ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს” განცხადებით, მმართველი პარტია პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციური დავის დაწყებისთვის კანონმდებლობას ცვლის. როგორც ორგანიზაცია წერს, იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტს მიმართ საკონსტიტუციოში კომპეტენციების შესახებ დავა დაიწყოს, მოქმედი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა, ამიტომ მმართველმა გუნდმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები მოამზადა. გთავაზობთ განცხადებას:
„რამდენიმე დღის წინ, „ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტი საკუთარი კავშირებით საზღვარგარეთ შეხვედრების გამართვისა და წარდგენილი ელჩების კანდიდატურების დანიშვნაზე უარის თქმის გამო საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური სარჩელით მიმართვა დააანონსა.
„უფლებები საქართველომ” მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება შეაფასა და მიიჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, მსგავსი კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად განსახილველად არ უნდა მიეღო.