სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ ყოველკვირეული წირვა-ლოცვა აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგაც უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარაკლისი აღევლინა. ტაძარში მრევლთან ერთად იმყოფებოდნენ უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი და უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოში ანდრეი კასიანოვი. “გვინდა შევავედროთ უფალს, რომ დამშვიდდეს უკრაინა, დამშვიდდეს საქართველო და მთელი მსოფლიო. ღმერთმა დაგლოცოთ”, – აღნიშნა მეუფე შიომ.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ საომარი მდგომარეობის დროს მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების საქმიანობა შეაჩერა. „ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ, ფართომასშტაბიანი ომისა და რუსეთთან ზოგიერთი პოლიტიკური სტრუქტურის კავშირების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება საომარი მდგომარეობის ვადით შეჩერებულიყო მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების ნებისმიერი საქმიანობა. კერძოდ: „ოპოზიციის პლატფორმა – სიცოცხლისთვის“; „მემარცხენე ოპოზიცია“;... Читать дальше...
რატომ არ ჩქარობენ ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობას. მსოფლიოს მრავალი სახელმწიფო უკიდურესად მწვავედ გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და მოსკოვს სულ უფრო მძიმე სანქციებს უწესებენ. საერთაშორისო ასპარეზზე კრემლს თითქმის აღარ დარჩა პირდაპირი მოკავშირეები, თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გარიყულ ისეთ რეჟიმებს, როგორებიც არიან ბელარუსი, ჩრდილოეთი კორეა, სირია, კუბა ან ვენესუელა. მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებსაც ჯერჯერობით... Читать дальше...
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 20 მარტს გამოაქვეყნა გასული ღამის შემაჯამებელი ცნობები, რომელთა მიხედვითაც: რუსეთის ოპერატიულ-ტაქტიკური და არმიის ავიაციამ გაანადგურა უკრაინის 62 სამხედრო სამიზნე, მათ შორის სარაკეტო და საარტილერიო იარაღის ორი საცავი და ერთი სარაკეტო სისტმის პუნქტი; საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ერთი უკრაინული ვერტმფრენი Ми-8 და 6 დრონი, მათ შორის 1 ბაიარაქტარი; გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის სისტემამ იზიუმის მიდამოში ჩამოაგდო უკრაინული რაკეტა „ტოჩკა-უ“; შავი ზღვიდან... Читать дальше...
მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი წითელი და შავი საღებავებითა აჭრელებული: ფანჯრებსა და შესასვლელ კარზე გაკეთებულია „ნაციონალური მოძრაობისა“ და სამირა ბაირამოვას შეურაცხმყოფელი წარწერები. „20 მარტს ალტ-ინფომ თავისი პირველი მუქარა შეასრულა. მოვიდნენ ენმ-ის ოფისში და ასე დამახანჯეს! კარგად იციან რომ მე არ ვარ ენმ-ის წევრი და ეს მათი პროვაკაციაა! იმედი მაქვს შსს ესმის, რამდენად საშიში არიან ისინი“, - დაწერა ფეისბუკში სამირა ბაირამოვამ. მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ მარნეულის... Читать дальше...
დიდ ბრიტანეთში, საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის განკარგულებით, შეიქმნა ახალი სამთავრობო განყოფილება კრემლის დეზინფორმაციასთან საბრძოლველად. ამის შესახებ გამოცემა Telegraph იტყობინება. ესაა რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ შექმნილი კონსოლიდირებული სამუშაო ჯგუფი, სახელწოდებით „სამთავრობო საინფორმაციო უჯრედი (Government Information Cell, GIC)“, რომელიც კოორდინაციაშია ორ სახელმწიფო უწყებასთან - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან. ტელეგრაფის ცნობით, დანაყოფის შემადგენლობაში შევიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს... Читать дальше...
უკრაინული არხები ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ რუსეთის არმიის მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა მამაკაცი და ცხრა წლის ბავშვი. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 20 მარტს დილით გამოაცხადა, რომ ომის დაწყებიდან უკრაინაში დაიღუპა 115 ბავშვი, 140-ზე მეტი კი დაიჭრა.
ამერიკელი დიპლომატი და პოლიტოლოგი მაიკლ მაკფოლი 30 წელია იცნობს პუტინს, არაერთხელ შეხვედრია მას როგორც პრეზიდენტ ობამას მრჩეველი და როგორც აშშ-ის ელჩი რუსეთში: „პირველად პუტინს შევხვდი დიდი ხნის წინ, 1991 წელს. ბევრი ნაცნობი მყავს, რომელიც ძალიან მჭიდროდ მუშაობდა მასთან 20 წლის განმავლობაში. ეს არის პეტერბურგის გუნდი - გრეფი, ჩუბაისი... ვერცერთი ვერ იტყოდა 20 წლის წინ, რომ პუტინი გიჟი იყო. არა, ის იყო ძალიან ჭკვიანი, ზომიერი პოლიტიკოსი. ნამდვილად არ არის დემოკრატი - ეს თავიდანვე აშკარა იყო, მაგრამ ის პროდასავლელიც კი იყო. Читать дальше...
