მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2022 წელს, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, წინა წელთან შედარებით, შესაძლოა 45.1%-ით შემცირდეს. მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსების თანახმად, ეკონომიკის შემცირების მასშტაბი დამოკიდებული იქნება ომის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე.
რაც შეეხება რუსეთს, მსოფლიო ბანკის შეფასებით, უპრეცედენტო სანქციებით დაზარალებული რუსული ეკონომიკა უკვე ღრმა რეცესიაშია. არსებული პროგნოზით, 2022 წელს, რუსეთის ეკონომიკა 11.2%-ით შემცირდება.