უკვე ძალიან ბევრი არგუმენტი არსებობს მისთვის სასჯელის გადასავადებლად. მათ შორის, ექიმთა ჯგუფის სამედიცინო დასკვნაც“, - ამბობს ნესტან ლონდარიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

რა შემთხვევაში შეიძლება სასჯელის გადავადება?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ბექა თაკალანძე გვეუბნება, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

რა შეიძლება გახდეს სასჯელის გადავადების საფუძველი?

ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ:

მსჯავრდებული მძიმედ ავადაა, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;

რა დაავადებების მქონე პატიმარს შეიძლება გადაუვადონ სასჯელი?

ჩამონათვალი გრძელია:

ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნეები, სხივური დაავადებები, ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ფსიქიკური აშლილობები, ნერვული სისტემის დაავადებები, მხედველობის მოშლა და სიბრმავე, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი გზების დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმლების დაავადებები და ა.შ.

ვინ მიმართავს სასამართლოს?

როგორც წესი, ამ შუამდგომლობას აყენებს თავად მსჯავრდებული, მისი ადვოკატები. იგივე შეიძლება მოითხოვოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორმაც, თუ ხედავს, რომ პატიმრის მდგომარეობა მძიმეა.

რას ითვალისწინებს სასამართლო?

სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული/შესაძლებელი მკურნალობა, დაავადების მიმდინარეობა, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას?

მოსამართლე. ის განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის შუამდგომლობით.

რამდენ ხანს შეიძლება სასჯელი გადავადდეს?

კანონში ეს ვადა გაწერილი არ არის, თუმცა მსჯავრდებულს შეუძლია იყოს საპატიმროს გარეთ, სანამ არ გამოჯანმრთელდება და არ შეეძლება სასჯელის მოხდა, ოღონდ ერთი პირობით.

გადავადების პირობა -  რა ევალება მსჯავრდებულს?

მსჯავრდებულმა წელიწადში სულ მცირე ერთხელ უნდა ჩაიტაროს სამედიცინო ექსპერტიზა, საკუთარი ხარჯით, დასკვნა წარუდგინოს სასამართლოს.

თუ სასამართლო ჩათვლის, რომ იმ ეტაპზე ისევ მიზანშეუწონელია მსჯავრდებულის ციხეში დაბრუნება, ისევ გადაუვადებს სასჯელს.

თუ მსჯავრდებული სასამართლოს დადგენილი პერიოდულობით არ წარუდგენს ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლოს შეუძლია იგი ციხეში დააბრუნოს.

მსჯავრდებული ციხეში ბრუნდება იმ შემთხვევაშიც, თუკი ექსპერტის დასკვნა ამბობს, რომ ის უკვე გამოჯანმრთელდა.

„საიას“ იურისტი გვეუბნება, რომ პრაქტიკაში არსებობს წლობით სასჯელის გადავადების პრაქტიკაც, როცა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.

სასჯელის გადავადების გარდა, არსებობს სასჯელისგან გათავისუფლების პრაქტიკაც, მისი შემდგომი მოხდის შეუძლებლობის გამო. ამ პრაქტიკას მიმართავენ მაშინ, როცა მსჯავრდებულის განკურნება შეუძლებელია. მაგალითად, ნესტან ლონდარიძე იხსენებს შემთხვევას, რომელიც მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდა - გაათავისუფლეს ეტლით მოსარგებლე პატიმარი მისი უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს ჩვენ ვკითხეთ, განიხილავენ თუ არა ერთ-ერთ გამოსავლად სწორედ ამას, სასჯელის გადავადებას, რაზეც მათ გვიპასუხეს, რომ განიხილავენ ყველა შესაძლებლობას, რაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვას და მისი პატიმრობის დასრულებას ემსახურება.

„ამიტომ გამოვიყენებთ ნებისმიერ მექანიზმს, რასაც კონკრეტულ მომენტში მივიჩნევთ მიზანშეწონილად“, - გვითხრა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ რაზე იქნება ეს დამოკიდებული, ადვოკატი გვპასუხობს, რომ „ბევრ გარემოებაზე“. „ჩვენ ვმსჯელობთ“, - ამბობს ის და შენიშნავს, რომ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების პარალელურად ეს განხილვაც უფრო აქტიურდება.

