საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით არავინ გარდაცვლილა.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 22 312 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 153 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 237 ადამიანი.
ამჟამად ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი.
30 აპრილის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 0.69%;
ბოლო 7 დღის - 1.01%;
ბოლო 14 დღის - 0.87%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 655 098 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 807 ადამიანი.