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ 20 მარტს გავრცელებული კრებსის მიხედვით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტებზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა „რუსები ამზადებენ შეტევას კიევზე“. „ვოლინისა და პოლესეს მიმართულებით მტერს არ უწარმოებია აქტიური ოპერაციები, თუმცა კვლავინდებურად ამატებდა საცეცხლე წერტილების გამანადგურებელ სისტემებს, საინჟინრო უზრუნველყოფასა და ლოგისტიკურ სისტემებს, კიევზე თავდასხმის მომზადების მიზნით“, - ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ მოხსენებაში. Читать дальше...
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დროებით აკრძალოს პრორუსულად მიჩნეული 11 პარტიის საქმიანობა. „პოლიტიკოსები, რომელთა საქმიანობა დაყოფისკენ და კოლაბორაციისკენ არის მიმართული, მკაცრ პასუხს მიიღებენ. ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ, რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომისა და პოლიტიკური კავშირების გათვალისწინებით გადაწყვიტა, შეჩერდეს მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების ნებისმიერი აქტივობა ამ საომარი მდგომარეობის პერიოდში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მარტს... Читать дальше...
უკრაინის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაბლოკა 1500-მდე რუსული საინფორმაციო რესურსი, რომლებიც „ავრცელებენ პროპაგანდას და დეზინფორმაციას“. „დაბლოკილ არხებს დაახლოებით 15 მილიონიანი აუდიტორია ჰყავდა. ასევე, ცალ-ცალკე დაიბლოკა 3178 პუბლიკაცია, რომლებიც ამართლებდნენ ომის დანაშაულებებს და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას“, - ნათქვამია ანგარიშში. უკრაიანის ეროვნულ პოლიციაში განმარტავენ, რომ დაბლოკვა ხდება მომხმარებლების საჩივრების მიღებისა და პუბლიკაციების შინაარსის შეფასების შემდეგ.
ილია თოფურიამ UFC-ში მეოთხე ბრძოლა ჩაატარა და წინა სამის მსგავსად, კვლავ წარმატებულად - ქართველმა მებრძოლმა, ლონდონში გამართულ დიდ ღონისძიებაზე, ორი არასრული რაუნდი იკმარა ბრიტანელი ჯეი ჰერბერტის ნოკაუტით დასამარცხებლად. ბრძოლის დასრულების შემდეგ, თოფურიამ, ოქტაგონზე გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ უნდა, მომავალ შეხვედრაში პადი პიმბლეტთან იჩხუბოს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, სასტუმროში დაუპირისპირდა. იმ სკანდალის მიზეზი გახდა პიმბლეტის მიერ სოციალურ ქსელში საქართველოს მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი შეფასებები. Читать дальше...
უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნიკოლაევში, უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის ყაზარმებზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, ათობით სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი და სხვა დასავლური მედია ავრცელებს. მსხვერპლის რაოდენობის შესახებ უკრაინული მხარის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა იერიშის ადგილის ამსახველი ფოტოები, სადაც ჩანს, რომ შენობები, რომლებშიც სამხედროები იმყოფებოდნენ, პარასკევს ღამით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად... Читать дальше...
ნატო-მ რუსული თერმობარული იარაღი ნატომ უნდა გაანადგუროს. ისინი ბარბაროსულია. გვრცხვენოდეს, რომ უბრალოდ ვუყურებთ მათ გამოყენებას, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ტვიტერზე“ წერს. „კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს, რომ შიში გადავლახოთ? ძველი თაობის ცივი ომის დროინდელი მოლაპარაკე თავები ცდებიან,“- აცხადებს “რესპუბლიკელი“ კონგრესმენი.
“დღეს, როცა თვითმარქვია პროგრესული სამყარო რუსეთის წინააღმდეგაა აღმდგარი, ჩვენი სამშობლოს გასაერთიანებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ლოიალურ დამოკიდებულებას რუსეთისადმი. ნუ ავყვებით, მოყვასო, ლიბერალურ პროპაგანდას, არ შეიძლება საკუთარ თავთან ბრძოლა!” – წერს სოციალურ ქსელში დვანის კვართის წმ. გიორგის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ზოსიმე.
სიმღერა ბრენდების ჩამონათვალზე, რომელთა რუსეთიდან გასვლამაც ეკონომიკა გაანადგურა.
ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს” განცხადებით, მმართველი პარტია პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციური დავის დაწყებისთვის კანონმდებლობას ცვლის. როგორც ორგანიზაცია წერს, იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტს მიმართ საკონსტიტუციოში კომპეტენციების შესახებ დავა დაიწყოს, მოქმედი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა, ამიტომ მმართველმა გუნდმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები მოამზადა. გთავაზობთ განცხადებას: „რამდენიმე დღის წინ, „ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტი საკუთარი კავშირებით... Читать дальше...