რაც შეეხება სახელმწიფოს პოზიციას, ის აცხადებს, რომ არ არსებობს არავითარი საფუძველი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლებისა ან სასჯელის მოხდის გადავადების.

„მაშინ რა დააშავა ყველა სხვა პატიმარმა, რომელთათვისაც საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა დიდი ფსიქოლოგიური სტრესია?“ - ასეთია, მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის პასუხი.

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ამ საკითხზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო - სამედიცინო დასკვნის და ექსპერტიზის საფუძველზე. და რომ „პენიტენციური სამსახური არ არის უფლებამოსილი, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს“.

ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის ოჯახსაც ურჩია, მიმართონ სასამართლოს, „ეს არ შედის პენიტენციური სამსახურის კომპეტენციაში, რომ გამოაღოს საკნის კარი და ვინმე გამოუშვას სამკურნალოდ, მით უმეტეს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმები და თუ დაინტერესებულები არიან, უნდა მიმართონ სასამართლოს“, - ასე უპასუხა სააკაშვილის ოჯახს ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერიდან.

ხელისუფლება სააკაშვილს მოუწოდებს, ​ჭამოს ხაჭო, კვერცხი, შოკოლადი და „პრობლემებიც დამთავრდება“.

მიხეილ სააკაშვილის მონახულებას 4 მაისს ისევ ეცადა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ექიმთა ჯგუფი, თუმცა ისინი სააკაშვილთან არ შეუშვეს.

მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა კი, 5 მაისს, მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია დაგეგმა და ხელისუფლებას მიმართა "გონს მოეგოს".

„ადამიანი იღუპება. მე ვალდებული ვარ, განვაცხადო, აღარ არის ლოდინის დრო!“ - უთხრა გიორგი სააკაშვილმა რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან თავმოყრილ ჟურნალისტებს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Воробьев: строители пообещали благоустроить парк в Черноголовке к середине июля

Осудившие Россию барды Никитины столкнулись с проблемами в США

ТЁРН: Музыкальные контрасты и гармония времён

Российских водителей предупредили о неожиданной опасности на заправках: «Никогда не делайте этого!»

Музыкальные новости

«Я тебя предупреждал, что если мы будем копаться в тебе, тебе будет неприятно!» Константин Гецати расстроил Павла Волю своим «видением» в новом выпуске «Шоу Воли» на ТНТ

Якубко: в декабре все опять будут плеваться от календаря РПЛ, но это легко можно исправить

Азербайджанцев, подозреваемых в убийстве у «Галереи Чижова», суд отправил в СИЗО

Консультации. Составление Договоров. Присутствие Продюсера при заключении договоров и переговорах. Лекции. Переговоры. Встречи и Обсуждения.

Новости России

В Госдуме предложили увеличить МРОТ в России до 30 тысяч рублей

Истории развития дорожной сети Архангельской области посвятят новую выставку в краеведческом музее

Вседозволенность азербайджанской диаспоры в России или как пантюркистские националисты 29 апреля перекрыли улицу в центре Москвы

МВД Подмосковья: жительницу Ногинска заподозрили в нападении на мужа с ножом

Экология в России и мире

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга

Героическое участие армян в СВО. Часть третья

Продвижение новой музыки и ваших хитов на радио и в интернете

Оксана Федорова представит премьеру фильма «Петербург Шаляпина и Рахманинова» на выставке-форуме «Россия»

Спорт в России и мире

Теннисисты Рублев и Медведев вышли в четвертьфинал «Мастерса» в Мадриде

Соболенко вышла в ⅛ финала турнира WTA в Мадриде

16-летняя теннисистка Андреева обновила рекорд турниров WTA-1000

Потапова и Павлюченкова вышли в полуфинал турнира WTA в Мадриде в парном разряде

Moscow.media

В Балакове "десятка" сбила двух женщин и девушку

Героическое участие армян в СВО. Часть третья

Европейские правозащитники подали очередную жалобу на ChatGPT

Совместные учения сотрудников Росгвардии и МЧС прошли в Москве











Топ новостей на этот час

Rss.plus






Члена молдавской оппозиции задержали в аэропорту после визита в Москву

Российских водителей предупредили о неожиданной опасности на заправках: «Никогда не делайте этого!»

ТЁРН: Музыкальные контрасты и гармония времён

Сын Юрия Куклачева рассказал о состоянии отца