Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

როკის გვირაბი ისევ ჩაიკეტა - ზვავში რამდენიმე ავტომანქანა მოყვა

21 მარტს, საღამოს 17:00 საათიდან (თბილისის დროით 18:00 საათიდან), კიდევ ერთხელ ჩაიკეტა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან დამაკავშირებელი გზა. ამის მიზეზი გახდა გზის ორ მონაკვეთზე ზვავების ჩამოწოლა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, გზის გაწმენდა დაიწყეს, მაგრამ ზვავსაშიშროება შენარჩუნებულია და მისი გახსნა 21 მარტს არ მოხდება. გარდა ამისა, ოსური მედიის ცნობით, ზვავის ქვეშ რამდენიმე ავტომანქანაც მოყვა. მაშველებმა მგზავრების უსაფრთხოდ ამოყვანა შეძლეს.


ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა 9 მარტიდან 15 მარტამდეც დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო იყო ჩაკეტილი. რამდენიმე დღით მისი გახსნა მოხერხდა, მაგრამ ზვავსაშიშროების გამო საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა ის ისევ დაკეტეს. ოკუპირებულ ცხინვალში უკვე შეიქმნა ფქვილის და საწვავის დეფიციტი.


წინა კვირაში ჩაკეტილი გზის გამო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ, ჩრდილოეთ ოსეთის კოლეგებთან შეთანხმებით, ტრანსკავკასიური მაგისტრალის გასწვრივ დერეფანი მოაწყო. მაშინ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრის პირველმა მოადგილემ აცამაზ ბესტაუტიმ განაცხადა: „ტრანსკამი უკვე მეექვსე დღეა დაკეტილია, პურის საწარმოში ფქვილის მიწოდება შეფერხებულია და სახელმწიფო უნიტარულ საწარმო „ნეფტეპროდუქტს“ ბენზინი ეწურება. ჩვენ ჩრდილოეთ ოსეთის კოლეგებს მივმართეთ, მათ მოაწყვეს დერეფანი. სამი სატვირთო მანქანა ბენზინსა და დიზელის საწვავს რესპუბლიკას მიაწვდის, ასევე პურის ფქვილსაც მოგვაწვდიან“.


დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ამბობენ, რამდენ ხანს გაგრძელდება გზის გამწმენდი სამუშაოები. მათი თქმით, ეს დიდწილად ამინდზეა დამოკიდებული. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus