გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ე.წ. “ქურდული გარჩევის” შედეგად, 3 ადამიანია მოკლული, 2 კი დაჭრილი. ერთ-ერთი დაჭრილი ზუგდიდელი ე.წ. მაყურებელია. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე ამ დროისათვის პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.